2013 წლის 13 სექტემბერი
ცუდი დედები მარტო ადამიანებში როდი გხვდებიან...
30 აგვისტოს ჩინეთის ერთ-ერთი ზოოპარკის თანამშრომლები საშინელი მოვლენის მოწმენი გახდნენ - დედა-სპილომ თავისი პირმშოს გასრესა მოინდომა პრაქტიკულად დაბადებისთანავე.
ვეტერინარებმა, რომლებიც მშობიარობას ესწრებოდნენ, ეს მოვლენა თავიდან შემთხვევითობად ჩათვალეს, პატარა სპლიყვს ჭრილობები დაუმუშავეს და ორი საათის შემდეგ დედას დაუბრუნეს - მაგრამ, ჰოი საოცრებავ, დედამ კვლავ მოინდომა შვილის გასრესა.
ამჯერად ზოოპარკის თანამშრომლებმა დედა-სპილო უკვე სამუდამოდ მოაშორეს თავის პირმშოს. დედის გარეშე დარჩენილმა ახალშობილმა დედის უარყოფა ვერ აიტანა და, როგორც ზოოპარკის თანამშრომლები იუწყებიან, ხუთი საათი პატარა ბავშვივით ტიროდა.
ახლა ის თავს უკეთესად გრძნობს, და, როგორც ჩანს, თავის დედიკოდ ზოოპარკის ერთ-ერთ თანამშრომელი ჰგულვობს, რომელსაც ძალზედ დაუახლოვდა.


