ახლა ვიპოვე კომპში, ჩემი ლეკვების პატრონებს დავურიგე ინსტრუქციები მოვლა კვებაზე
ძაღლის კვება
მშრალი საკვები
მშრალი საკვები არის ეკონომ, პრემიუმ და სუპერპრემიუმ კლასის
ეკონომ კლასის საკვებია:
Baron
Chappi
Purina Dog Chow და ა.შ.
პრემიუმ კლასის
Sportmix
Diamond და ა.შ.
სუპერპრემიუმ კლასის
Royal Canin
Hill's
Eukanuba
Pro Pac და ა.შ.
სუპერპრემიუმ და პრემიუმ კლასის საკვები ეკონომ კლასის საკვებს ბევრად აღემატება ხარისხით
იაფიანი საკვები საბოლოო ჯამში უფრო ძვირი ჯდება, რადგან ძაღლი ასეთ საკვებს მისი დაბალი კალორიულობისა და ენერგეტიკული ფასეულობის გამო (პრემიუმ და სუპერპრემიუმთან შედარებით ) გაცილებით მეტს და ხშირად ჭამს
თან ამ საკვებთან ერთად ძაღლს მეტი საკვებ-დანამატები( ხორცი, კვერცხი, ხაჭო და ა.შ.) და ვიტამინები სჭირდება
ზოგიერთი მწარმოებელი უშვებს როგორც პრემიუმ ისე სუპერპრემიუმ კლასის საკვებს, საკვების კლასი პაკეტზეა მითითებული
http://eng.royalcanin.com/http://www.propacpetfood.com/international/http://www.eukanuba.ru/ru-RU/index.jspxhttp://ge.hillspet.com/http://www.diamondpet.com/http://www.sportmix.com/index.tplჩემი რჩევაა არ მისცეთ ძაღლს ეკონომ კლასის საკვები, შხამია ეგ
აი საიტები სადაც საკვების რეიტინგებია მოცემული
http://www.dogfoodanalysis.com/dog_food_reviews/http://www.dogfoodadvisor.com/dog-food-reviews/dry/მშარალი საკვები არის სრული რაციონის (Complete) და არასრული რაციონის (Complementary food). ეს მითითებულია საკვების პაკეტზე
სრული რაციონის საკვები ძირითადი და ერთადერთი კვების წყაროა, როცა არასრული რაციონის საკვები საჭიროებს დანამატებს ნატურალური პროდუქტების სახით
თუმცა ნატურალური საკვები ნებისმიერი კვებისას არ აწყენს ძაღლს
ძაღლის საკვები სჯობია მთლიანი პაკეტი იყიდოთ, ვინემ რამოდენიმე კილო (ასე რამოდენიმე ლარით იაფია), რაც მთავარია ასეთ პაკეტში საკვები უკეთ ინარჩუნებს ტენიანობას და სუნს
საკვების სიხშირე და რაოდენობა
მშრალი საკვების დოზები და სიხშირე მითითებულია პაკეტზე ასაკის შესაბამისად
მაგალითად
2 თვის დღეში 3-ჯერ 280 გრამი
4 თვის დღეში 3-ჯერ 370 გრამი
4 თვის დღეში 3-ჯერ 415 გრამი
5 თვის დღეში 2-ჯერ 490 გრამი
6 თვის დღეში 2-ჯერ 555 გრამი
7 თვის დღეში 2-ჯერ 550 გრამი
8 თვის დღეში 2-ჯერ 545 გრამი
9 თვის დღეში 2-ჯერ 540 გრამი
10 თვის დღეში 2-ჯერ 540 გრამი
11 თვის დღეში 2-ჯერ 535 გრამი
12 თვის დღეში 2-ჯერ 530 გრამი
13 თვის დღეში 2-ჯერ 525 გრამი
14 თვის დღეში 2-ჯერ 520 გრამი
15 თვის და მთელი ცხოვრების განმავლობაში დღეში 2-ჯერ , მოზრდილი ძაღლის საკვები
ნატურალური საკვები
ხორცი
შეიძლება
საქონლის, ხბოს და ფრინველის ხორცი
როგორც უმი ასევე მოხარშული, უმჯობესია ოდნავ წახარშოთ
