ხალხ, სასწრაფოდ მჭირდება თქვენი დახმარება. დღეს სამსახურიდან რომ მოვედი აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ ერთი ჭამა მქონდა დარჩენილი სნოუს საჭმელი. როიალ კანინის სტარტერს ჭამს. გავვარდი ქალაქში და ვერსად ვიშოვე

გვიანი იყო, უმეტესობა დაკეტილი იყო, სადაც იყო ღია, რაღაც გაუგებარი წარმომავლობის საჭმელი ქონდათ და არ ვიყიდე.
დილით ეს რომ გაიღვიძებს იქნება 1 თვის ნაშიმშილები მგელივით. რა ვიღონო, რა ვაჭამო ერთი ჭამა, სანამ საჭმელს მოვიტან? დილითვე ვერ ვიყიდი თან

აუცილებლად უნდა მივიდე და დავასტუკო ჯერ სამსახურში.
მოკლედ, მე დაგეგმილი მაქვს, რომ მყავდეს შერეულ კვებაზე, ანუ დღეში ერთი ჭამა მაინც მივცე ხოლმე ჩემი მომზადებული. ამის გამო ორჯერ მიცემული მაქვს უკვე თითო თითო პატარა ულუფა შემდეგი:
1. მოხარშული წიწიბურა მაწვნით.
2. ერთი ცუცქნა ნაჭერი ქათმის მოხარშული თეთრი ხორცი.
3. 3-4 პატარა ნაჭერი სტაფილო მოხარშული.
4. ვაშლის 4-5 კუბიკი.
ამ ყველაფერს, როგორც პატარა ბავშვს ცოტ-ცოტას ვაძლევდი დღეში თითო ახალი საჭმლის გაცნობით.ჰო და... ვთქვათ, ხვალ ერთი ჭამა რომ მივცე წიწიბურა და მაწონი და ერთი კვება, თუ მანამდე ვერ მოვასწარი საჭმლის მოტანა, ბრინჯთან ერთად ჩახარშული ცოტა სტაფილო და ცოტა ქათმის თეთრი ჩიჩია შეიძლება ნეტა?
თუ კი.. როგორ მივხვდე პორციის ზომას?
მე ვიფიქრე, ამის მშრალი საკვები რომ ფუვდება რამდენიც გამოდის დაახლოებით იმხელა გავაკეთო პორციათქო.. ეგ არის სადღაც 2-3 სუფრის კოვზი წიწიბურა (მოხარშულ მდგომარეობაში) და 1 სავსე სუფრის კოვზი მაწონი...
პ.ს. არაფერზე, ზემოთჩამოთვლილთაგან, არ აშლია და არც შეკვრია კუჭი.
blblbl შენ გეცოდინება რამე