Uroplatus-ის გვარის მადაგასკარის ბრტყელკუდიანი გეკონები (ნაწილი 1) ქვემოთ აღწერილი ობიექტები არიან კუნძული მადაგასკარის ენდემური ბინადრები და წარმოადგენენ ხის ხვლიკების ვიწროდსპეციალიზირებულ ჯგუფს, რომლებიც მეცნიერთათვის დიდ ინტერესს წარმოადგენენ. კერძოდ კი ისინი აბსოლუტური რეკორდსმენები არიან კბილების რაოდენობის მხრივ ხმელეთის ხერხემლიანებს შორის - 78 ზემო და 60 ქვემო ყბაზე. მეცნიერული ინტერესის გარდა ეს გეკონები ტერარიუმისტიკაში ერთერთ ყველაზე პოპულარულ ობიექტებად იქცნენ. ბოლო წლებში მათი იმპორტი მადაგასკარიდან ძალიან გაიზარდა, ამიტომ გამრავლება ტერარიუმის პირობებში შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მასზე და თავისი სიტყვა თქვას ამ უნიკალური არსებების ბუნებაში შენარჩუნებაზე.
ისტორიული ექსკურსიყველაფერი დაიწყო შემდეგნაირად. ერთხელ ფრანგ ნატურალისტს
ეწიენ დე ფლაკურს (1607-1660 წ.) მოუყვანეს უცნაური ხვლიკი, რომელმაც მეცნიერი აღტაცებაში მოიყვანა თავისი ნიანგისებრი თავით, უზარმაზარი კაშკაშა თვალებით, ბრტყელი ნიჩბისებრი კუდით და გრძელი ფეხებით, რომლებსაც აგვირგვინებდნენ დისკოსფორმის წამონაზარდები. პირველივე შეხედვით ნატურალისტი მიხვდა, რომ მის წინაშე აქამდე მეცნიერებისთვის უცნობი ცხოველია და ფლაკურმა მას ”Famocontrata” დაარქვა, რაც ლათინურად ”ადამიანის მკერდზე მხტუნავი არსება”-ს ნიშნავს. ამდაგვარი სახელწოდება ხვლიკმა დაიმსახურა თავისი ქცევით - შეწუხებულ მდგომარეობაში იგი თითქმის არსაიდან ჩნდება და უცებ, დამალვის მიზნით უახლოეს ნივთზე ხტება, მათ შორის ადამიანზეც, თუმცა რა თქმა უნდა სრულიად შემთხვევით. იგივე ფლაკური წერს, რომ ადამიანის კანზე მიკრობის შემდეგ, ამ არსების მოშორება შესაძლებელია მხოლოდ ბასრი დანით, რომლის მეშვეობით უნდა მოიჭრას თითების დისქოსფორმის დაბოლოებები (სურათი საშინელებათა კინოდან

). ამის გარდა, ფლაკური ყურადღებას ამახვილებს პანიკურ შიშზე, რომელსაც გამოხატავენ ადგილობრივი მაცხოვრებლები ხვლიკის დანახვის მცდელობის დროს და მიიფანტებოდნენ ”ტახა-ფისახა” და ”ფადი” შეძახილებებით. ადგილობრივ კილოზე ეს შეძახილი ბოროტ სულს ნიშნავს. ნუ გაგიკვირდებათ, მადაგასკარის აბორიგენები დიდ პატივისცემას გამოიჩენენ კუნძულის არსებების უმეტესობის მიმართ, ზოგიერთები კი, მაგალითად ჯუჯა ქამელეონი ან ნებისმიერო ლემური, მისტიკასთან დაკავშირებულ გრძნობებს იწვევენ. ცნობილია ფაქტები, როდესაც სოფლის მთლიანი მოსახლეობა ტოვებდა საცხოვრებელ ადგილს მხოლოდ იმის გამო, რომ მახლობად ”ფადი” იყო შემჩნეული.
