ადამიანის თვალით დანახული შეიძლება ლამაზია, მაგრამ თუთიყუშისთვის სრულიად გამოუსადეგარია.
1 კედლის საძრომიალოს, რაც მინიმუმ 25%-ია (თუმცა კი ეჭვი მაქვს 35%-ის ფარგლებში იქნება) ტყუილად კარგავს.
ამხელა ფული გადაიხადო და რობიმ იმხელა ფართობი ვერ გამოიყენოს, რა ვიცი ჩემი აზრით წყალში გადაყრილი ფული იქნება.
70 ლარად ნორმალურ გალიას იშოვნი. იმ გალიიდან კი რეალური სარგებელი ძალზე მცირე იქნება. შენ 1 კვირაში მოგბეზრდება ის ნახატი,
რობი კი საერთოდ ვერ გამოიყენებს. თან უამრავი სათამაშო, სეფიას ჩასადები, ცარცი თუ სხვა, იკიდება კედელზე. ხოდა გამოვა რომ 25-35%-ს არამხოლოდ
რობი, არამედ შენც კარგავ. ასე რომ კარგად დაფიქრდი, სანამ შეიძენ.
Pumped up kicksთუკი 1 ადამიანი დაგეხმარება და ნისკარტს "გაურთობს" რათა ხელი არ შეგიშალოს, კარგი იქნება.
ასანთის ღერი (სუფთა მხრიდან რასაკვირველია) ან ყურის ჩხირი (ბამბის გარეშე) გამოიყენოს ამისთვის. თუთიყუში იმ საგნის დაჭერას შეეცდება,
შენ კი ამ დროს "ძვირფასი" წამები მოგეცემა ბრჭყალის მოსაჭრელად.
რა ფერის ბრჭყალები აქვს? შავზე ძალიან ცუდად ჩანს კაპილარი. თუმცა კი მზის შუქზე თუ შეხედავ ან ფანარს მიანათებ, გაარჩევ მკრთალად.
არავითარ შემთხვევაში არ დააზიანო.
1) ძალიან მტკივნეულია.
2) სისხლის 20% თუ დაკარგა, რაც ტალღოვანის შემთხვევაში მხოლოდ 12 წვეთია, მოკვდება.
თუკი მაინც გამოიწვიე სისხლდენა, მაშინათვე ბამბა დაადე და შეეცადე სისხლი შეაჩერო. მაგრამ სჯობს ფრთხილად იყო.
იმედია გამოგადგება.
ხო კიდევ ხელში ფრთხილად დაიჭირე, ფეხი ან ფრთა არ ამოუგდო. ასევე არ გაჭყლიტო. ტალღოვანებს სუსტი ძვლები აქვთ...
This post has been edited by korela92 on 19 Sep 2013, 07:38