nat_ka86ვიდეო წაშალე?
ჩემთან არ იხსნება
* * *
შაბათს ღამე, სანამ თუთიყუშები დაიძინებდნენ, ტალღოვანები კორელების გალიაში გადავიყვანე. საერთოდ თუთიყუშის ახალ გალიაში გადაყვანა, განურჩევლად იმისა გალიაში მარტო იქნება თუ სხვა თუთიყუშიც დახვდება მას, ძილის წინ სჯობს. ხოდა მშვენივრად მოეწყნენ 1 საკვებურის (2 ადგილიანი) დამატება დამჭირდა და კიდევ 4 ქანდარის, 1 საქანელის და კიდევ სათამაშოების. ყველა კმაყოფილია. კორელები ქანდარებიდან ქანდარებზე მაიმუნებივით დაძვრებიან, ტალღოვანები კი საერთოდ დაფრინავენ.

როგორი საინტერესოა თუთოების ცქერა, როდესაც ახალ გალიაში გადადიან. ყველა ქანდარა და სათამაშო შეისწავლეს

კორელებმაც გულთბილად მიიღეს ტალღოვანები, ინციდენტების გარეშე. ესეც კოჰაბიტაციის მაგალითი.

შემდეგ ჩიკო და ჩაკო მიხვდნენ რომ სტუმრად არ იყვნენ, ხოდა თავი ისევე იგრძნეს, როგორც საკუთარ სახლში.
ერთმანეთის მოსიყვარულება დაიწყეს


მოკლედ მეც კმაყოფილი ვარ და თუთიყუშებიც. ტალღოვანებმა უფრო მეტი სიცოცხლე შეიტანეს გალიაში და რაც მთავარია სათამაშოებსა და საკვების გამო არ ჩხუბობენ.
ესეც ყველა ერთად, უკვე კვირას, ძილის წინ.