უროპლატუსის თითებიერთერთი ასეთი არსება იყო ჩვენი ხვლიკი, რომელიც სულ მალე განათავსეს
გეკონების ოჯახში (Gekkonidae) და მიანიჭეს ლათინური სახელი -
Uroplatus fimbriatus. დღესდღეობით ამ გეკონების დაახლოებით 10 სახეობა არის ცნობილი, რომლების ძირითადი მასა კონცენტრირებული არის პირველანდელი ტროპიკული ტყეებით დაფარულ კუნძულის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, სადაც ტემპერატურა დღის განმავლობაში იშვიათად ადის 25 გრადუსზე მაღლა და საღამოს ვარდება 18-20-მდე (ანუ არის მკვეთრი სადღეღამისო გრადიენტი), მშრალი სეზონი პრაქტიკულად არ არის და ტენიანობა თითქმის 100% აღწევს.

ბუნებრივი საცხოვრებელი ადგილიერთერთ ყველაზე დიდ სახეობად მიიჩნევა ზემოთ ხსენებული
Uroplatus fimbriatus, რომელიც 30-35 სმ.-ის სიგრძეს აღწევს, ბინადრობს კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში და ახლო მდებარე კუნძულებზე ნოსი-მონგაბე და ნოსი-ბორახა. ამის გარდა, ცნობილია კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში გაფანტული რამოდენიმე იზოლირებული პოპულაცია. ბინადრობის ადგილად ეს გეკონები მასიური ხეების ტანს ირჩევენ. განსაკუთრებული შეფერილობის გამო, რომელიც არასწორი ფორმის ღია და მუქი ფერის ზოლებისგან და კოპლებისგან შესდგება, მათი შემჩნევა პრაქტიკულად შეუძლებელია დღის განმავლობაში. ფოჩი, რომელიც ქვედა ყბაზე და ტანის ირგვლივ არის განლაგებული, მჭიდროდ მიედება ხის მერქანს და ჩრდილს არ აგდებს, რაც გეკონს უჩინმაჩინად ხდის. ინდივიდები ჩრდილო ნაწილიდან გამოირჩევიან უფრო მკვეთრი კონტრასტული შეფერილობით, რომელიც როგორც წესი შესდგება დიდი ზომის მონარინჯისფრო, მოვარდისფრო, მომწვანო და თეთრი ლაქებისგან. ზოგი ეგზემლარი დაფარულია მკვეთრი ყავისფერი ლაქებით, რომლები შორის გაირევა მოყვითალო ან ნარინჯისფერი ლაქა.
ამ სახეობას ძალიან ჰგავს
U.henkeli, ცნობილი ლაკობეს რაიონიდან და კუნძულ ნოსი-ბედან. არც ისე დიდი ხნის წინ იგი fimbriatus-ის ჩრდილოეთ-აღმოსავლურ, მომცრო ზომის ქვესახეობად მიიჩნეოდა, მაგრამ ზომების გარდა (24-25 სმ.) ეს გეკონები შეფერილობითაც განირჩევიან. მის შეფერილობაში უფრო მეტი მუქი, თითქმის შავი ლაქა და ზოლი არის, განსაკუთრებით ეს მამლებს ეხება. კიდევ ერთ დამახასიათებელ ნიშნად მკვეთრი ნარინჯისფერი (ღამის პერიოდში) თვალები მიიჩნება. Fimbriatus-ის მსგავსად საცხოვრებლად ის ხის მერქნებს ირჩევს, რომლებსაც მიეკრობა 2-5 მეტრის სიმაღლეზე. ისევე, როგორც გეკონების ამ ოჯახის სახეობათა უმეტესობა, დასვენების დროს (დღის ნათელ პერიოდში) henkeli თავით ქვემოთ გაიჭიმება ხის ტანის გასწვირი და სუბსტრატის ზედაპირს ემგვანება.
