ასე დელიტანტურად შეიძლება მივუდგეთ საკითხს? მითუმეტეს მაშინ, როდესაც პირველ გვერდზე ვაპირებთ მის დადებას?!

ვიტაპოლი უშვებს სხვადასხვა სახის საკვებს და თითოეულ მათგანს ორიგინალური (სხვებისგან გამორჩეული) დიზაინი აქვს.
ზოგი ვიტამინიზირებულია, ზოგიც ისეთი თუთიყუშებისთვისაა განკუთვნილი რომელსაც იოდის ნაკლებობა აქვს, ზოგიც ყოველდღიურო მოხმარებისთვისაა.
არის საკვებები (ვიტაპოლს აქვს თუ არა, არ ვიცი.) რომელიც ასაკისდამიხედვით არის გათვალისწინებული. ვინაიდან ბარტყს, მოზარდს, ზრდასრულ და მოხუც თუთიყუშს
სხვადასხვა კალორიულობით, ამინომჟავებითა, ცილებით, ცხიმებით და ასე შემდეგ.... შემცვლელი საკვები სჭირდებათ. მოხუცი თუთიყუშის ორგანიზმს უჭირს მოინელოს ის,
რასაც ზრდასრული თუთიყუშის კუჭი უმკლავდება. მოზარდ თუთიყუშს კი სრულიად განსხვავებული დიეტა სჭირდება, რათა ძვლებმა ნორმალურად მოახდინოს ჩამოყალიბება და
ასევე ზრდაზეც არ შეექმნას პრობლემა.
საკვები არის უამრავი სახის. ხოდა ამ ყველაფერზე რომ დავწეროთ, 5 გვერდი მაინც გამოგვივა (მინიმუმ) ვინაიდან ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ თითოეული იმ "ბრენდის" საკვები, რომელიც ჩვენთან შემოდის. დავწეროთ ყველა სახის საკვებზე და შესაბამისად თუთიყუშის ყველა ჯიშისთვის (რომელთათვიც შემოაქვთ ჩვენთან საკვები) დავწეროთ თითოეული იმ ბრენდის ისტორია, რომელსაც შემოაქვს ჩვენთან საკვები და ასევე როგორი ხარისხის საკვები შემოაქვთ. ანუ რამდენვარსკვლავიანია ან არის თუ არა პრემიუმ საკვები და ასე შემდეგ.
მე ან ჩემი მეზობელი აჭმევს თავის თუთიყუშს 2 წელია და თუთიყუში არ მომკვდარა... მსგავსი შეფასებები არ გამოგვადგება.
ყველაფერი ეს რომ დავწეროთ და თან + თითოეული ბრენდის საკვების (ყველა კატეგორიის) ფოტოც რომ დავურთოთ, ნამდვილად გამოგვივა 5 გვერდზე მეტი.
რაზეც დაიხარჯება უამრავი დრო და ენერგია. თუმცა კი ეს არ არის მთავარი. ვინაიდან ეს დანახარჯი ერთჯერადი იქნება. შემდეგ კი "კოპი-პასტით" ახტუნავებენ ახალ თემებში.
მთავარია ის რომ უზარმაზარ ადგილს დაიკავებს და თან სრულიად ტყუილად.
მოკლედ ეს პროექტი რომ განვახორციელოთ, დანახარჯი გვექნება უამრავი. მოგება/შედეგი კი არანაირი. რადგან არავინ წაიკითხავს. ახალ მომხმარებელს ეტყვიან (ისევე როგორც დღეს)
იყიდე რაჯიო, პრესტიჟი, ვიტაპოლი. ხოდა ისიც წავა და იყიდის. საკვებზე ახლაც გვიწერია, მაგრამ ჩვენივე თემის წევრებს (ახლებზე არ მაქვს ლაპარაკი) დაუწერიათ რომ წონის საკვებს (ნაგავს) აჭმევენ.
თანაც თუკი ვაკეთებთ რაიმეს, გავაკეთოთ შეთანხმებულად და რაც ყველაზე მთავარია ხარისხიანად. ცუდად გაკეთებული - გაკეთებული არ არის.
ნუ ახლა მე დარწმუნებული ვარ რომ ვინც ჩვენ რჩევას გვეკითხება, კითხვაც იცის. ასე რომ როცა ვეტყვით რა და როგორი იყიდოს, შეეძლება წაიკითხოს, წავიდეს ზოომაღაზიაში და
შეიძინოს. ნახატებით 2 წლის ბავშვები იმახსოვრებენ საგნებს. 2 წლის ბავშვებისთვის კი ჩვენი თემა ვერ იქნება გათვლილი. ვინაიდან 2 წლის ბავშვები ვერ მოუვლიან თუთიყუშებს,
რადგან 2 წლის ბავშვები თავად მოსავლელები არიან.
საბოლოო ჯამში, მე ვგმობ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და ვფიქრობ რომ მსგავსი საქციელები არ უნდა დავუშვათ, რადგან ეს თემას ძალიან დააზარალებს.
რაც შეეხება კონკრეტულად იმ "პოსტს"
1) არასწორია.
2) არაფრის მთქმელია.
3) სარგებელს ვერ მისცემს მომხმარებელს, რადგან მასში არაფერია ახსნილი. არ წერია რა არის და რისთვისაა. რამაც შეიძლება პირიქით დააზარალოს მომხმარებელი და მისი თუთიყუში.
4) ნამდვილად არაა საჭირო.
თუკი მოგწონთ ვინმეს და თვლით რომ ჩვენი იუზერების გათვითცნობიერებისათვის ეს აუცილებელია და თანაც საკმარისი. გთხოვთ არგუმენტირებულად ამიხსნათ რატომ თვლით ასე.