#38097815 · 21 Sep 2013, 16:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Unico მშვენივრად აქვს ნისკარტი. არაფერი სჭირს.
QUOTE | იმ მოტეხილის უკან, ახალი ამოსდის biggrin.gif ფენად აქვს წამოსული.. გავგიჟდი რა |
ნისკარტი ამოსდით ფრჩხილებივით. როგორც წესი, თავად ილესავენ ნისკარტის სალეს ქვაზე ან ხის ქანდარაზე, მითუმეტეს თუკი კანი არ აქვს მოცლილი. ზოგი აჭრის კიდეც (მე არასდროს მიქნია) რადგან ძალიან სწრაფად ეზრდება და გარკვეული ზომის შემდეგ, თუთიყუშს საკვების მიღება უჭირს. ასე რომ მსგავსი რაღაცების არ შეგეშინდეს. მთავარია საჭირო მინერალებით მოამარაგო. მოხარშულ კვერცხს ხომ აჭმევ?
QUOTE | შენ კიდე ამბობდი სანამ კორელაც არ დამიდასტურებს იქამდე ეჭვები მღრღნისო |
რამხელა პატივია mar adentroQUOTE | კი, დედალი ეჩხუბება ძირითადად. ასაკით პატარაა, მაგრამ ძალიან ავი |
ასაკს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუთოებსი მატრიარქატია და უფრო პატარაც რომ იყოს, მამალს მაინც დაჩაგრავდა.
QUOTE | გალიას კვნეტს ხოლმე |
რამხელა გალია აქვს და სათამაშოები თუ აქვს მასში? თან ნაწერიდან რა დასკვნაც გამოვიტანე, იშვიათად უშვებ. აქვს უამრავი ენერგია, რომელიც არ იცის სად წაიღოს. თუკი არაფერს შეცვლით, სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და გაცილებით უარესად მოიქცევა. ყოველდღე გამოუშვით (კვირაში 4-ჯერ მაინც) მინიმუმ 1 საათით. მოჭარბებულ ენერგიას დახარჯავს, გაერთობა დანაკლებად ცუდად მოიქცევა.
QUOTE | თუ გამოშვებული მყავს მაშინ შპალერს ანადგურებს |
იმიტომ რომ არ იცის რა გააკეთოს. რაიმეთი უნდა გაართოთ. ოთახში, სადაც დაჯდომა უყვარს, მისი სათამაშოები დადეთ. სათამაშო მოედანს თუ შეიძენთ ან თავად დაუმზადებთ, მთლად უკეთესი http://www.drsfostersmith.com/images/Categ...0-playstand.jpghttp://www.bird-cage.com/images/products/22545.jpghttp://i91.photobucket.com/albums/k318/red.../playhouse3.jpgმაგრამ შპალერის და ალბათ კედლების ჭამაც შეიძლება მინერალების ნაკლებობით იყოს გამოწვეული. რომელ მინერალებსა და ვიტამინებს აძლევთ? QUOTE | ის ვერ მოვიჩვიეთ ვერაფრით. |
რაც უფრო მეტია თუთიყუში, მით უფრო რთულია ახლის შეჩვევა (თუთიყუშის ხასიათი უდიდეს როლს თამაშობს რა თქმა უნდა) მაგრამ 2 თუთიყუშის შემთხვევაში, მეორეს შეჩვევა რთული არ უნდა ყოფილიყო. ალბათ ხასიათის ბრალია. მაგრამ მაგის გამოსწორებაც შეიძლება  QUOTE | რა ვქნა, დავაშორო სანამ დროა? |
QUOTE | წელიწადნახევარზე მეტია მგონი ერთად არიან |
თუკი წელიწადნახევარზე მეტია რაც გყავს, მასთან განშორება არ გაგიჭირდება? ან ვის უნდა აჩუქო ამხელა დედალი, არც თუ ისე კარგი ხასიათით... მე შემეცოდებოდა შენი გოგო და არ გავაჩუქებდი. თან არ მიყვარს უკან დახევა. რაც დაწერე, ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება.
QUOTE | მატება მინდა ოჯახში. |
რატომ? ახლა იმდენი საქმე გაქვს. 1) გალია უნდა გახადო საინტერესო. ქანდარებითა და სათამაშოებით. 2) თუთიყუში გყავს შესაჩვევი. უამრავი დრო და ენერგია უნდა დაუთმო. 3) გალიის გარეთ კომფორტული გარემო უნდა შეუქმნა თუთიყუშებს, რათა არ მოიწყინონ და არაფერი გააფუჭონ. ხოდა ბარტყების დროა ახლა?  თან იმათ იმდენი მოვლა უნდათ და კარგი პატრონების შოვნა კიდევ უფრო რთულია... მე 3 წყვილი მყავს, მაგრამ ბარტყები სულ არ მინდა. კვერცხი თუ დადეს და 2 წყვილი დადებს მგონი. შევუქმნი იდეალურ პირობებს, მაგრამ ისე არ მინდა ბარტყები  საერთოდ არ ვერევი მაგ საკითხში. მათი პირადი საქმეა. მთავარია ძალიან ადრე არ მოუნდეთ კვერცხის დადება... * * * Unicoაი ამას ძალიან გრძელი ნისკარტი აქვს  თუკი არ მოაჭრეს, თავად ძალიან გაუჭირდება ჭამა და ნელ-ნელა მოკვდება. პატრონი გასალახია ამ დონემდე რომ მიიყვანა. რომ თქვი მოტეხილი აქვსო, მეგონა ეშლებოდა და ცოტა შემეშინდა. მაგიტომ გთხოვე ფოტო. თორემ ზოგჯერ ასეც ხდება This post has been edited by korela92 on 21 Sep 2013, 16:10
|