ზედმეტად უცნაურად გამოიყურება ხის ტანის კიდევ ერთი მაცხოვრებელი -
U.sikorae, გავრცელებული ანდროგოლოაკას და ანდაციბეს მაღალმთიან ტყეებში და ასევე კუნძულ ნოსი-ბორახაზე. ამ გეკონის მიმიკრია მართლაც რომ იდეალურობამდეა დაყვანილი, მრავალი წამონაზარდები თავზე და სხეულზე კი აბსოლუტურ უჩინმაჩინად აქცევენ მას როგორც მტრებისთვის, ასევე პოტენციალური მსხვერპლისათვის.
ბამბუკის ხშირი ტყეები თავშეფარს წარმოადგენენ არაოდრინარული გარეგნობის მქონე
lineatus-ისთვის, რომელიც უფრო გიგანტურ ჩხირულას ჰგავს, ვიდრე ხვლიკს. ბამბუკში უკეთესი დამალვისთვის მას ბამბუკის დამჭნარი ფოთლის ფორმის კუდი აქვს. Lineatus-ის სხეული სიგრძე 30 სმ.-ს აღწევს.
ბევრად უფრო პატარა ზომებს აღწევენ ნაკლებად შესწავლილი და ცნობილი
U.guentheri (14-15 სმ.) და
U.allaudi (15-16 სმ.), რომლებიც ბუჩქნარების მაცხოვრებლები არიან და გვხდებიან მიწიდან 1,5-3 მეტრი სიმაღლეებზე.
ძალიან ჰგავს ზემო 2 სახეობას
U.malahelo, რომელმაც თავისი სახელი კუნძულის სამხრეთ ნაწილში არსებული ტყის საპატივცემულოდ მიიღო. ეს სახეობა ზალიან მცირერიცხოვანია და მეცნიერების მთელი რიგი ცდილობს გაამრავლოს იგი ტყვეობის პირობებში შემდეგი რეინტროდუქციის მიზნით.
სულ ცოტა ხნის წინ აღწერილი იქნა
U.malama, რომელიც
U.ebenaui და
U.phantasticus-თან ერთად მიეკუთვნება ამ გვარის მცირე ზომის მქონე წარმომადგენლების ჯგუფს. ისინი არიან პატარა ზომის, მაგრამ აბსოლუტურად ფანტასტიური გარეგნობის (რაც კარგად ჩანს ერთერთი სახეობის დასახელებიდან - U.phantasticus) მქონე გეკონები. უზარმაზარი, მრჭყვიალა თვალები პატარა რქებით, სწორი, გვერდებზე პატარა ეკლებით დაფარული ტანი, წვრილი ფეხები, ბრტყელი ფოთლისებრი კუდი - რომ არა მათი ზომა (8-10 სმ.), ამ არსებებთან შეხვედრა ნამდვილად არ იქნებოდა სასიამოვნო რიგით ადამიანისთვის.
ყველაზე ბოლო, 2004 წელს აღწერილი იყვნენ
U.pietschmanni, რომელიც მიეკუთვნება მცირე ზომის მქონე წარმომადგენლების ჯგუფს და უზარმაზარი ზომების მქონე (36-34 სმ.)
გიგანტური უროპლატუსი U.giganteus (2006 წ.) ასე რომ სრულიად რეალურია, რომ ახლო მომავალში აღმოაჩენენ გეკონების ამ გვარის არაერთ ახალ სახეობას.
