ამათ უყურე, არ ჩამიძირეს თემა!!!

მემგონი შეგვიძლია დავასრულოთ მალაგასური მტაცებლების მიმოხილვა და რადგან
MITIATO-მ ლემურები ახსენა, სწორედ მათზე გადავიდეთ

იმედია, წაკითხვის შემდეგ არ გაიხსნება "ლემურის ყიდვა მინდა"-ს შინაარსის მქონე თემები

წინასწარ ვუხდი მადლობას
rumpleteazer-ს ტექსტის დაწერის დროს გაწეულ დახმარებაში

I'll nevefer forget your kindness

მაშ ასე, დავიწყეთ.
მადაგასკარის ტყეებსა და სავანებში იმალებიან დიდთვალება მოჩვენებები. ყოველ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს ამის სჯერა. თუმცა თქვენ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. რა თქმა უნდა არანაირი სულები და მოჩვენებები მანდ არ ბინადრობენ (ვისაც არ უნდა ნუ დამიჯერებს), სინამდვილეში ისინი
ნახევრად მაიმუნების ქვერიგის (Prosimiae) უნიკალური წარმომადგენლები არიან. საუბარი მაქვს
ლემურისნაირების (Lemuroidae) სუპეროჯახზე, რომლის წარმომადგენლები მხოლოდ მადაგასკარის კუნძულზე ბინადრობენ. საიდან წარმოიშვა სიტყვა ლემური? რომაულ მითოლოგიაში ლემურს გარდაცვლილის სულს ეძახდნენ. პირველად ეს ტერმინი თანამედროვე ბიოლოგიური სისტემატიკის დამფუძვნებელმა - კარლ ლინეიმ გამოიყენა, თუმცა შორეულ 1758 წელს ამ სიტყვით მან ლემურისებრნის მხოლოდ ღამის წარმომადგენლები აღნიშნა, მოგვიანებით კი ყველა ლემურის სახელი ყველა დანარჩენ სახეობასაც დაერქვა. მრავალი წლების მანძილზე მათი ტაქსონომია მეცნიერების ნამდვილი თავსატეხი იყო. 1994 წლამდე სახერთო ჯამში ლემურების 33 სახეობას და ქვესახეობას გამოყოფდნენ, მაგრამ მათი რიცხვი ნელნელა იზრდებოდა და 2008 წელში გატარებული ტაქსონომიური რევიზიის შემდეგ, მეცნიერები ამ საინტერესო არსებების დაახლოებით 100 ქვესახეობას და სახეობას გაარჩევენ.
ინდრი ამ პრიმატების მრავალფეროვნება შთამბეჭდავია. მსოფლიოში ყველაზე პატარა ლემური -
თაგვისებრი ლემური (Microcebus berthae) სულ რაღაც 30 გრამს იწონის და იმდენად მცირე ზომის არის, რომ ადვილად დაეტევა ჩაის ან და ყავის ფინჯანში. ამავე დროს ლემურების ყველაზე დიდი წარმომადგენელი -
ინდრი (Indri indri) 10 კგ-ს აღწევს.
თაგვისებრი ლემური ყველა დანარჩენი პრიმატის მსგავსად, ლემურებს განსაკუთრებული თვისებების მთელი რიგი გააჩნიათ - ფეხებზე და ხელებზე სხვა თითების საპირისპიროდ მიმართული ცერა თითი, ბრჭყალების და კლანჭების მაგივრად ნამდვილი ფრჩხილები. საჩვენებელ თითზე ლემურებს სპეციალური წაგრძელებული ფრჩხილი აქვთ, რომლის მეშვეობით მათ თავი წესრიგში მოჰყავთ. ადამიანის მსგავსი მაიმუნებთან შედარებით, მათი ტვინისა და სხეულის შეფარდება უფრო ნაკლებია, შესაბამისად ნაკლები ინტელექტის პატრონები არიან. ყველაზე გავრცელებული მცდარი აზრი არის ის, რომ თურმე ლემურებს ტოტებზე ჩამოკიდება კუდის მეშვეობით შეუძლიათ., რაც არანაირად არ შეესაბამება სინამდვილეს. პრიმატებში კუდის მსგავსი გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ ახალი მსოფლიოს პრიმატებს შეუძლიათ. ასევე გარემოს აღქმისთვის ლემურები პირველ რიგში თავის ყნოსვას ენდობიან, როდესაც უმაღლესი პრიმატები მხედველობას.
წითელმუცელა ლემური მორფოლოგიის (სხეულის აღნაგობის) და ფიზიოლოგიის (ორგანიზმის ფუნქციონირების) მხრივ სხვადასხვა სახეობის ლემურები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგალითად ინდრის, ხელებთან განსხვავებით უფრო გრძელი ფეხები აქვთ, რაც დიდ მანძილებზე ხტომის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა ფოთლების მონელებისთვის მათ სპეციალიზირებული წაგრძელებული კუჭი გააჩნიათ.
ბეწვყურებიან ჯუჯა ლემურს (Allocebus trichotis) ღრმა და დიდი ყვავილების ნექტარის ასალოკად გრძელი ენა აქვს,
