gamushkiმსგავსი რაღაცები ჩვენთანაც იყიდება ზოომაღაზიებში
http://www.amazon.com/Booda-Comfy-Perch-36...parrot+suppliesვერ ვიტყვი ძალიან მომწონსთქო და სწორედ ამიტომ არც არასდროს მქონია. მაგრამ პლასტმას ნამდვილად სჯობს.
ზოომაღაზია ბუნების ქსელში, ადრე ხის ქანდარებიც იყო. მაგრამ აქ თითქმის ყველას თავად აქვს გაკეთებული.
ჩემი ქანდარებიც ნაწილი მე გავაკეთე, ნაწილი გალიებს მოყვა (ხის რა თქმა უნდა)
გაკეთებაც ძალიან ადვილია. ისეთი ხისგან უნდა იყოს, რომლის ნაყოფსაც ჩვენ ვჭამთ. კაკლის, მსხლისა და ლეღვის გარდა.
თხილი იდეალური ვარიანტია. ხე ისეთ ადგილზე უნდა იყოს, სადაც მანქანები ნაკლებად დადის (ტოქსიკური ნივთიერებებით რომ არ იყოს გაჟღენთილი)
და რასაკვირველია ჯანმრთელი უნდა იყოს ხე. ტოტის დიამეტრი ტალღოვანი თუთიყუშისთვის 1 სმ-ია რეკომენდირებული. ტოტს ქერქი სჯობს არ მოაცალონ.
მასზე თუთიყუში ნისკარტსა და ბრჭყალებს გაიქლიბავს. ასევე უკეთ მოეჭიდება, რადგან უკანო ტოტზე მოჭიდება ნაკლებია და უფრო სრიალებს. მაგრამ სანამ
გალიაში დაუმაგრებენ, კარგად (ძალიან კარგად) უნდა გაირეცხოს ფეირით და შემდეგ დაიმდუღროს. რათა ბაქტერიები დაიღუპოს. მერე გაშრება და მზადაა ექსპლუატაციისთვის.
mari_tamroბუბუ ხომ უსაყვარლესია, მაგრამ უკუდო პეტო ძალიან მომეწონა
This post has been edited by korela92 on 6 Oct 2013, 18:02