#38322066 · 9 Oct 2013, 18:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mari_tamroTio robi_robi QUOTE | მარტო კორელებს აბანავებ ხოლმე შამპუნით? |
ჩიკო და ჩაკო ხშირად ბანაობენ ხოლმე საკვებურში და მათ არ სჭირდებოდათ. აპრილამდე (სანამ არ დათფება) არ ვგეგმავ თუთოების ბანაობას, თუკი არ დაისვარნენ ძალიან. ხოდა აპრილში ტალღოვანებსაც დავბან. ისე კორელას თეთრი ბუმბულები რომ აქვს, ადვილად ისვრება gamushkiQUOTE | აუ ნაცრისფერშ რა ქვია ჩემსას როგორ გავს |
ჩაკო. ძალიან მომეწონა რომ ვნახე. ეგ ფერი იშვიათად გვხვდება, ჩემს თვალში ლამაზი ფერია და თან ჩაკოსაც ძალიან მაგარი ხასიათი აქვს. თუთიყუშებთანაც ადვილად გამონახა საერთო ენა და მეც მალე დამიმეგობრდა. რაც მთავარია საცოლეს შეაყვარა თავი და შეჩვევაზე ზრუნვა არ დამჭირდა.  QUOTE | ისე მაგღლა დიდი თუთოები რო გყავს ამრავლებ? |
არა. გამრავლებით არ ვარ დაინტერესებული. გაყიდვას არ ვუპირებ, ხოლო გაჩუქებით კი არ ვიცნობ ისეთ ადამიანებს, ვინც ღირსეულად მოუვლის.
QUOTE | ნეტა როგორც ტალღოვანია გამრავლებული საქქართველოსი ისე ეგ ჯიში იყოს |
კორელები აკმაყოფილებენ ამჟამად ბაზარზე მოთხოვნას. გაიზრდება მოთხოვნა და გაიზრდება კორელების რიცხვიც. მთავარია ხარისხი არ გაფუჭდეს.
QUOTE | აი დიდები რო არიან ძალიან წითლები ეგ საქართველოში ყავთ და საერთოდ ამრავლებენ საქართველოში |
Ara macao cyanoptera - ს თუ გულისხმობ, თბილისის და როგორც ვიცი ბათუმის ზოოპარკშიც ჰყავთ. ბათუმის ზოოპარკში არ მინახავს და შესაბამისად არც ის ვიცი როგორ ჰყავთ, მაგრამ თბილისში მყოფი არები არ მომწონს. ნახევრად გაპუტულები არიან. არ ვიცი სტრესის ბრალია, PBFD ვირუსის თუ რაიმე პარაზიტების, მაგრამ ეგ თუთიყუშები ნორმალურ მდგომარეობაში არასდროს მინახავს  საქართველოს ბაზარზე საბედნიეროდ არ გვხვდება. ძალიან რთული მოსავლელია. ჩემი აზრით, ბინაში მისი ყოლა არ არის სასურველი. საფრენად დიდი სივრცე და მაღალი ჭერი სჭირდება. თანაც ხმამაღლა კივის. მთელს კორპუს შეაწუხებს. თავად პატრონსაც გაუჭირდება კივილის ატანა. დიდი გალიაც ესაჭიროება. ჩვენთან კორელებისთვისაც კი არაა ნორმალური გალიები, არასთვის კი უცხოეთიდან მოუწევს მსურველს გამოწერა. ამაზონზე ნორმალური გალია 2000$-ად ვნახე. რომლის ჩამოტანაც კიდევ რამდენიმე ასეული დოლარი დაჯდება + განბაჟება. თუმცა კი არასთვის მაინც ვოლიერს ვამჯობინებდი, ან 1 ოთახს მოვუწყობდი ძალიან მაგრად. თვითონ თუთიყუშიც ძალიან ძვირია და მისი შემოყვანა ამ ეტაპზე არაა მართებული. დიდი თუთოებიდან ჩვენთან მხოლოდ ჟაკოა, ალექსანდრიული თუთიყუში (რომელიც არ ღირს ძვირი) და კაკადუც შემოიყვანეს როგორც ვიცი... პ.ს. როგორ არიან შენები? miss_pepsiQUOTE | ზამთარი მოდის და მინდა იმუნიტეტი გაუძლიერდეს |
