არასწორედ უდგები საკითხს.
1) თუთიყუშში მთავარი ლაპარაკი არ არის. დავიწყოთ იქიდან, რომ შეიძლება მოლაპარაკე ჯიში მოიყვანო, მაგრამ თითოეულ ინდივიდს არ გააჩნია უნარი ლაპარაკი დაიწყოს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ ასწავლი. შეიძლება თუთიყუშს ჰქონდეს ნიჭი, თუმცა კი არასწორმა სწავლებამ გამოიწვიოს ამ ნიჭის გამოუყენებლობა.
კიდევ სხვა ბევრი ფაქტორი მოქმედებს, დაიწყებს თუ არა თუთიყუში ლაპარაკს. ასე რომ როდესაც თუთიყუშს იყიდი, თუკი მან ვერ დაიწყო ლაპარაკი, ხომ არ გააგდებ არა?
ამიტომ თუთიყუშში ლაპარაკის გარგა სხვა რამეც უნდა მოგწონდეს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას კი ხასიათი იმსახურებს.
თუთიყუშები ცხოვრობენ, 8-დან 70 + წლამდე. გააჩნია რომელ ჯიშზე შეაჩერებ არჩევანს. ხოდა ახლა თუკი თუთიყუშის ხასიათები არ მოგწონს, დაიტანჯები 70 წელი მასთან ცხოვრებით

ასე რომ თუთიყუშის მოყვანისას ბევრი რამ უნდა გაითვალისწინო. ზოგი ხმაურიანია ზედმეტად, ზოგს დიდად არ აინტერესებს ადამიანთან კონტაქტი და ზოგიც ტკიპასავით მოკედლებულია. ასევე გასათვალისწინებელია ოჯახში ვინმეს ალერგია ხომ არ აქვს თუთიყუშზე, ასთმა ხომ არ აქვს ვინმეს, ქვემოთ გავაგრძელებთ ასთმაზე საუბარს.
2) რაც შეეხება ფასს, შეიძლება დღეს გაგიხარდეს რომ 20 ლარად იყიდე თუთიყუში, მაგრამ მერე მიხვდე რომ ის შენს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ვერც შენ ახერხებ მის სათანადოდ მოვლას. ხოდა დღეს 20 ლარის გადახდას, სჯობს ცოტახანი მოიცადო, ფული შეაგროვო, ინტერნეტში მოიძიო ინფორმაცია სასურველ ჯიშზე. ჩვენც დაგეხმარებით რჩევებით, ხოდა თუკი 200 ლარიანი თუთო შეგეფერება, ის მოიყვანო.
თორემ ახლა 20 ლარად თუ იყიდე ტალღოვანი და ვერ შეეწყვე, შემდეგი 10 წელი რა უნდა ქნა?
განუყრელი 60 ლარი ღირს, 10-12 წელი ცოცხლობს. თუ მოგწონს ეგ სახეობა, მშვენივრად გაატარებთ იმ 12 წელს, მაგრამ თუ არ მოგეწონა?
კორელა 60-80 ლარი ღირს და ცოცხლობს 20-25 წელი. ხასიათზე რომ არაფერი ვთქვათ, თუკი ოჯახში ვინმეს ასთმა აქვს, კატეგორიულად არ შეიძლება.
რადგან ამ ჯიშს თავისთვის დამახასიათებელი მტვერი აქვს. რომელსაც თვალით ფაქტობრივად ვერ შეამჩნევთ, მაგრამ გალიის ირგვლივ ყველგან იქნება მიმოფანტული.
ხოდა ასთმიან ადამიანს პრობლემები შეექმნება. 25 წელი მასთან ვერ იცოცხლებს!!!
მოკლედ ეს შემეძლო მეთქვა იმ იაფიან ჯიშებზე, რომლებიც ჩვენთან იშოვება. მაგრამ პირველ გვერდზე აუცილებლად უნდა წაიკითხო ინფორმაცია. ხოდა ძალიან სერიოზულად მიუდექი თუთიყუშის არჩევას. ფასი და ლაპარაკი ეს მეათასე ხარისხოვანია. ყველა ჯიშს განსახვავებული მოვლა და ყურადღება უნდა, ხოდა შენი ძალებიც უნდა გაითვალისწინო

თუ ბევრ ყურადღებას დაუთმობ და არ მოაწყენ, არ მოკვდება. მაგრამ პარტნიორი ყველა თუთიყუშს უნდა.
თუთიყუში სოციალური არსებაა, ბუნებაში დიდ გუნდებად ცხოვრობენ და მარტო არ მოკვდება, მაგრამ ცოდოა ძალიან.
გალიას რაც შეეხება, გააჩნია რომელ ჯიშზე შეაჩერებ არჩევანს.
70 ლარად ნორმალურ გალიას იშოვნი იმ 3 ჯიშისთვის, რომლებზეც ზემოთ მოგწერე.
ისე შენთვის შესაფერის თუთიყუშს კი იშოვნი, მაგრამ მთავარია დარწმუნდე რომ ნამდვილად მზად ხარ თუთიყუშისთვის,
თორემ მერე ხშირად ასეთ ცუდ სიტუაციაში ხვდებიან პატრონიც და თუთიყუშიც
თუთიყუშები (post #37559256)