როგორ მენატრება ბავშვობა

ვათვალიერებდი ერთ საიტს და ამ ლექსს და კიდე ამ ლამაზ სიტყვებს გადავაწყდი და ძალიან მომეწონა ბავშვობა გამახსენდა
***
..და ახლა ისე მენატრება ბავშვობა როგორც,
ნაწვიმარ ზეცას ენატრება სხივები - თბილი,
-თმა რომ მოვქაჩო, გავაბრაზო მეზობლის გოგო,
მერე მოვპარო მის ბებიას ეზოდან თხილი.
გავიქცე, ჩუმად ძმა ბიჭებთან - გავუყო სარჩო,
ვიცინოთ ერთად, ვიხალისოთ, ვიმღეროთ, ვხატოთ,
მერე მოვაძროთ ძველ ფანჯარას ბებერი ჩარჩო ,
და დედამიწის ამ ჩარჩოში ჩატევა ვცადოთ.
ბავშვური გულით, მიამიტი თვალებით გვწამდეს,
პაპის ზღაპრები, კარგიცა და ყველაზე მდარეც,
დავდევდეთ პეპლებს, მივყვებოდეთ ფეხ და ფეხ ცამდე ,
მოვხატოთ ზეცა - ჩავაბნელოთ მზეცა და მთვარეც.
ვეძახდეთ დედებს: "ცოტა ხანიც დამტოვე გარეთ,
არ მშია არა, არც მწყურია, არც მტკივა რამე."
ვცელქობდეთ მუდამ და ბავშვობის ვითვლიდეთ წამებს,
გვიშრობდნენ კოცნით უფროსები ცრემლიან თვალებს.
გვიყვარდეს ყველა - წმინდანიც და მკვლელიც და მრუშიც,
სირცხვილის გრძნობა გვიწითლებდეს ღაჟ-ღაჟა ლოყებს,
იესო ქრისტეს სიყვარული მეფობდეს გულში,
ვარსკვლავთან ერთად მივყვებოდეთ - ბაგისკენ მოგვებს.
მე ახლა ისე მენატრება ბავშვობა როგორც,
წუთისოფელმა შეიყვარა ძვალი და ხორცი,
-თმას რომ ვქაჩავდე, ვაბრაზებდე მეზობლის გოგოს,
და მერე ბოდიშს, რომ ვუხდიდე ლოყაზე კოცნით.
ჩემი საყვარელი მომღერალია
ლეგენდაა ჯექსონი შესაფერისი ლექსისი სიმღერა
ხომ ყოფილა, ბავშვობაში,როდესაც რამე ისეთი ნივთი,
რომელიც შენი ბავშვობის გამო,ავადმყოფურად გიზიდავდა,
სადმე მაღალზე შემოუდიათ და შენთვის ასე გადაუმალავთ.
და არ გყოფნიდა შენი ტანი და შენი მოკლე ტერფების სიგრძე –
ფეხის წვერებზეც თუ დადგებოდი – რომ იმისათვის თვალი შეგევლო.
სიხარული...
მე ხომ უკვე გავიზარდე და იმასაც უკვე მივხვდი,
რომ არსებობს ამ ქვეყნად კიბე, მაგრამ იგი ეკალბარდით არის შეკრული
და სისხლისმწოველ საფეხურებზე ფეხშიშველი უნდა ახვიდე,
რადგან სხვაგვარად ვერ იხილავ და ვერ მიწვდები!
***
გამარჯობა ბავშვობავ!... ახლა საიდანღაც გამახსენდი, გამახსენდი მომენატრე და მოგწერე...
კარგი იყავი.... ძალიან კარგიც კი... მახსოვს....
მახსოვს როგორ მინდოდა "დიდობა".... როგორ არ მინდოდა სერიოზულ რაღაცებზე ფიქრი, როგორ მერჩივნე შენ... და როგორ მიმატოვე.... ღიმილით სავსევ და უდარდელო...
არაფერს ვდარდობდი, არ განვიცდიდი... მეგონა, ეჰ! რამდენი რამე მეგონა...მეგონა თოვლის პაპა არსებობდა, ქუხილის დროს ცაში ცხენები დარბოდნენ და მჯეროდა რომ, ღამე, როცა ყველას გვეძინა სათამაშოები ცოცხლდებოდნენ და ისე ცხოვრობდნენ როგორც ჩვენ, ნამდვილი ადამიანები...
მჯეროდა, ნაცარქექიამ რომ მართლა აჯობა დევს და ცხრა მთას იქით რომ მცენარე იზრდებოდა შვიდფერა, ოცნებების ამხდენ ყვავილს ზრდიდა გულში...როგორ მიხაროდა დედიკოს ქუსლიანი ფეხსაცმელებით პრაკუნი და ბებოს ძველი სუნამოს სუნი...
როგორ მეჩვენებოდა ყველა უბოროტო, როგორ მიხაროდა მზე, ცა, ვარსკვლავები.... მერე?
მერე შენ წახვედი, მიმატოვე და მე გავიზარდე.... გავიზარდე და გავიგე...გავიგე, რომ მზე ვარსკვლავია, რომ თოვლის პაპა ყოველ წელს ასე მოუთმენლად რომ ველოდი არკი არსებობდა, რომ ქუხილი სულაც იყო ცხენების ხმა, რომ ნაცარქექია სუსტი იყო და ვერასდროს აჯობებდა დევს...
გავიგე, როგორ მოკლა ძმამ ძმა და დავამთავრე ყველა კეთილი წარმოდგენა ადამიანობაზე...
დავრჩით მე და სასტიკი სამყარო ერთმანეთის პირისპირ და დავიწყე ბრძოლა.... ბრძოლა, სადაც დავმარცხდი... და ახლა როცა ცხოვრებისგან დაჭრილი ვწევარ ცივ თეთრს სარეცელზე, მახსენდები... მახსენდები და მენატრები....
როგორ მინდა მართლა არსებობდეს შვიდფურცელა ყვავილი, რომ დამებრუნებინე....
ახლა კი დროა მე მივატოვო, მივატოვო ისე როგორც შენ დამტოვე, მივატვო ცხოვრება და გავქრე...
წავიდე მარადიულ ბავშვობაში...
და მაინც, მენატრები.....
"დიდი ადამიანი"
This post has been edited by Qetucha on 10 Aug 2013, 22:01