ძალიან კარგი შეკითხვაა. სრულიად ვეთანხმები თიოს ნაწერს, მაგრამ რაღაცას დავუმატებ, მე რასაც ვაკეთებ და ამართლებს. წყალში გაუხსენი ცოტა, ჩაის კოვზის 10%-ზე რამდენი თაფლიც დაეტევა და მთელი დღე ეგ სვას. თაფლი ნატურალური უნდა იყოს რა თქმა უნდა. შემდეგ 3 დღეში წყალში ჩაუწვეთე ლიმონი. 6-10 წვეთამდე (საკვებურს გააჩნია) კურკები თუ ჩავარდება, ამოიღე. კიდევ 3 დღის შემდეგ ის ვიტამინი მიეცი ტრიქსის კომპლექსური, თიომ რაც გირჩია. ზედიზედ 2 დღე. თუმცა კი 1 დღე რომ გავა, გადაასხი და ახლიდან ჩაუწვეთე. წყალი რაიმე ჭურჭელში ჩაასხი ძილისწინ და დილით ჩაუსხი ხოლმე ოთახის ტემპერატურის რომ იყოს.
QUOTE | კიდე რა შეიძლება მივცე?.. |
პირველ გვერდს გადახედე. კვირაში ერთხელ ლიმონიც მიეცი ხოლმე. კურკისა და კანის გარეშე. ციტრუსები კანით არასდროს მისცე. წამლებითაა გაჟღენთილი. რაც თუთიყუშისთვის მომაკვდინებელია. ადამიანისთვისაც, მაგრამ ჩვენზე ის დოზა არ მოქმედებს... ხო კიდევ ძალიან ლამაზი ბიჭი გყავს. * * * nat_ka86QUOTE | თუთოებს რა შამპუნში აბანავებთ? |
აი ესაა ჩემი თუთოების შამპუნი http://www.amazon.com/gp/product/B003PL2CH...0?ie=UTF8&psc=1მე ზაფხულში ვიყიდე და საბედნიეროდ მხოლოდ $13.40 დამიჯდა, თავისი "შიპინგით"  თავისი შემადგენლობით, ყველაზე მეტად ეგ მაწყობდა. რათა ტალღოვანებიც დამებანა და კორელებიც. ვინაიდან შენ მხოლოდ პაკო გყავს, სპეციალურად ჟაკოსთვის განკუთვნილი შამპუნი იყიდე. http://www.amazon.com/dp/B003PLHMIO/ref=as...ASIN=B003PLHMIOსანამ გაძვირდა. თან "შიპინგიც" უფასოა. ჩემიც მანგოსია და რომ დავბან, 3-4 დღე თუთოების ოთახში მაგოს სუნია ხოლმე  ვაპირებდი ვიდეოს გადაღებას, რადგან ვიცი რომ საინტერესო ინფორმაციაა. თუმცა კი სამწუხაროდ მარტო ვიყავი და ერთდროულად ვერ მოვახერხე გადაღებას და თუთოების დაბანაც. თუმცა კი იუთუბზე არის ტუთოების შამპუნით დაბანის ვიდეოები, რაც დაგეხმარება...
თვალებში, პირსა და ყურებში არ უნდა ჩაუვიდეს შამპუნი. ფრთების ქვეშ კარგად შეაზილე.
თუთიყუშის "მტვერი" რომ არ გააქროს, თვეში მაქსიმუმ ერთხელ შეიძლება დაბანა. თორემ ის "მტვერი" თუ გაქრა, თუთიყუშს ტემპერატურის რეგულირება უჭირს, ბუმბული სცვივა და სუნი უჩნდება. მე 2 თვეში ერთხელ ვუპირებ დაბანას. ზამთარში კი საერთოდ არ ვაბანავებ, თუკი არ დასჭირდათ.
|