უროპლატუსების გამრავლების სეზონი გაწელილია მთელ წელიწადზე. ზრდასრული გეკონები თავის წყვილს ხმალაღალი შეძახილებით იზიდავენ. ზრდასრულობას აღწევენ 1,5-2 წლის ასაკში, ხოლო მცირე ზომის სახეობები 1 წლის მიღწევისას. შეჯვარების შემდეგ დედალი ჩადის მიწაზე და აქტიურად ეძებს ადგილს კვერცხების დასადებად. როგორც წესი ასეთ ადგილად იგი წაქცეულ ხეებს ან სივრცეებს ფესვებს შორის ირჩევს. სანამ დედალი კვერცხებს დამალავს და ჩამარხავს რბილ მიწაში, რამოდენიმე საათის განმავლობაში იჭერს მათ უკანა ფეხებით. ჯერ გაურკვეველია თუ რატომ აკეთებს ამას. კვერცხების დადებიდან 3-4 თვის შემდეგ (დამოკიდებულია სახეობაზე და ინკუბაციის ტემპერატურაზე. საჭიროცა აღინიშნოს, რომ ინკუბაციის მაღალი (27 გრადუსზე ზემოთ) ტემპერატურის დროს კვერხები არ იჩეკება, ან გამოჩეკილი გეკონებს სიცოცხლის უნარი არ აქვთ) იჩეკებიან პატარა გეკონები, რომლებიც იცვლიან კანს და მიიღებენ მას საკვებად. როგორც გეკონების უმეტესობა, უროპლატუსები მტაცებლები არიან და მიირთმევენ მწერების და ფეხსასრიანების მრავალ სახოებას, გიგანტური უროპლატუსის რაციონში კი მცირე ზომის ხერხემლიანი არსებებიც შედიან.
სახეობები, ქვესახეობები და მორფებიჯგუფი 1 (u.phantasticus - u.ebenaui - u.malama)ჯგუფში შედგება გვარის 3 ან 4 ყველაზე პატარა წარმომადგენლებისგან, რომლებსაც აქვთ სხეულთან შედარებით დიდი თავი და იშვიათი ამონაზარდები ტანზე.
U.ebenaui
U.sp. "long tail" ebenaui
U.malama
U.phantasticus
* * *
ნაწილი 2
ჯგუფი 2 (u.alluaudi – u.guentheri – u.malahelo – u.lineatus – u.pietschmanni)ჯგუფი აერთიანებს გვარის 4 საშუალო წარმომადგენელს და 1 უფრო დიდი ზომის მქონე
u.lineatus-ს, რომელსაც როგორც წესი ცალკე ჯგუფში გამოყოფენ. ამ კომპლექსის წარმომადგენლებს აქვთ ცილინდრული ფორმის გლუვი ტანი
(U.guentheri; U.malahelo; U.lineatus), ან დაფარული დერმალური უწონასწორობებით
(U.alluaudi; U.pietschmanni). ზოგს აქვს ორიგინალური ფორმის კუდი
(U.malahelo; U.lineatus), რომელსაც აქვს სამკუთხა დაბოლოება კუდზე
(U.guenteri).
U.pietschmanni-ს და
U.alluaudi-ს კუდის გვერდები აქვთ არასწორი.
U.guentheri
გავრცელება: Ankarafantsica, Morondava - მადაგასკარის დასავლეთი სანაპირო
ეკოტოპი (ბიოტოპი): მშრალი ტროპიკული ტყეები, ხანგრძლივი მშრალი სეზონით და კოკისპირული წვიმებით წვიმების სეზონში. დღის განმავლობაში იმალებიან ნაპრალებში, ხეების ქერქის ქვეშ და ასევე გაცვენილ ფოთლებში.
განმანსხვავებელი ნიშანი: 3კუთხა დაბოლოება კუდზე. რეგენერირებული კუდი ბევრად მოკლეა, სქელი და არ აქვს ორიგინალური დაბოლოება.
U.malaheloგავრცელება: მადაგასკარის სამხრეთი სანაპირო, Ambatorongorongo-ს მთები.
ეკოტოპი (ბიოტოპი): წვიმიანი ტროპიკული ტყეების ბუჩქნარები და მცირე ზომის ხეები, სადაც ღამის ტემპერატურა ვარდება 10˚C. დღის განმავლობაში იმალებიან ნაპრალებში, ხის ქერქის ქვეშ.
განმანსხვავებელი ნიშანი: გარეგნულად ძალიან ჰგავს U.guentheri-ს და U.alluaudi-ს, რომლისგანაც განსხვავდება მორფომეტრიული ნიშნებით, პირველ რიგში შეფერილობით.
U.alluaudi
გავრცელება: მადაგასკარის ჩრდილო სანაპირო, Montagne d'Ambre.