წითელმუცელა ლემურის (Eulemur rubriventer) ენა კი ჯაგრისისმაგვარია და მცირე ზომის ყვავილებით გამოყოფილი ნექტარის ალოკვაში ეხმარება. ლემურისნაირნის ყველაზე უცნაური წარმომადგენელი -
აი-აი (Daubentonia madagascariensis), ხის მერქანში დამალულ საკვებს, რომელსაც ხოჭოების სქელი და კალორიული ლარვები წარმოადგენენ, ჯადოსნური გრძელი და წვრილი მესამე თითის მეშვეობით იჭერს, როგორც მეთევზე თევზს ანკესით. მარტო ამ ჩამოთვლილი რამოდენიმე სახეობიდან ნათლად ჩანს, თუ რაოდენ მრავალფეროვანია ლემურების კვება. მტაცებლობით ძირითადად მცირე ზომის წარმომადგენლები არიან დაკავებული. ლემურების უმეტესობა დღის და ხეებზე მცხოვრები პრიმატები არიან (კატისებრი ლემურის გარდა).
აი-აი ისინი სოციალური ცხოველები არიან. გაარჩევენ ლემურების სოციალური ჯგუფის 4 ტიპს. პირველი ტიპის ჯგუფს მიეკუთვნებიან ღამის ლემურები. ძირითადად ისინი ცალცალკე ცხოვრობენ, მაგრამ დღის განმავლობაში დიდი ჯგუფებით იმალებიან ხეების ფუღუროებში. 1 ასეთი ჯგუფი შეიძლება რამოდენიმე დედლისგან და მათი პატარებისგან შესდგებოდეს. სრულიად შემთხვევით მათ შორის შეიძლება ერთადერთი მამალიც აღმოჩნდეს.
მეორე ტიპს მიეკუთვნებიან ჯგუფები, რომლებშიც ლემურების რაოდენობა წელიწადის დროზე ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე არის დამოკიდებული.
მესამე ტიპის სოციალურ ჯგუფს მონოგამურ წყვილებად მცხვორები ლემურები წარმოადგენენ.
და ბოლო მეოთხე ტიპისთვის დამახასიათებელია ჯგუფში მამრობითი სქესის წარმომადგენლების უმეტესობა. სწორედ მსგავსი სოციალური სტრუქტურის მქონე ჯგუფებში ბინადრობენ ადამიანის მსგავსი მაიმუნები, თუმცა მათგან განსხვავებით ლემურების ეირარქია მატრიარქატზე არის აგებული, რომელიც სხვადასხვა სახეობებში სხვანაირად ვლინდება. მამლების მიმართ დედლები აგრესისას როგორც წესი ძირითადად ჭამის დროის გამოავლენენ. უამრავი ჰიპოთეზა არსებობს ლემურებს შორის მატრიარქარული იერარქიის დამკვიდრების ახსნისთვის. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულის თანახმად, პასუხი საკვებისთვის კონკურენციაში იმალება. მოგეხსენებათ, რომ ლემურები სწრაფად ცვალებად გარემოში ბინადრობენ, სადაც საკვების რაოდენობა წელიწადის განმავლობაში ან იზრდება ან მცირდება. ასევე ცნობილია, რომ დედლები გამრავლებისთვის და უბრალოდ სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მამლებთან შედარებით უფრო მეტ საკვებს მოიხმარენ. როგორც წესი, დედლები, რომლებიც ზომებით მამლებს არ ჩამოუვარდებიან საკვებისთვის კონკურენციაში მეტ აგრესიას ავლენდნენ და გაიმარჯვეს. შესაბამისად, დროთა განმავლობაში მატრიარქარული სისტემაც დაინერგა. თუმცა ეს მხოლოდ თეორიაა, რომელიც ჯერ კიდევ დამტკიცებას საჭიროებს.
ჯგუფში უერთიერთობის შესანარჩუნებლად, ლემურები მაიმუნების მსგავსად ერთმანეთს უვლიან, ასუფთავებენ ჭუჭყისგან და მწერებისგან ბეწვს, მაგრამ მაგალითად შიპმანზეებისგან გინასხვავებით ამას არა ხელებით, არამედ ენისა და პირის მეშვეობით აკეთებენ.
ზოგადად ლემურებს 2 ტიპად ყოფენ - დღის და ღამის. რეალობა ამისგან ოდნავ განსხვავდება. მცირე ზომის ლემურები ღამის არსებები არიან, დიდი ზომის კი დღისით აქტიურები. თუმცა ღამისა და დღის ლემურების გარდა ასევე არიან ისეთებიც, რომლებიც აქტიურები დღის ნებისმიერ დროს რჩებიან. ასეთი ქცევა მხოლოდ დიდი ზომის ლემურებისთვის არის დამახასიათებელი. 1960 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მათი აქტიურობა ღამის განმავლობაში პირდაპირ დამოკიდებულია მთვარის ფაზბზე და შესაბამისად გარემოს განათების დონეზე. საინტერესოა, რომ ნახევარმაიმუნებს შორის ლემურები ერთადერთი დღისით აქტიური ცხოველები არიან.
