ყოჩაღ ყოჩაღ ნამდვილად მოსალოცი ამბავია

მეორე ფოტოზე ისე გყავს მიხუტული, მე რომ ტომი მიჭირავს ხოლმე
Qetuchaკარგი რა ქეთი. პირად საუბრებში რაც გინდა ის დაუძახე. ვერ დაგიშლი და არც მაინტერესებს.
მაგრამ როცა ღიად საუბრობთ, სხვები ნუ შეგყავთ შეცდომაში რა. რაჯიო ჰქვია მაგას.
irmushelaUnicoდიდი მადლობა

თუ არ წავახალისეთ ამ საკვების სწორი სახელწოდების აღნიშვნა, მომავალ "თუთომანებს" ვერ შემოვუნახავთ ამ სახელს.
ჯერ ჩვენ დავუძახებთ დამახინჯებულ სახელს, შემდეგ ისინი უარესად დაამახინჯებენ და როდესაც გამოუცდელი
პატრონი მივა ზოომაღაზიაში, მიდი და მიახვედრე ახლა ზოომაღაზიის გამყიდველი რომელი საკვები გინდა. შეტენიან რაიმე უბედურებას.
იმ დღეს მე მტენიდნენ წონის საკვებს. (გამყიდველი რომელთანაც დაახლოებული ვარ, არ იყო იმ დღეს) რაჯიო მინდოდა ტალღოვანებისთვის, მითხრა მაქვსო და აწონვა დაიწყო. მეთქი პაკეტში რატომ არ არისთქო და წონით მაქვსო. არ ვიყიდე რა თქმა უნდა. რაჯიო წონით არ ყიდის საკვებს. მე მტენიდა ყველაზე დაბალი ხარისხის და უვარგის საკვებს, რომლისგანაც თუთიყუშები ავადდებიან. ხოდა გამოუცდელ ხალხს რას უზამენ?
თანაც ყოველთვის "ჩვენ" ხომ ვერ ვიქნებით ფორუმზე? ზოგი ოჯახს შექმნის და ფორუმისთვის ნაკლებად ეცლება, ზოგი კარიერას მეტ დროს დაუთმობს და შესაბამისად ფორუმზეც ნაკლებად ისაუბრებს, ზოგსაც უბრალოდ ინტერესი დაეკარგება. ხოდა მოვლენ სხვები, ვინებიც ჩაგვანაცვლებენ. (იმედია ჩვენზე მაგრები იქნებიან) ხოდა მომავალ თაობას მტკიცე საძირკველი დავუტოვოთ, რათა არ ჩამოეშალოთ ის, რასაც ჩვენ წლების მანძილზე ვაშენებდით. რაჯიო ერთ-ერთი აგურია.