ჩხუბობს..................... ჯანა
დარბის იპოდრომზე, ჯოხის მეტი არაფერი აინტერესებს, თუ ჯოხი არაა, ქვები და ლოდებია მისი სიყვარული, დაითრევს უზარმაზარ მიწიან ლოდს და დაათრევს, კალატოზს ვეძახი
ტალახი, მიწა, ჯაგები, ბალახბულახი, სიბინძურე არანაირ დისკომფორტს არ უქმნის
ჯანას კიდევ ერთი სახელი რაგბისტია
როგორც ვთქვი ძაღლები არ აინტერესებს, მარტო არჩი, თუ ძმა არ ახლავს, არც მიდის სხვა ძაღლებთან, მე მივათრევ ძალით ეგებ ითამაშოს ცოტა, ღიზიანდება როცა ზედმეტად ეტმასნებიან
ჰოდა მოუბრუნდება და თავური დარტყმით ეძგერება ფერდში აბეზარს, გადაატყიალებს და დაახტება ხოლმე ზემოდან ხახადაბჩენილი , კაი კურცხარები პოინტერები, სტერები და დრათხარები იტანენ
პატარა ჯიშების გამო ვღელავ , არა არაფერს უშავებს, უფრო მე ვწუხვარ, მცხვენია
მაგრამ თუ ბურთი დაუნახა ვინმეს......
თან უბრალოდ ბურთიც არ აინტერესებს, გადაგდება გაკიდება და დაჭერა პოვნა უყვარს, გიჟდება, აი ამის გამო კი შეიძლება იჩხუბოს
პირველად ერთ უზარმაზარ კანე კორსოს, შაჰს ეცა, ადრე მეგობრობდენ, ახლაც არ ერჩიან ერთმანეთს, მაგრამ ეს უშონოდ გაეთამაშა, იმან არ აპატია და რაც გასაოცარია, არც ეს შეეპუა და ყურზე უკბინა, სულ ბოდიშები ვუხადე ძაღლს და პატრონს
მერე ერთი დადალი გერმანელი არ მოუვიდა თვალში მის სახტუანოსთან აბირჟავებდა, ჩვენზე დიდი და წონადი იყო, არც მას შეეპუა
ბოლო მიღწვები.........
მისივე ბურთის გამო ცხრა თვის კორსო ლარგო აკივლა და ისე დააშინა ახლაც გაურბის
მერე ყველაზე მომთმენ და საყვარელ ნეროსთან, ( ეგეც კორსოა, უზარმაზარი და დინჯი) ითამაშა ბურთი
თან როგორ, მიეჭრა და ნაგლად მოსთხოვა მის პატრონს, გადამიგდეო
ძალიან კარგი ადამიანია ნეროს პატრონი, არაჩვეულებრივი, ის ისროდა ესენი მისდვდნენ, როგორც ნეროს პატრონი ამბობს ჯანა დაფრინავს კი არ დარბის, უსწრებდა ნეროს, ბოლოს მე ვიჭერდი და ცოტა ხნის მერე ვუშვებდი, მაინც ეწეოდა და პირველი მირბოდა ბურთთან
თუმცა ვეჭვობ ნეროც უთმობდა ჯენტლმენურად
აი მეორე შEხვედრაზე, ეწყინა კაცს, ბურთიც ჩემია და პატრონიც, მეც მათამაშეთო და ჩამოართვა თავისი ბურთი ქალბატონს
ამაზე უტრიალა ჯანიკო პარზიტკამ, უტრიალა და ეცა ამასაც, ნერომაც ვერ მოუთმინა, არ უკბენია, მაგრამ წააქცია, კომედია ისაა რომ მაინც არ ჩერდებოდა ეს მამაძაღლი
ძირსწაქცეული მოიგრიხა და თათზე წაავლო მაინცო, კვდებოდა სიცილით ნეროს პატრონი, შაითან გოგონას ეძახის ჯანიკოს
მომჭრა თავი ყველასთან, ვილკებს ირჭობს ძველი გოგოსავით
აღარ ვიცი სად წავათრიო კიდევ ვინმე რომ არ გადარიოს
გუშინწინ მარტონი დავბორიალობდით იპოდრომზე და რეზინის ჯოხს დავათრევდით, ბერტა და გრეტა რომ მოგვიახლოვდნენ (ორი დედალი კორსო

), საკმარისი იყო ბერტა მის სათამაშოს მიახლოებოდა ეცა მასაც.....
კიდევ კარგი მეც ვუღრიალე და ძაღლების პატრონმაც, ისინი დღეს დააყრიდნენ ამ შტერს მტრისას
აი რა ვუყო ა?
არადა ამ ფრაერს ბავშვების ეშინია
ჭექა-ქუხილზე ლამისაა ჩაიფსას, კანკალებს და ლოგინზე უძვრება დედაჩემს
ჰო, მატრასი დავიბრუნე
მაგრამ მაინც ჯანასთან ერთად მძინავს
This post has been edited by edna mamida on 2 Sep 2013, 22:03
Don’t argue with idiots because they will drag you down to their level and then beat you with experience.
Never argue with a fool; onlookers may not be able to tell the difference.
Darkness cannot drive out darkness; only light can do that. Hate cannot drive out hate; only love can do that.