nikala11გოგოა
დღეს ბიბუს დაბადების დღეა 3 წლის გახდა
აქამდე არეულად ვითვლიდი ეხლა სწორად გადავთვალე და 3 წელი გამოდის რაც ჩემთანაა და არა 4.
კი მიკვირდა უკვე ამდენი ხანი გავიდს მეთქი ?

1 წლით ნაადრევად და ტყუილად ვაბერებდი

2010 წლის 6 სექტემბერს ვიყიდე
მამუკასთან ვიყავი დღეს რო მომეყოლა როგორ შეეწყვნენ და ესე მითხრა ამოდი და მომიყევი ხოლმე მაგათი ამბებიო ძალიან მაინტერესებსო
ყურადღებიანი კაცია ძალიან ესე მითხრა ბუდე რო დაგჭირდებაო გაგატანო
მაგარი ლამაზი ფერის მამალი გყავსო და ბარტყები თუ ეყოლათ ბიბუს და მაგ დედლის ფერების ნაზავი ძალიან ლამაზი გამოვაო
ეს დედალი მყავდაო რამდენიმე დღეო ემი ანუ მარა ფერის გამო არ გთავაზობდიო დედაშენს რო არ უნდოდაო თორე ამდენ ხანს არ გალოდინებდიო
იმ მომშენებელს იმიტო ვუცდიდიო რო იქნებ სხვა ფერები მოეყვანაო და არ მოიყვანაო
მე არ მქონია ფერზე პრობლემა
რო არ მქონდა იმიტომაც წამოვიყვანე ემი და არც ვნანობ დედაჩემსაც ძალიან შეუყვარდა
არც მინდოდა სხვისთვის გამეტანებინაო ძალიან კარგი დედალიაო და თუ გაგატანდი შენთვის უნდა გამეტანებინაო ბიბუს ძალიან შეეფერებაო
რო ვუთხარი შეეგუვნენ ძალიან კარგად მეთქი არც მიკვირსო ვიცოდი მაგის ხასიათებიო და ვიცოდი კარგად რო შეეწყობოდნენო
და მიმი რო გყავდაო ის დიდი იყოო და იმიტო გიჟობდა ეტყობაო ეს პატარა როა შედარებითო არ აქვს ისეთი გიჟი ხასიათიო
თუმცა არიან სხვა მაგხელა დედლებიო რო ბევრ დიდ დედალზე უარესები არიანო ანუ ყველა ინდივიდუალურია
ძალიან ყურადღებიანი კაცია ზოგი იმას კი არ მეტყოდა ამოდი მომიყევი ამბები როგორ შეეწყვნენ და ა.შ ზოგი გაყიდიდა და მორჩებოდა არ დაინტერესდებოდა
ყოველდღე გამოუშვიო მითხრა აუცილებლადო ორივეო კარგია მაგათი ჯამრთელობისთვისო ფიზიკური აქტივობაო
ვიცი ეგ მეთქი მარა ემი არ გამოდის ხოლმე გარეთ მეთქი და გამოვაო არ არსებობსო
ის რო ვუთხარი ხან რაში გაიბლანდება ხან რაში როცა გარეთაა მეთქი მიეჩვევაო ფრენასო ეგ არაა პრობლემაო ის ბუმბულიც ამოუვაო არ ინერვიულო მაგაზეო
This post has been edited by Qetucha on 6 Sep 2013, 21:06