მეგობრებო, გადავწყვიტე წავიდე თემიდან. საქმიან და პირად ცხოვრებაში კოლოსალური ცვლილებების შედეგად, ფორუმისთვის დრო აღარ მრჩება
და ამიტომაც ვფიქრობ უმჯობესია გზა მომავალ თაობას დავუთმო და დავტოვო "დაწინაურებული იუზერის" სტატუსი. ამ წამიდან მეც ჩვეულებრივი იუზერი
ვხდები. მეტიც, მე ვიქნები თემის საკმაოდ ინერტული წევრი და ხშირად მხოლოდ პოსტებს თუ წავიკითხავ. აღარ ჩავერთვები კამათში (თუკი უზომოდ დიდი სისულელე არ დაიწერა)
და აღარც ახალ ინფორმაციებს მოვიძიებ (ჩემთვის კი რა თქმა უნდა

ფორუმზე კი აღარ დავწერ)
ვთვლი რომ ფორუმზე ახალი სისხლია საჭირო და ცვლილებები მხოლოდ წაადგება ჩვენს თემას. არ ვიცი ვინ იქნება, ამას ალბათ დრო გვიჩვენებს. თუმცა კი იმედი მაქვს
წარჩინებული იუზერი მართლაც ღირსეული პიროვნება იქნება, არ დაუშვებს პირველი პოსტის წაბილწვას და ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციასაც დადებს. მე კი საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ ჩემი გამოცდილება გავუზიარო...
ასევე სანამ მთლიანად მოხდება ჩემი ჩანაცვლება, თუკი ვინმეს ჩემი რჩევა დასჭირდება დამთაგოს ან უმჯობესი იქნება პმ-ში თუ მომწერს.
იმედია ოპერატიულად და ამომწურავად ვპასუხობდი თქვენს კითხვებს, ხშირად ვიყავი მკაცრი მაგრამ ყოველთვის სამართლიანი და იმედს ვიტოვებ თქვენთვისაც სასიამოვნო იყო ჩვენი თანამშრომლობა. წასვლისას მინდა მხოლოდ 1 თხოვნა დაგიტოვოთ. გთხოვთ შესავალს, პირველ პოსტს გაუფრთხილდით. ეგ ჩვენი თემის საუნჯეა. მანდ გაცილებით უფრო მეტია ჩადებული, ვიდრე უბრალოდ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია. მის შექმნაზე არაერთმა "თაობამ" იმუშავა და იმედი მაქვს სათანადოდ გაუფრთხილდებით.
ბოლოს მინდა ყველას ვინც რჩევას მეკითხებოდა, ჩემს რჩევებს ითვალისწინებდა და ასევე მათ, ვინც ჩემს რჩევას არ ითვალისწინებდა და ამით მე სტიმულს მაძლევდა კიდევ უფრო დამეხვეწა ჩემი ცოდნა, დიდი მადლობა გადავუხადო ერთად გატარებული წლებისთვის. წარმატებას გისურვებთ ყველას!!!
პატივისცემით
korela92 - იგივე ლაშა.