ახლა ვსაუბრობდი მეგობართან რაღაცაზე. ხოდა სტილისტი ახსენა.
ზოგი სტილისტს ამბობს, ზოგიც პარიკმახერს. მაგრამ დალაქი აღარავის ახსოვს.
უმრავლესობა პლოცკოს ამბობს და არა ბრტყელტუჩას. შნურს და არა ზონარს, სტაიანკა და არა ფარეხი. სტაიანშიკი და არა მეფარეხე.
საპოჟნიკი და არა მეწაღე. ატვიორკა და არა სახრახნი. პასტა ხომ საერთოდ მაღიზიანებს და კალამს იშვიათად თუ გაიგონებ. ლეჟანკას გასაშლელი საწოლი რომ ჰქვია, ბევრმა არც კი იცის. გრელკა - სათბურა. ხოდა რა ვიცი კიდევ რომელი ჩამოვთვალო, რაც ყოველდღე გვესმის, ვხვდებით მათ აზრს, მაგრამ მსგავსი სიტყვები არ არსებობს ქართულ ენაში.
ასეთი ბარბარიზმები და სიტყვების დამახინჯება ღუპავს ენას და შესაბამისად ერსაც. აბა ბავშვს "პასტას" რომ ეტყვის 12 წელი მასწავლებელი, შემდეგ იმ ბავშვის გამოსწორება, რომელიც გაიზარდა და პიროვნებად ჩამოყალიბდა, ძალიან რთული იქნება. თან რაც კიდევ უფრო ცუდია, ეს პიროვნება თავის შვილსაც "პასტას" ასწავლის და არა კალამს.
კიდევ ვერ ვიტან ინგლისურად რომ წერენ. hi; sorry; ok და ასე შემდეგ...
გეგონება ინგლისელები ან ამერიკელებიც ქართული სიტყვებით საუბრობენ ხოლმე

როგორ არ მიყვარს ეს აჯაბსანდალი. თუკი ინგლისურად გინდა საუბარი, მითხარი და ვისაუბროთ.
კიდევ შეურაცხყოფილად (ხო ამ სიტყვასაც ძალზედ ამახინჯებენ, მაგრამ აზრი ყველას ესმის) ვგრძნობ თავს, როდესაც ავტობუსის გაჩერებაზე bus წერია. ინგლისში რომ ჩავიდე,
მეეჭვება რომელიმე გაჩერებაზე ავტობუსი წავიკითხო

ინგლისური წარწერები შენობებზე და რაც ყველაზე მტკივნეულია და გულში ლახვარის ჩასობას უტოლდება, ეს არის police.
ამის შემდეგ სახელმწიფოებრიობაზე აღარც უნდა გვქონდეს პრეტენზია.
ვიცი თემას გადავუხვიე, უბრალოდ თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ქართული ფესვები.
ესეც ულამაზესი ყელსაბმიანი თუთიყუში

ფრენის დროს ყველაზე ლამაზია თუთიყუში.
This post has been edited by korela92 on 19 Sep 2013, 23:13