#37538397 · 7 Aug 2013, 16:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
monika_-_nikolashvili
QUOTE | მეორე ოთახსი ეგონა და მაგიტომ გაიხედა |
უსაფრთხოების წესი დაირღვა და თუთოც გაფრინდა. ამიტომ თუთოს გამოშვებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს.
QUOTE | აივანზე უყურადღებოდ არ იყო კერძო სახლი მაქვს |
ამას არ აქვს მნიშვნელობა. უამრავი შემთხვევა ვიცი, როდესაც ეგრე კერძო სახლის აივანზე თუ ეზოში ჰყავდათ თუთო და კატამ შეუჭამა. ან ძაღლმა გადმოაგდო გალია და თუთოც გაფრინდა. ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, გალიაში როა, მასთან შეიძლება სხვა ფრინველები (მტრედები, ბეღურები და სხვა) მიფრინდნენ. ისინი კი ხშირად სხვადასხვა დაავადებისა და პარაზიტების გადამტანები არიან. შეიძლება თუთოც დაავადებულიყო და ზოგიერთი პარაზიტი ადამიანზეც გადადის შემდეგ. გარეთ გაყვანა კარგია, შეგიძლია ვოლიერიც აუშენო ეზოში. მაგრამ შენც მის გვერდით უნდა იყო და მისი უსაფრთხოება უზრუნველყო.
QUOTE | ოჯახში 3ადამიანი დავტოვე და წესით უნდა მიეხედათ |
ამაშია სწორედ საქმე. რაც უპრო მეტ მომვლელს დატოვებ, უფრო არავინ მოუვლის. პასუხისმგებელი პირი ყოველთვის არის 1.
QUOTE | საძინებელსი იმიტომ რომ |
საძინებელი ოთახი არ უნდა იყოს იმიტომ რომ: 1) როგორც წესი საძინებელ ოთახში დასაძინებლად შედიან ან მაინც მცირე დროს ატარებენ ხოლმე. თუთიყუში კი სოციალური არსებაა და ყურადღება უნდა. მარტო ოთახში მოიწყენს. 2) საძინებელში ხშირად მძიმე ჰაერია. ჩახუთულობა, სუნამოს სუნები და ასე შემდეგ... ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს თუთოზე. 3) ახლა მოდი ცოტა ადამიანზეც ვიფიქროთ. საძინებელში შედის დასასვენებლად. ზოგჯერ საჭიროა რომ ადამიანი მარტო დარჩეს. ამ დროს კი თუთიყუში ყურადღებას მოსთხოვს, იჟღურტულებს, იჭყიპინებს და ასე შემდეგ... მოკლედ არ მოასვენებს. კიდევ შეიძლება სიის გაგრძელება, თუ რატომაა საძინებელი ცუდი ვარიანტი.
QUOTE | მისაღები ოთახი ძალიან ხმაურიანია და არამგონია ხმაური სიამოვნებდეშ თუთიყუშს |
რა სახის ხმაურია ისეთი, რომ თუთიყუში შეწუხდეს? თუკი ტელევიზორი და ხალხის საუბარია, ეს მხოლოდ გაუხარდება თუთოს. ოღონც ისეთ ადგილას უნდა დადგა, რომ თავი მყუდროდ იგრძნოს. (ამაზე დრო რომ მოვა, მერე ვრცლად ვისაუბროთ)
QUOTE | მე იმიტომ არ მქონდა პასუხისმგებლობა რომ არ ვიცოდი მოვლა ნორმალურად |
ისწავლე მოვლა, ამაში ჩვენც დაგეხმარებით. პირველ გვერდზე ბევრი საინტერესო რამ წერია, რაღაცებს კიდევ დავამატებთ. კკონკრეტული შეკითხვა თუ გაგიჩნდა, გვკითხე და გიპასუხებთ. შემდეგ იკისრე პასუხისმგებლობა და მოიყვანე თუთო. ყველანაირად გვერდში დაგიდგებით
|