chibara-amgბევრი აჭმევს როიალ კანინს (სპეციალურად მაგ ასაკის საკვები აქვს თან და ჯიშების მიხედვითაც იყოფა)
11-12 ლარი ღირს კილო
მე პირადად ნუტრა ნაგეთს ვაჭმევ ჩემსას (7 ლარი ღირს და ხარისხიც კარგი აქვს)
4-5 ჯერ უნდა აჭამო დღეში, (ღამით არ უნდა ჭამა)
პირველ ეტაპზე ფაქტიურად მუდმივად უნდა იყოს ვინმე სახლში,ჩვილი ბავშვია რა

)
ტუალეტის მიჩვევის მცდელობა არ მქონია სიმართლე გითხრა,მაგრამ სხვებისგან ვიცი რო რაღაც ზეწრებს თუ საფენებს ყიდულობენ აფთიაქში და იმაზე სწავლობენ მოსაქმებას.
ჭიაზე უნდა დამუშავდეს ორჯერ ან სამჯერ მაინც, (10 დღის ინტერვალით)
ჰკითხე რამდენჯერ ჰყავს დამუშავებული ვისგანაც მოგყავს
ჭიაზე ბოლო დამუშავებიდან 10 დღეში იწყებთ კომპლექსურ აცრებს,კეთდება 3 კომპლექსური (2 კვირიანი შუალედით)
და ბოლოს ცოფზე უნდა აიცრას
ერთ ოთახში არ გამოკეტო, უფრო ინერვიულებს და შეიძლება ეგრე უფრო გააფუჭოს რამე.
კაბელები და ისეთი ნივთები რაც დაბლაა აწიე ზემოთ )) იმიტო რო ჩათვალე ჩვეულებრივი მტვერსასრუტი გეყოლება სახლში

ნაგავსაც კი ჭამენ ))))
ბეწვი ძაალიან მაგრად სცვივა,ძალიან და რავიცი კარგად დაფიქრდი მე გირჩევ
ვიტამინებიც მივეცი ჩემსას მარა დიდი შეღავათი არ ჰქონდა :/
აი ბღუჯებად ჩამოსდის ბეწვი
კი იყიდება სპეციალური სავარცხელი (ფურმინატორი) და ზედმეტ ბეწვს აცილებს ვარცხნისას,მაგრამ კვირაში 1-2 ჯერზე მეტად ვერ გამოიყენებ მაგას (არ შეიძლება)
და ჩვეულებრივი სავარცხელი კიდე დიდად არ აცილებს ბეწვს
სანამ აცრებს არ დაამთავრებთ (ცოფის ჩათვლით) არ ჩაგყავთ ეზოში,ანუ მიწაზე არ უნდა მოხვდეს
სანამ გარეთ გაიყვანთ 2-3 დღით ადრე უნდა დააწვეთოთ ადვანტიქსის წვეთები (რწყილების და ტკიპების საწინააღმდეგო)
რომელიც მერე მთელი ცხოვრება თვეში ერთხელ უნდა აწვეთო

ჭიებზე ბოლო დამუშავების თარიღი ჩაინიშნე და იმის მერე ყოველ 3 თვეში ერთხელ ჭიაზეც უნდა დაამუშავო )
ანუ 10 კილოზე ერთი აბი მოუწევს და რამდენი კილოც იქნება იმდენ აბს ან ნახევარს მისცემ ხოლმე
ბანაობაც არ შეიძლება იქამდე სანამ აცრები არ დამთავრდება
მანამდე სპირტიანი და ძმრიანი წყლით შეგიძლია გაწმინდო
ზოგადად მერე ბანაობა შამპუნით წელიწადში 2-ზე მეტად არაა სასურველი
ცარიელა წყლით რამდენჯერაც გინდათ,უბრალოდ ძალიან კარგად უნდა გამშრალდეს მერე
თავისებური სუნი ყველა ვარიანტში ექნება რაც არ უნდა ბანო და წმინდო
დიდ დიღომში პეტრიწზეა ერთი ვეტი,მაგრამ მე საბურთალოზე დამყავს დიდი დიღმიდან
შეგიძლია აგრარულის ვეტთან მიიყვანო (მარიკასთან)
ვისგანაც ყიდულობთ იმან უნდა მოგცეთ დაბადების მოწმობა და გითხრან რომელ კინოლოგიურ კლუბში ჰყავთ გაწევრიანებული თავიანთი ძაღლი
მაგის გარეშე ძაღლი არ იყიდო,მერე მოგცემ,ჯერ მზად არ არის საბუთი და ა.შ არ დაიჯერო )))
ჯიში და ჯანმრთელობა რავიცი ვეტთან უნდა შეამოწმებინო ალბათ,მაგრამ ლეკვის მშობლები თუ საბუთიანები არიან და ა.შ. მემგონი აღარ გინდა.
მოკლედ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა ლაბის ყოლა

) საკმაოდ დიდი ზომის ძაღლია,ბეწვი გამორჩეულად ძალიან სცვივა
ძალიან ენერგიულია,სულ თამაში უნდა. ცოტა რო წამოიზრდება ვარჯიში,სირბილიც დასჭირდება,დილით ადრე გაგაღვიძებს მუდმივად, გემრიელად ძილს დაემშვიდობე

+ მაგას ოჯახის ყველა წევრი მზად უნდა იყოს და უნდოდეს ძაღლის ყოლა,ანუ ეს მოვლა ყველამ უნდა გაინაწილოთ
აივანზეც ვერ გამოკეტავ,სახლში და სულ პატრონთან ყოლა უნდა,სულ კუდში დაყვება პატრონს ისეთი ტიპია

)
ძალიან კეთილები და საყვარლები არიან,ბავშვები,ადამიანები უყვართ სიგიჟემდე,ყველას ახტებიან,თამაში უნდათ ყველასთან და ცანცარები არიან

მაგის გარდა დასჭირდება სათამაშოები,საღრღნელი ძვლები,თავისი საწოლი,ჯამების სადგამი (ანუ ჭამისას მკერდის სიმაღლეზე უნდა ჰქონდეს ჯამები მუდმივად) წყალი სულ უნდა ედგას.
ნუ რავი თუ კიდევ რამე კითხვა გაქვს მკითხე

უბრალოდ გაითვალისწინე რომ ბევრად რთული მოსავლელია საბოლოო ჯამში,ვიდრე წარმოგიდგენია და გგონია