#43443796 · 14 Jan 2015, 09:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Wisemаn* როგორც აქედან ჩანს, ქალაქის ნებისმიერ ტერიტორიაზე მოსაქმებისთვის (თუ არ აწმენდ), ჯარიმაა.
მარა მე რა მაინტერესებს იცით? ქალაქში ხშირად შემხვედრია ადამიანის დაჯმულებიც. ძაღლს სადაც ვასეირნებ ხოლმე, იმ სკვერის ერთ კუთხეში (სხვათაშორის საბავშვო ბაღის მოსაზღვრე მხარეს) ხეებში ტუალეტი აქვთ მოწყობილი.
მაგათზე ჯარიმა არაა? ან უპატრონო ძაღლებს რა უნდა უქნან? ამოულესავენ? თუ სპეციალური სამსახური იქნება, რომელიც პამპერსებს შეუცვლის?
მემგონი ისეთი თემა იქნება, როგორც ალკოჰოლური სასმელების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დალევაზე იყო _ პირველი 1-2 კვირა სასტავს დააჯარიმებენ, ნიუსებში გამოჩნდება და მერე დაიკიდებენ. ქუჩაში პროწივზე მოძრავ და ტელეფონზე მოლაპარაკე მძღოლებს აღარ აჯარიმებს პატრული ისეთი გაზარმაცებულია და ძაღლი რო ჩაიცუცქება მოსასაქმებლად, ეგენიც გაჩერდებიან და ლოდინს დაიწყებენ, რო ნახონ, მერე აწმენდ თუ არა?!
This post has been edited by BLACK_SERENADE on 14 Jan 2015, 09:52
|