luka69მე გირჩევ, რომ დაკუწული უმი ხორცი მისცე ხანდახან, კვირაში ერთხელ მაინც,
მხოლოდ ძროხის, სხვა არა....
ასევე, კვერცხის გული, უმი, ესეც კვირაში ერთხელ.
შეგიძლია საჭმელზე მოუსხა, შეგიძლია ცალკე გაალოკინო...
ასევე, კალცი გლუკონატი ჩაუფშვენი საჭმელში, დღეში ორი ტაბლეტი,
და ძვალი, მხოლოდ და მხოლოდ ძროხის.
უმი, ოღონდ მდუღარე წყალი გადაავლე, ყოველი შემთხვევისთვის.
მაგ ასაკში ჯერ კიდევ ოთხჯერ მაინც უნდა ჭამა+ვაშლი და სტაფილო, თუ შეჭამს,
ოღონდ ეს ვაშლი და სტაფილო კი არ დაუყარო ჯამში, ისე ვაძლევ-ხოლმე მე, თან ერთობა...
დედა თუ ვერ აჭმევდა კარგად და მაგიტომ იყო პატარა, წესით უნდა აიყაროს ტანი,
მაგრამ დედა ან მამა ან წინაპრები თუ ყავდა მომცრო ტანის და იმათ დაემგვანა, მაშინ არ ვიცი...
ყოველ შემთხვევაში, "კარლიკი" არ დარჩება და ძალიან დიდი რათ გინდა მაინცდამაინც?
სურათი გვაჩვენე თან