მეცინება.

ადრე იყო და კატა სავანა ვიპოვე ინტერნეტში, ყიდვა გადავწყვიტე. ფასი 15 000 - 45 000 € თუ 55 000. სჭირდება კილომეტრებიანი ეზო და სანადიროდ პატარა ცხოველები.
ახლა ეს.

არადა უკვე ვგეგმავდი ყიდვას......
ჩემი ძაღლი, 22-23 წლის უკან ვის უნდა მოეყვანა ეს ჯიში, თან სვანეთში. არადა ძალიან ჰგავს, ცოტათი კიდეც სჯობია. უფრო ათლეტური იყო. და ძალიან ჭკვიანი, დინჯი, წესიერი და სამართლიანი. მთელ სოფელს უყვარდა და აღნიშნავდა მის გამორჩეულობას.
__________
პატრონად ბაბუა ჰყავდა არჩეული. მაგრამ მე რომ ჩავდიოდი, გვერდიდან არ მშორდებოდა.
საძინებლის კართად იწვა და მელოდებოდა დილამდე. მერე ღამემდე ერთად ვიყავით. ჩემი წილი საჭმელი გარეთ გამქონდა და მივუწვებოდი ხოლმე, მარტო ვერ ვტოვებდი, მეცოდებოდა და მეშინოდა ჩემგან არ სწყენოდა. სადაც მე ვიყავი ისიც იქ იყო და მთელი ის დრო ბაბუაჩემს ზედაც აღარ უყურებდა. არც მე მაკარებდა სხვებს.
მის გამო ყმუილის და ყეფის ენის შესწავლა დავიწყე, ვიჯექი და ვუყმუოდი. მომშტერებოდა და ვეცოდებოდი მგონი

შეეძლო მთელ საათი გაუნძრევლად ეცქირა ჩემს თვალებში. მეც ასე ვიყავი. თვალებში ვუყურებდით სულ და მგონი რაღაცეებს ვლაპარაკობით ამ გზით.
მოკლედ მთელი ისტორია გვაქვს სიყვარულის, მეგობრობის და ერთგულების.
მას მერე სულ მინდა ძაღლი, მაგრამ ვერ ამყავს, არ შემიძლია. ასე მგონია ვღალატობ ჩემს განუმეორებელს.
უბრალოდ ბისექსუალ-ზოოფილი იყო, მამალ ღორებს დასდევდა ხოლმე.
__________
სინამდვილეში, მე მირჩევნია მეტისი თუ იქნება, ასეთი გარეგნობით. რომ განვაცხადო, იქნებ ვიშოვო კიდეც.....