საერთო აქტიურობა სეზონურ ცვლილებებზე არის დამოკიდებული. მაგალითისთვის მოვიყვან თაგვისებრ და ჯუჯა ლემურებს, რომლებიც მშრალი სეზონის განმავლობაში კუდის ძირში და ფეხებში დაგროვილი ქონის და ენერგიის შესანარჩუნებლად დიდი ხნით იძინებენ. ამ დროს მათი სხეულის ტემპერატურა ვარდება, მეტაბოლიზმი კი შენელდება. ასეთ მდგომარებოაში ისინი დაახლოებით 5 თვის განმავლობაში იმყოფებიან. ასეთი ხანგრძლივი ძილისგან გაღვიძების შემდეგ, ამ პატარა ლემურებს ძალების მოსაკრეფად სულ რაღაც 2 თვე აქვთ.
ეხლა გავამახვილოთ ყურადღება კვებაზე. მათი რაციონი ძალიან მრავალფეროვანია. ითვლება, რომ ყველაზე პატარა ზომის ლემურები მტაცებლობით არჩენენ თავს, დიდი ზომის კი მცენარეჭამიები არიან. სინამდვილეში მშიერი ლემური ყველა პრიმატის მსგავსად ნებისმიერ საკვებს მიირთმევს. მაგალითად კატისებრი ლემური საჭიროების შემთხვევაში მწერების და მცირე ზომის ხერხემლიანების ჭამაზე გადადის, რის გამოც ყველაფრისმჭამელად ითვლება. ძირითადად ხილის მოყვარული
კოკერელის თაგვისებრი ლემური (Mirza coquereli) სასიცოცხლო ენერგიის შესანარჩუნებლად მშრალი სეზონის დროს მწერების მიერ გამოყოფილ გლუკოზასშემცველ ტკბილ სითხეს ლოკავს. შესაბამისად, თეორია, რომლის თანახმად მცირე ზომის ძუძუმწოვრებს სიცოცხლის შესანარჩუნებლად მაღალკალორიულ საკვებს მიირთმევენ და ამის გამო მტაცებლობა უწევთ, ლემურებთან მიმართებაში უძლურია.
აი-აი სასუსნავის ძიებაში ლემურების უმეტესობა მცენარეჭამია არსებები არიან და მადაგასკარის ფლორის მინიმუმ 50% საკვებად იყენებენ. ხეებზე ცხოვრების გამო, მათ ხილის, თესლების, ხის ქერქის და ფოთლების ჭამა ისწავლეს. ბალახი მხოლოდ კატისებრი ლემურის რაციონში შედის. იმის მიუხედავად, რომ კუნძულის ფლორა განსაკუთრებით გვიმრებით მდიდარია, არც ერთი სახეობა მათ საკვებად არ იყენებს. ალბათ ეს გვიმრას თესლის ან ნაყოფის უქონლობით არის განპირობებული. ბევრი მცენარე, რომელსაც ლემურები საკვებად იყენებენ შხამიან ნივთიერებებს შეიცავს. მაგალითად
ოქროსფერი ლემური (Hapalemur aureus) დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით
გიგნატურ ბამბუკს (Catariostachys madagasacariensis) ჭამს, რომელიც ციანიდის მაღალ კონცენრტაციას შეიცავს. ყოველდღიურად ეს ლემურები ციანიდის ისეთ დოზას მიიღებენ, რომელიც სხვა ძუძუმწოვრებისთვის, მათ შორის ადამიანებისთვის, 12-ჯერ აღემატება ლეტალურ დოზას.
ოქროსფერი ლემურიდიდი ზომის ლემურები, მაგალითად
ინდრიები (Indri), ფოთლებით იკვებებიან. დაფიქსირებულია, რომ მცენარეჭამია ლემურების უმეტესობა გეოფაგიც არის, ანუ ჭამს მიწას. ამრიგად ისინი ორგანიზმში მინერალების და მარილების დეფიციტს ებრძვიან, ასევე ანეიტრალებენ შხამებს და ეხმარებიან საჭმლის მონელების სისტემას. ასეთი რაციონის გამო მათ ნელი ნივთიერებათა ცვლა ახასიათებთ.
საკვების ძებნაში ლემურები დიდ მანძილებს გადაფარავენ. სხვადასხვა სახეობები გადაადგილების თავისებურ მეთოდს მიმართავენ. ინდრიები და ბამბუკის ლემურები, ხეებზე ვერტიკალური ნახტომებით და ცოცვით გადაადგილდებიან. ნამდვილი ლემური და
წითურა ვარი (Varecia rubra) ხეებზე ოთხივე კიდურზე დაყრდნობით გადაადგილდებიან. კატისებრი ლემურები კი ოთხიფე კიდურზე დაყრდნობით სისწრაფით გადაადგილდებიან მიწაზე. ლემურებს შორის კარგი მცურავებიც არიან. ინდრიების ოჯახის წარმომადგენლებს ერთმანეთს შორის 10 მეტრით დაშორებულ ხეებზე გადახტომა შეუძლიათ.
ვეროს სიფაკა (Propithecus verreauxi) კი სხვა ლემურებისგან თავისი განსაკუთრებული აკრობატული ნიჭით გამოირჩევა. ეს სახეობა ეკლებიან ტყეში ბინადრობს და ეკლებიან
ალუოდიებზე (Alluaudia) ხელების და ფეხების დაუზიანებლად ხტუნვას და გადაადგილებას ახერხებს. სულ სხვანაირად გამოიყურებიან, როდესაც მიწაზე ჩამოსვლა უწევთ, სადაც თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ

- დგებიან ორ ფეხზე, უკეთესი ბალანსირებისთვის ფართოდ შლიან ხელებს და გვედრული ნახტომებით მოძრაობას იწყებენ. ამ დროს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სიფაკები ცეკვავენ, რის გამოც მოცეკვავე ლემურების დასახელება მიიღეს.

ყველა ლემური წელიწადში ერთხელ მრავლდება, ისიც 3 კვირიანი ფანჯრის დროს, რაც საკვების რაოდენობით არის განპირობებული. საინტერესოა, რომ ზოგ სახეობას, მაგალითად თაგვისებრი ლემურებს შეუძლიათ გამრავლების სეზონი გარკვეულ პირობებს დაამთხვიონ. მაგალითად, თავისი ბინადრობით ბუნებრივ ადგილებში, ანუ მადაგასკარის სამხრეთ სანაპიროზე, ისინი პატარებს სექტემბერ-ოქტომბერში შობენ, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში გადაყვანილი ცხოველები კი მაის-ივნისში. მაკეობა გრძელდება 9 კვირიდან (ყველაზე პატარა ზომის სახეობებში) 18-24 კვირამდე. მცირე ზომის ლემურები როგორც წესი რამოდენიმე ნაშიერს შობენ, როდესაც დანარჩენები მხოლოდ ერთს. დაბადებისთანავე ზოგი სახეობის ახალშობილი დედის ბეწვს ეჭიდება და ასე მოგზაურობს ჯგუფთან ერთად. არიან ისეთებიც, მაგალითად ბამბუკის ლემურების დედლები პირით დაათრევენ პატარებს მანამდე, სანამ მათ თავად არ შეეძლებათ ბეწვზე მჭიდროდ ჩაჭიდება. ასევე არსებობენ ლემურების ისეტი სახეობებიც, რომლებიც კოლექტიურად უვლიან პატარას და მისი ზრდის პერიოდში სხვადასხვა მოვალეობებს ინაწილებენ ერთმანეთში. გამონაკლისს ლეპილემურები და აი-აიები წარმოადგენენ. აი-აი საერთოდ თავის პატარას ღამეს ლიანებში ფოტლებისგან და ტოტებისგან აშენებულ ”აკვანში” აძინებს.
კატისებრი ლემურების ჯგუფი პატარებითურთ დედების ზურგზე მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა სახეობებს შორის განსხვავდება. ცნობილია, რომ ყველაზე დიდი ზომის ლემურები ტყვეობაში 30 წლის ასაკს აღწევენ და ამ დროსაც კი არ კარგავენ გამრავლების შესაძლებლობას.