Qetuchaწავიკითხე ქანდარაზე დაჯდომას უშლისო, ხოდა არაფერია მანდ სანერვიულო.
მაღალზე ზის დომინანტი თუთიყუში, ასე რომ მიმი უბრალოდ ბიბუზე დომინირებს,
რაც სავსებით ნორმალური და ბუნებრივია.
მე შენს ადგილზე შემდეგნაირად მოვიქცეოდი.
1 კვირა ცალ-ცალკე გალიებში იქნებოდნენ გვერდი-გვერდ. 1 კვირის შემდეგაც ცალკე გალიებში იქნებოდნე,
თუმცა კი აქ ის შეიცვლებოდა რომ ერთდროულად გამოვუშვებდი ხოლმე და მათ ფიზიკური შეხება
არა გალიაში, არამედ ოთახში ექნებოდათ. სადაც არის სივრცე და თუკი რომელიმე წუხდება, შეუძლია
სხვა ადგილას გადაფრინდეს. მოკლედ 1 კვირის მანძილზე ასე ერთად გამოვუშვებდი და თუკი შევატყობდი
რომ ბიბუ და მიმი უფრო დაახლოვდნენ, ამის შემდეგ გადავიყვანდი 1 გალიაში.
მოკლედ მათი შეჩვევა უნდა მოხდეს "ნეიტრალურ" ტერიტორიაზე. ეს ადრეც მოგწერე, მაშინ როცა ანა დავჭამე
ესენი არ არიან რობოტები, რომ ჩართო რაიმე მშვიდ რეჟიმზე და შემდეგ ტკბილად იგალობონ

უპირველესყოვლისა საჭირო იყო ხასიათების თანხვედრა, რაც მე არ ვიცი რამდენად სწორად არის შერჩეული.
რადგან მე არც ბიბუს ვიცნობ და მითუმეტეს არც მიმის. შემდეგ საჭირო იყო ადაპტაცია. რაზეც იმედი მაქვს რომ
წარმატებით გაართმევ თავს და აღარ იჩქარებ (პირველივე დღეს მათი 1 გალიაში მოთავსება, შეცდომა იყო)
ისე კი მიუხედავად ამისა, სიმართლე რომ ვთქვათ მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. რადგან ადრეც შევატყვე რომ
ბიბუს ძალიან უფრთხილდები და ზოგჯერ ზედმეტად ფრთხილობ ხოლმე. ახლა მათ აქვთ უბრალოდ გაცნობის პერიოდი და
1 ცდილობს დომინირებდეს მეორეზე. რაც სავსებით ნორმალურია. მე მხოლოდ ამ გვერდზე წავიკითხე შენი პოსტები და
არსად გიწერია რომ მათ იჩხუბეს ან ერთმანეთი დაასახიჩრეს. უბრალოდ ხდება გარკვევა, თუ ვის რისი უფლებები აქვს.
ხოდა ამ პროცესში შენ რაც უფრო ნაკლებად ჩაერევი უკეთესია. მიმი თავს დაიმკვიდრებს ლიდერად და დაწყნარდება.
შენ უბრალოდ ყურადღება უნდა მიაქციო რომ თუკი ჩხუბი მოუვიდათ, გააშველო. მაგრამ 1 კვირით ცალკე გალიაში თუ გადაიყვან
და თან კიდევ 1 კვირით ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეაჩვევ, ასეთ ინციდენტებს მეეჭვება ადგილი ჰქონდეს.
* * *
Qetuchaქანდარებზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა მოდი შემდეგ საკითხს ჩავუღრმავდეთ.
საკბენათაც იწევს და კბენა უნდა, ეს 2 სულ სხვადასხვა რამაა.
საკბენად იწევს, ანუ არ უნდა კბენა და უბრალოდ აფრთხილებს რომ ეს ჩემი ტერიტორიაა, ეს ჩემი სივრცეა და ახლოს არ მოხვიდე.
კბენა უნდა კიდევ ეს ნიშნავს აგრესიას. 1 თუთიყუშს მეორის განადგურება უნდა. დროზე უნდა ჩავერიოთ და ძნელად შესაჩვევები არიან.
შეიძლება ვერც შევაჩვიოთ ერთმანეთს.
ჩემი ხროვიდან გაჩვენებ რამოდენიმე სურათს და მოდი განვიხილოთ.