ეკოტოპი (ბიოტოპი): წვიმიანი ტროპიკული ტყეების ბუჩქნარები და მცირე ზომის ხეები.
განმანსხვავებელი ნიშანი: თავის და სხეულის ფორმით ძალიან ჰგავს U.guentheri-ს და U.malahelo-ს. მათგან განსხვავდება ზურგზე რომბისფორმის ღია ფერის ლაქებით.
U. pietschmanni
გავრცელება: კუნძულის დასავლეთი ნაწილი.
ეკოტოპი (ბიოტოპი): წვიმიანი ტროპიკული ტყეები.
განმანსხვავებელი ნიშანი: სხეულის ფორმით U.alluaudi-ს ჰგავს, რომლისგანაც ადვილად განსხვავდება კარგად განვითარებული დერმალური წამონაზარდებით.
U.lineatus
გავრცელება: მადაგასკარის აღმოსავლეთი ნაწილი, Toamasina-ს და Maroansetra-ს შორის, а ასევე კუნძულები Nosy Boraha, Fito, Mangabe, Toamasina.
ეკოტოპი (ბიოტოპი): მაღალტენიანი რაიონები. ითვლება, რომ ეს სახეობა არის მჭიდრო კავშირში ბამბუკის ტყეებთან, თუმცა რამოდენიმე ეგზეპმლარი აღმოჩენილი იყო ხეების ტანზე.
გაგრძელება იქნება

...
* * *
ნაწილი 3
ჯგუფი 3 - u.sikoraeჯგუფი შესდგება 3 წარმომადგენლისგან, რომელთათვის დამახასიათებელი არის დერმალური წამონაზარდები და ხორკლები სხეულზე.
U.sikoraeცნობილი არის ამ სახეობის 2 ფორმა, რომელთაც ქვესახეობის სტატუსი გააჩნიათ:
U.s.sikorae და
U.s.sameiti




გავრცელება: მადაგასკარის აღმოსავლეთის სანაპირო Andasibe-დან Moramanga-მდე. იზოლირებული პოპულაცია ბინადრობს Montagne' de Ambre-ს რაიონში.
U.s.sameiti გვხდება მხოლოდ კუნძულ Nosy Boraha-ზე.
ეკოტოპი (ბიოტოპი): პირველანდელი და მეორადი ტროპიკული ტყეები. ძირითადად 1-2 მეტრის სიმაღლეზე.
განმანსხვავებელი ნიშანი: ერთმანეთისგან განსხვავდებიან პირის ღრუს ლორწოვანის ფერით -
U.s.sikorae-ს აქვს შავი ფერის და
U.s.sameiti-ს ვარდსიფერი.
U. spec."DIEGO"დღემდე ითვლებოდა
U.henkeli-ს მცირე ზომის ფორმად. მაგრამ შემდგომში უფრო ღრმა შესწავლის შემდეგ მიაკუთვნეს
U.sikorae-ს კომპლექსს, რომელთაგანაც ისინი პირველ რიგში უფრო დიდი ზომებით განსხვავდებიან (22 სმ).
გავრცელება: მადაგასკარის ჩრდილო ნაპირი, Montagne' de Ambre რაიონი.
ეკოტოპი (ბიოტოპი): ტროპიკული ტყეები მტიან და ვაკე რაიონებში. ძირითადად გვხდებიან ხეების ტანზე.
განმანსხვავებელი ნიშანი: U.sikorae-სგან განსხვავდება მოდიდო ზომებით.
U.s.sameiti-ს მსგავსაც აქცთ ვარდისფერი პირისი ღრუს ლორწოვანი გარსი. თავის კუთხეებში ჩანს 2 მცირე ზომის ძვლოვანი ამონაზარდი, რომელიც არ გააჩნია სხვა ფორმებს. სხვებთან შედარებით თვალის ფერადი გარსი უფრო მოყვითალოა.
გაგძელება იქნება

...
* * *
მე-4-ე და ბოლო ნაწილი ...
