გააჩნია რისთვის მოგყავს.
თუკი ტალღოვანია შენი 8 წლის თუთო, მაშინ უბრალოდ "მეგობარი" მოუყვანე. თანაც არაა აუცილებელი ისიც ტალღოვანი იყოს.
ოღონც სანამ მოიყვანდე, გვითხარი რა სახეობის გინდა. ზოგი სახეობა ცოტა აგრესიულია სხვა თუთოების მიმართ.
* * *
fusika05ისეთი საყვარელი ბავშვი გყოლია, რომ თუთიყუშებისგან გადამატანინა ყურადღება
* * *
Qetuchaარ აქვს მნიშვნელობა თუთიყუში გვყავს, ძაღლი, კატა თუ დინოზავრი. თუკი ისინი ცუდად იქცევიან, ყოველთვის არა,
მაგრამ ხშირად ამაში ადამიანია დამნაშავე. ხოდა ცვლილებები უნდა მოხდეს ადამიანში და არა ოთხფეხა, ან ფრთიან მეგობარში.
უკვე უამრავჯერ ვისაუბრეთ ლიდერის როლსა და მის თვისებებზე. ხოდა როგორ ფიქრობ შენ ამ სტანდარტებს აკმაყოფილებ?
კვლავ დაბნეული ხარ, არ იცი როგორ მოიქცე, კვლავ უკან გინდა დახევა და მზად ხარ მიმი გააჩუქო. თანაც გაბრაზებული ხარ.
ხოდა რასაკვირველია შენს ხროვაში ქაოსი იქნება. თანაც ძალიან სწრაფად გინდა მოხდეს ის, რასაც დრო სჭირდება.
ახლა მაგალითი რომ მოვიყვანოთ. როდესაც ადამიანი რგავს ნერგს, დავუშვათ ვაშლის ნერგს. იგი მას რწყავს, სიცივისგან და პარაზიტებისგან იცავს. მოკლედ
უვლის და ყველანაირად ხელს უწყობს განვითარებისთვის. ხოდა რამოდენიმე წელიწადში მისი ხე 1-2 ვაშლს მოისხავს, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ ვაშლს მოიბავს
და იმ ადამიანს ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ვაშლის მოსავალი ექნება. ბოლოს იმდენი დაუგროვდება რომ ადგილსაც ვერ უპოვნის და რამდენს ულპება ხოლმე

პირველ წელს იმ ადამიანის ნერგმა ვაშლი რომ არ მოისხა, ადამიანმა ნერგი არ მოჭრა და შეშად არ გამოიყენა. ანუ არ იჩქარა შესაბამისად მცდარი გადაწყვეტილებაც არ მიიღო.
ესეიგი რა არის მთავარი: სწორი მოქმედება, მოთმინება და შედეგიც გვექნება.
მე მხოლოდ 2 გზას ვხედავ ამ პრობლემის მოგვარების.
1) უნდა შეიცვალო და ლიდერი გახდე.
2) შეგვიძლია ბიბუ და მიმი ჩემთან წამოვიყვანოთ. ცივ ნიავს არ მივაკარებ, ერთმანეთს შევაჩვევ. ოღონც ისე როგორც საჭიროა და არა პირველ დღეს რომ მოხდა. რამოდენიმე საათი
კარგად რომ იყვნენ ერთად და ახლა რაღაც ინციდენტები რომ ხდება. ამ პროცესს სულ ალბათ რამოდენიმე კვირა დასჭირდება. ხოდა როგორც კი დასრულდება, წაიყვანე შენი თუთოები.
თუმცა კი ცვლილებები მაინც უნდა მოხდეს შენში. მე ან ვინმე სხვამ როგორც არ უნდა შეაჩვიოს, თუკი არ ეყოლებათ ლიდერი, არც წესრიგი იქნება.
აქვე მაქვს 1 შენიშვნა.
ვიდეოში როგორც ჩანს ბიბუ გალიის იატაკზეა და წინ და უკან დარბის.
ახლა რას ნიშნავს ეს, იგი არის ანერვიულებული და ადგილს ვერ პოულობს. თუკი კვლავ ასე გაგრძელდა, ფსიქიკური აშლილობა ექნება. უკვე დაწყებითი სტადია აქვს.
ასევე მაქვს 1 კითხვა. ვიდეოში კარგად ვერ გავარჩიე და გალიაში, სადაც 2 თუთიყუშია, 1 ქანდარაა?
This post has been edited by korela92 on 29 May 2013, 23:10