დააკვირდი როკის ნისკარტს. იგი საკბენად იწევს, თუმცა არ კბენს. მიუხედავად იმისა რომ ნაბიჯი რომც არ გადადგას, ჩაკოს მაინც მიწვდება.
თუმცა კი არ აკეთებს ამას. რატომ?
იმიტომ რომ როკის ჩაკო არ ეზიზღება, მისდამი აგრესიულად არ არის განწყობილი და არ უნდა რაიმე დაუშაოს. უბრალოდ ეუბნება რომ მეტი ახლოს აღარ მოხვიდე
და პატივი ეცი ჩემს სივრცეს. ამის შემდეგ ჩაკოც გაჩერდა და ჩხუბი არასდროს მოსვლიათ. პირიქით გამოშვებულები რომ მყავს ხშირად არიან ახლოს და თან ჩაკოს
დიდ გალიაში უყვარს ხოლმე შეფრენა და როკისთან ერთად 1 ქანდარაზეც მშვენივრად გრძნობს თავს.
ახლა გადავიდეთ მეორე სურათზე.

როგორც ხედავ აქაც მსგავსი სიტუაციაა. ლუნა ეუბნება როკის, ახლოს არ მოხვიდეო. იგი მას არ ეუბნება აღარ მინდა შენი დანახვა და წადი სადაც გინდა ეს ტერიტორია მთლიანად
მე მეკუთვნის. ლუნა მას გალიის სახურავიდანაც კი არ სთხოვს გადასვლას. უბრალოდ ეუბნება რომ მეტი ახლოს აღარ მოხვიდე. როკიც გაჩერდა და მათ არ უჩხუბიათ.
დღეს 1 გალიაში ცხოვრობენ და ძმაკაცობენ. ჩემს ხროვაში არასდროს არავის არავინ გაულახავს.
საკბენად გაწევა შეიძლება შევადაროთ ღობეს. ჩვენი და მეზობლის ტერიტორიებს ხომ ღობეები ჰყოფს. ჩვენ ხომ არ ვნაღმავთ ჩვენი ეზოს საზღვრებს, რადგან მასზე შეიძლება
მეზობელი აფეთქდეს და გარდაიცვალოს. ჩვენ კი მისი სიკვდილი არ გვინდა. ამიტომ ვაკეთებთ ღობეს, რომელიც მეზობელს ეუბნება რომ ამის იქით ჩემი ტერიტორიაა და შენ
ღობის იქით ჩემი ნებართვის გარეშე ვერ გადმოხვალ. ახლა თუთიყუშები 2 მეტრიან კედლებს ვერ ააშენებენ, ხოდა სწორედ ამიტომ ასეთი "ფსიქოლოგიური" ღობეებია ვითომ საკბენად
გაწევა.
ანდა კიდევ უფრო სწორი შედარება რომ გავაკეთო, გაიხსენე ექსკურსიები. ავტობუსის უკანა (გაერთიანებულ) სავარძლებზე მუდამ მხიარულება იყო ხომ? ხოდა ყველა იქ ეტენებოდა

ხოდა ახლა როდესაც შენი მეგობარი შეგაწუხებდა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თავზე დაგაჯდებოდა. ეტყოდი გაიწიეო ხომ? იგი შენი მეგობარია. არ გეზიზღება, მის არც მოკვლას აპირებ და არც ცემას. უბრალოდ ეუბნები რომ გაიწიოს, რადგან შენ თავი უფრო კომფორტულად იგრძნო. სულ ესაა.
This post has been edited by korela92 on 23 May 2013, 00:50