korela92გამოკვეთილად საუბრობს კი, სანამდე სწავლობს, ხან მკვეთრად და ხანაც არც ისე გამოკვეთილად იტყვის ხოლმე. რამე სიტყვას რომ დაიმახსოვრებს, მთელი დღე მაგის გარდა აღარაფერს ამბობს, იმეორებს და ვარჯიშობს გამოთქმაში. ორი დღე იძახა ნათიაო, გუშინაც მთელი დღე და დღეს დილით უკვე ისე გამოთქმით და გარკვევით ამბობს, ზუსტად ჩემი ქმრის ხმით
არ უნდა დიდი გამეორება და სწავლება, მთავარია უნდოდეს რამის თქმა და ხასიათზე იყოს, შეიძლება ერთხელ თქვა და იტყვის ისიც. ამასწინათ დილით ბოთლებს ვიბარებო, ეზოში ყვიროდნენ რუპორით, ხო და ეგრევე თქვა ამანაც, იმდენი ვიხალისეთ

ორჯერ გაიმეორა და მერე ვეხვეწე, ჩაწერა მინდოდა და აღარ თქვა

მე ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა აქვს გალია სად დგას და ხმა როგორ ესმის. წინ რომ უზიხარ და უმეორებ სიტყვას, მასე უფრო არ სწავლობს იძაბება და აღარ იმეორებს.
მე პაკოს გალია საძინებელში მაქვს, ხო და კარი სულ ღიაა და წინ არის შუა ოთახი, რომელის ყველა საძინებლის შესასვლელებს აერთიანებს , ანუ მისაღებ ოთახსა და საძნებლების შუა ოთახი. ხო და მყუდროა და ხშირად იქ ვართ ხოლმე ოჯახი, ტელევიზორიც დგას. მოლკედ, სულ ხმაურია და რა თქმა უნდა, პაკოს ესმის ყველა სიტყვა. თან მშვიდადაა, არავინ აწუხებს ხოლმე გალიის წინ დგომით და თან ესმის ხმებიც, ხო და ძალიან დაეხმარა ეს შიშის გადალახვაში და მშვიდად დამუღამებაში ჩვენი საუბრის.
ადრე მარტო მაშინ საუბრობდა, რომ გამოვდიოდი ოთახიდან, მაგრამ, ეხლა უკვე გადალახა ეს უხერხულობაც და ოთახში რომ ვარ, ნათიაო მაშინაც მეძახის.
კიდევ, თავიდან მხოლოდ გალიაში ლაპარაკობდა და ეხლა უკვე გამოშვებული რომაა მაშინაც ჩვეულებრივ ლაქლაქებს.
უფრო აქტიური დილა-საღამოსაა, მაგრამ, ამ ბოლოს, მთელი დღე ტემპს არ აგდებს

გალიის გასუფთავებას რაც შეეხება, არანაირი სუნი არ აქვს, არც დიდად იბურტყნება ბომბულებით.
საძინებელში რომ მაქვს გალია, რა თქმა უნდა ყოველ დღე ვასუფთავებ, მაგრამ, გასული ვიყავი ქალაქგარეთ და ორი დღეის დასასუფთავებელი გალიაც არანაირი სუნით არ იყო, რომ მოვედი მერე.
ერთი ისაა, საჭმლის გადმოყრა უყვარს გალიიდან, თუ ის მარცვლები არ ეყარა, რაც იმ წუთას მოეხასიათება. მე ყველა მარცვლეულის ნარევს ვუყრი ხოლმე, ხო და იმ დღეს რისი ჭამის ხასიათზეცაა, იმას რომ სულ შეჭამს, მერე ყრის დანარჩენს, რომ ჩავუყარო რაც უნდა . ასეთი ოხერაა

დიდი თუთოები ხომ არ არიან ისეთი აქტიურები, როგორიც პატარები. რომ გამოვუშვებ, ერთი ადგილი აქვს ამოჩემებული, თავისი სათამაშო მოედანი, სარკესთან. თავისი სათამაშოები და საჭმელ-სასმელიც იქ აქვს ხოლმე. ხო და დახვრა უყვარს მაგასაც ყველაფრის და ამიტომაც, სარკეს ზემოდან ნაჭერს ვაფარებ ხოლმე, ხის ჩარჩოზე, ზედ რომ დაჯდეს, არ დახრას. გვერდით სათამაშოები და რამეები აქვს და ძირითადად იმათ ანადგურებს