MRlurchეზოში უნდა გყავდეს თუ კორპუსში?
ჰასკი და ლაბრადორი ცანცარები არიან
ორივეს ძალიან სცვივა ბეწვი (ყოველთვის და არა სეზონურად)
თავიდან სჭირდება ჭიის წამლის მიცემა და 4 აცრა უწევს 2 კვირიანი ინტერვალებით (3 კომპლექსური+1 ცოფი)
25 ლარი ღირს კომპლექსური,ცოფი 15 ლარი
შემდეგი 1 წელი ისვენებ აცრებისგან და წელიწადში ერთხელ გაუკეთებ 1 კომპლექსურს და 1 ცოფს ხოლმე
დანარჩენი ნუ სასურველია 1 წლამდე მაინც იკვებოს კარგი საკვებით
სუპერ პრემიუმი ან პრემიუმის ხარისხის (5-6 ლარიდან დაწყებული 15 ლარამდე ფასებში შეგიძლია შეარჩიო საჭმელი) (1 კილოზეა საუბარი

)
ნუ გარდა მაგისა 3-4 თვეში ერთხელ ჭიის წამლის მიცემა დასჭირდება წონის მიხედვით (ეგეც სადღაც 15 ლარი გათვალე რომ ჯდება)
ასევე დასჭირდება სავარცხელი,სასურველია თავისი შამპუნი(ნუ ეს დიდხანს გეყოფა)
საყელური და სათამაშოები
ლეკვობისას ყურადღება უნდათ,მოისაქმებენ ბევრგან (ნუ შეგიძლია ასწავლო ერთგან მოსაქმება (სცადო მაინც)

)) )
პატარა ბავშვებივით არიან,ყველაფერს დაღრღნიან,გააფუჭებენ,შეჭამენ,
ნასკებს გადაყლაპავენ
მოკლედ სასურველია თუ სახლში უმეტესი დროით მაინც იქნება ვინმე
ფიზიკურად საკმაოდ დიდი და ძლიერი ძაღლები არიან და ენერგიის დახარჯვაც სჭირდებათ დღის მანძილზე
ანუ გათვალე რომ დილა საღამოს (როცა წამოიზრდებიან) დიდი ხნით დასჭირდებათ სეირნობა,სირბილი და თამაში
თუ ეზოიანი სახლი გაქვს, არ გეგონოს რომ ეგ იქნება საკმარისი მხოლოდ
გასეირნება მაინც ყველა ძაღლს უნდა

ნუ თუ კარგი მშობლების ლეკვს იყიდი (საბუთიანს)
წესით ყველა ისეთი ცანცარა და მავნე არ გამოდის მგონი)))
აი ლაბრადორებზე რომ ვკითხულობ გადაჭმული აქვთ სახლები,კაბელები და ზოგი მარტო ვერ ტოვებს სახლში ძაღლს
საბედნიეროდ (ტფუი ტფუი ტფუი

) მე ეგ პრობლემა არ მაქვს ჩემ ლაბთან
სახლში მარტოც რჩება 5-6 საათით,არც არაფერს აფუჭებს (ლეკვობისას გააფუჭა,მაგრამ კბილების მოცვლისას ბუნებრივია ეგ,ნუ ნასკიც გადაუყლაპია,თავისი სათამაშოც და ნაძვის ხეც წამიქცია

) მაგრამ ეგ მაინც არაფერია დამიჯერეთ იმ ყველაფერთან რაც გამიგია და მინახავს
ფასები კიდევ სხვადასხვანაირია,გააჩნია შენ რამდენს გაქაჩავ