ჯგუფი 3 - u.fimbriatusჯგუფში გაერთიანებულნი არიან გვარის ყველაზე დიდი ზომის წარმომადგენლები.
U.fimbriatus
გავრცელება: მადაგასკარის აღმოსავლეთი ნაწილი, ასევე კუნძულები Nosy Boraha, Nosy Mangabe. Analamazaotra, Anandrivola, Andambe, Ankarampotsy, Antsihanaka, Ambatondradama, Eminiminy, Fandrarazana, Fito, Manajary, Maroansetra, Marojezy, Massif d' Ikongo, Montagne d' Ambre, Ranomofana, Rogez, Sahambendrana, Tampolo, Toamasina, Vohipeno.
ეკოტოპი (ბიოტოპი): პირველანდელი და მეორადი ტროპიკული ტყეები. ძირითადად 1-3 მეტრის სიმაღლეზე.
განმანსხვავებელი ნიშანი: მსოფლიოს ფაუნის ერთერთი ყველაზე დიდი გეკონი. ცალკეული ეკზემპლარების ზომა 30-33 სმ-ს აღწევს, ზოგჯერ კი 35-საც. თვალის ფერადი გარსი როგორც წესი ყვითელი ფერის არის, ყავისფერი ან წითელი ზოლებით (ღამეს კაშკაშა წითელი ფერის). სხეულის შეფერილობა ძირითადად მოყავისფროა (მამლებში) ან მოცისფრო (დედლებში).
U. spec."dwarf"დღემდე ითვლებოდა
U.henkeli-ს მცირე ზომის ფორმად. მაგრამ შემდგომში უფრო ღრმა შესწავლის შემდეგ მიაკუთვნეს
U.sikorae-ს კომპლექსს, რომელთაგანაც ისინი პირველ რიგში უფრო დიდი ზომებით განსხვავდებიან (22 სმ).
გავრცელება: Montagne d'Ambre-ს ჩრდილო ნაწილი.
ეკოტოპი (ბიოტოპი): პირველანდელი და მეორადი ტროპიკული ტყეები.
განმანსხვავებელი ნიშანი: ჰგავს
U.fimbriatus, რომლისგანაც განსხვავდება მომცრო ზომებით (24-25 სმ) და უფრო მოკლე ყბებით. გარდა ამისა, თვალის ფერადი გარსის ირგვლივ განლაგებული ზოლები ნაკლებად შესამჩნევია.
U. giganteusამ ჯგუფის გეკონების ყველაზე დიდი (34-36 სმ) და ლამაზად შეფერილი წარმოამდგენელი.

გავრცელება: Ankarafantsika, Benavory, Nosy Be.
ეკოტოპი (ბიოტოპი): მაღალტენიანი ფოთოლცვენა ტყეები.
განმანსხვავებელი ნიშანი: u.giganteus-სის თვალის ფერადი გარსი ყვითელია და შავი ზოლებით არის წახაზული.
U. henkeli
გავრცელება: Ankarafantsika, Benavory, Nosy Be.
ეკოტოპი (ბიოტოპი): მაღალტენიანი ფოთოლცვენა ტყეები.
განმანსხვავებელი ნიშანი: გარეგნულად ჰგავს წინა აღწერილ სახეობას, რომლისგანაც განსხვავდება უფრო მოკლე და მომრგვალებული ყბებით. გარდა ამისა, თვალის ფერადი გარსი ზოლების გარეშეა.
U. spec. "Giant henkeli"
გავრცელება: Radama-ს რაიონი.
ეკოტოპი (ბიოტოპი): მაღალტენიანი ფოთოლცვენა ტყეები.
განმანსხვავებელი ნიშანი: პირველი შეხედვით ძალიან გვანან U.henkeli-ს, რომლისგანაც პირველ რიგში მოდიდო ზომებით (38 სმ-მდე). გარდა ამისა ღამით ამ გეკონის შეფერილობა ძირითადად შესდგება შავი ლაქებისგან.
This post has been edited by M-A-S-E-R-A-T-I on 5 Jun 2013, 20:13