გაყინული ქათმის ბარკლები და მკერდი, მხოლოდ მოხარშული
ქათმის გაყინული ან გაუყინავი გული კუჭი და ღვიძლი მხოლოდ მოზრდილებს და მხოლოდ მოხარშული
ღვიძლი ძალიან ცხიმიანია ამიტომ დღეში 200 გრამზე მეტი არა
ასევე შეიძლება საქონლის და ხბოს გული, ღვიძლი, კუჭი და თირკმელები ოღონდ ასევე მხოლოდ მოზრდილი ძაღლებისთვის და მხოლოდ მოხარშული
ხორცის ჭამა შეიძლება ყოველდღე
ლეკვს შეიძლება გასართობად მისცეთ დიდი ძვლები ე.წ. сахарная кость, დამდუღრეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცით
ღრღნმას , ნუ შეაჭმევთ, ვერ მოინელებს გულიც აერევა და კუჭში გასვლა ძალიან გაუჭირდება
არ შეიძლება, კატეგორიულად აკრძალულია
ნებისმიერი ხორცის ან ძვლის ნახარში, სუპი და ბულიონი, ღორის ან გოჭის , ცხვრის ხორცი, ნებისმიერი შემწვარი ხორცი, ფრინველის ძვლები, ტყავი, ქონი
ძეხვეული, სოსისები, თევზის ან ხორცის კონსერვები
თევზი
ნებისმიერი ზღვის თევზი უმი ან მოხარშული დაჭრილი და ფხაგაცლილი, მაგრამ რადგან ზოგიერთი თევზი მაგალითად მოივა და მინტაი შეიცავს ფერმენტებს რომლებიც ლეკვის ორგანიზმში ბ ვიტამინის დაშლას იწვევენ, მათი ხშირი და დიდი რაოდენობით მიცემა არაა რეკომენდებული
მდინარის თევზი მხოლოდ მოხარშული (უმი ბრტყელი ჭიების მატარებეილია)
თევზი შეიძლება კვირაში 3-4 ჯერ
კვერცხი
უმი მხოლოდ გული, მთლიანად უმჯობესია ოდნავ მოხარშულის მიცემა
კვერცხი შეიძლება კვირაში 2-3 ჯერ
რძის პროდუქტები
ხაჭო იდეალურია ლეკვისთვის
კარგია მაწონი, კეფირი, უმარილო იმერული ყველი და სულგუნი
(კარაქი, არაჟანი და რძე სასტიკად აკრძალულია)
ფაფები
მშვენიერი საჭმელია ხორცთან ერთად, ცალკე მოხარშულ ბრინჯს, წიწიბურას ან შვრიას (ჰერკულესი) ვუმატებთ მოხარშულ ხორცს
ფაფა უნდა იყოს ახალდამზადებული, ძველი ფაფის მიცემა არ შეიძლება
კარგია ჰერკულესის და ბრინჯის ფაფა, 2 წილი ბრინჯი, მერე ვუმატებთ ჰერკულესს, კარგია ხახვის მწვანილის ბულგარული წიწაკის, სტაფილოს ჩამატება
ბრინჯის წყლიანი ფაფა ( ხარშვისას რძესავით თეთრი წყალი რომ უჩნდება) ქათმის ხორცთან ერთად ეძლევა ძაღლს კუჭის, აშლის ღებინების ან მოწამვლის დროს (ოღონდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ)
პური
აკრძალულია ნებისმიერი თეთრი პური ან ფუნთუშა, მაკარონი და ვერმიშელი
შეიძლება მხოლოდ გამომშრალი შავი პური და სუხარი ( უმჯობესია შავი ან რუხი პურის )
ხილ-ბოსტნეული
კარგია ყველანაირი ხილი და ბოსტნეული კარტოფილის ლობიოს მუხუდოს (პარკოსნები საერთოდ) გარდა
წვრილად დაჭრილი ან გახეხილი შეურიეთ ხორცს
სტაფილო ცხიმთან ერთად, ისე კაროტინს ვერ აითვისებს ორგანიზმი
არ შეიძლება
ტკბილეული, შოკოლადები კამფეტები, მაიონეზი , ნამცხვრები, მარილიანი, მწარე, მწნილი ან შებოლილი საკვები , ალკოჰოლი