გააჩნია რომელ თუთოს გულისხმობ. ასევე გარემო პირობებსაც.
ბევრი სახეობა მოხვედრილა უცხო ბუნებაში, მაგრამ მშვენივრად მოახდინა ადაპტაცია და შთამომავლობასაც კი იძლევიან.
მიუხედავად იმისა, რომ სახლის პირობებში იყვნენ დაბადებულ - გაზრდილები.

საერთოდ ბუნებაში მტაცებლები არიან რთულად დასაბრუნებლები, რადგან ნადირობა უნდა ასწავლო.
თორემ "ვეგეტარიანელი" ცხოველ/ფრინველის ბუნებაში გაშვება, დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
მთავარია იმ გარემოში მისთვის შესაფერისი საკვები მოდიოდეს. თორემ სულ არაა აუცილებელი საკვებურიდან ჭამოს, ხიდანაც გემრიელად მიირთმევს

რაც შეეხება კატებსა და სხვა მტაცებლებს, მათ ინსტინქტი აქვთ რომ საფრთხისგან უნდა გაიქცნენ. მოკვდება მხოლოდ ის, ვინც სუსტია. მაგრამ სწორედ ესაა ბუნება,
ყველა ვერ გადარჩება. მთავარია სიცივეს გაუძლონ. არიან თუთიყუშის სახეობები, რომლებმაც მშვენივრად მოახერხეს სიცივესთან გამკლავება, მათ საქართველოს კლიმატზე
უფრო მკაცრ პირობებში მოახდინეს გადარჩენა და გამრავლებაც. ასე რომ ჩვენთანაც შეძლებენ ცხოვრებას