Qetucha63-ე გვერდი უკეთ გადავიკითხე და სანამ ემის საკითხამდე მივიდოდეთ, მინდა აღვნიშნო 2 რამ.
თუთიყუშები (post #38208238) 1) გალიის ძირზე საკვების დაყრა არ შეიძლება.
ა. თუთიყუში ეჩვევა იატაკიდან ჭამას, სადაც არის სკლინტი, თუთიყუშის მტვერი და ბუმბულები. ხოდა შეიძლება სკლინტების ჭამასაც შეეჩვიოს (სადაც ბაქტერიებია) ან
ბუმბულის კაფსულების ღრნა დაიწყოს.
ბ. უმეტესად ყიდულობენ მოზარდ თუთიყუშებს. ხოდა საკვების მიღებისას ბარტყს დიდი ხნის მანძილზე მოუწევს დახრილ მდგომარეობაში ყოფნა, რაც გამოიწვევს
ხერხემლის არასწორ განვითარებას.
გ. არ უნდა გავატუტუცოთ თუთიყუში. ბუნებაში ისინი უამრავ კილომეტრს მიფრინავენ და ხშირად თავიანთი სიცოცხლის ფასად უწევთ საკვების მოპოვება.
ხოდა ჩვენ კი ყოველდღე საკვებურში მივართმევთ ხოლმე. ნება იბოძონ და მიირთვან.
2) ხელიდან ჩვენ მას ვერ ვაჭმევთ (მხოლოდ ერთხელ შემხვდა გამონაკლისი, ფაქტობრივად შეჩვეული თუთიყუში იყო, თუმცა კი არავის შეუჩვევია) რადგან იგი ჩვენ არ გვენდობა
და გალიაში ხელის შეყოფით, ჩვენ კიდევ უფრო შევაშინებთ მას.
როდესაც მოგწყვიტავენ საკუთარ ხროვას. დებს, ძმებსა თუ მეგობრებს, ვიღაც ადამიანები წაგიყვანენ სადღაც უცხო სახლში და 24 საათის განმავლობაში მოგშტერებიან, საკვების
გარდა სხვა რამეებზეც ფიქრობ. პირველ დღეს თუთიყუშს უნდა სიწყნარე და მყუდროება. ამ შემთხვევაში იგი თავად დაიწყებს ჭამას, როცა საჭიროდ ჩათვლის. მთავარია საკვებური იყოს მოხერხებული. რადგან ზოგიერთი საკვებურიდან მეც ვერ გამიგია თუთიყუშმა როგორ უნდა მიირთვას.
თავად იდეას და წამოწყებას მივესალმები, თუმცა კი ჯერ მგონი ძალიან ადრეა. სანამ 100 გვერდამდე ავალთ დავხვეწოთ ეს იდეა და დავამატოთ სხვა საჭირო და ახალ ინფორმაციებთან ერთად.

ახლა რაც შეეხება ემის, მოდი შევთანხმდეთ იმაზე რომ მას ნამდვილად უნდა გამოსვლა (ნაწერიდან ამის მიხვედრა ადვილია) მაგრამ ვერ ახერხებს ამას. ამიტომ უნდა მივეხმაროთ ამაში. მე ვხედავ მხოლოდ 2 სწორ გზას.
1) როდესაც კარს გაუღებ, კარებთან შეგიძლია დაუდგა "ქანდარა" რათა მასზე დადგას ფეხი და აი უკვე გამოსულია.

ხატვის ნიჭი არ გამაჩნია, თუმცა კი მგონი გასაგებია თუ რას ვგულისხმობ.
კონსტრუქცია პრიმიტიულია, დრო სულ რამოდენიმე წუთი სჭირდება. შედეგს კი სასურველს მოგვცემს.
2) მეორე გზა 100%-იან შედეგს მოგვცემს, მაგრამ ასევე გვექნება გარკვეული სახის უხერხულობებიც...
ვგულისხმობ გალიის სახურავის ახდას. ამ შემთხვევაში ემის ნამდვილად ექნება საშუალება გამოსვლისა, თუმცა კი
ა. როდესაც შენს სახლს სახურავს ხდიან, ცოტა არ იყოს და ნერვიულობ. მაგრამ ეს დიდი პრობლემა არაა, მალე შეაჩვევ და სახურავს როგორც კარებს, ისე შეხედავს.
ბ. თუკი სახურავზე საქანელა ან რაიმე სხვა გაქვს ჩამოკიდებული, ამ შემთხვევაში სახურავის ახდა გარკვეულ დისკომფორტს შეგიქმნის.
გ. სახურავი უნდა ახადო ძალიან ფრთხილად. ვინაიდან მეტალი, რითაც ბიბუსა და ემის გალიაა დამზადებული, ძალზედ მყიფეა და არ უნდა გატეხო ან გაღუნო.
დ. როდესაც გალიაში დააბრუნებ თუთიყუშებს და სახურავს დააფარებ, უნდა დარწმუნდე რომ ყველაფერი კარგად გააკეთე. წინააღმდეგ შემთხვევაში შენი თუთიყუშები ვერ იქნებიან უსაფრთხოდ.
მე პირველ ვარიანტს უფრო ვემხრობი. მართალია შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს და პირველ ან მეორე დღესვე არ გამოვიდეს. მაგრამ ნაკლებ რისკებთანაა დაკავშირებული.
მეორე ვარიანტი უეჭველ შედეგს მოგცემს თანაც პირველსავე დღეს.
This post has been edited by korela92 on 30 Sep 2013, 23:39