არც მე

ბევრ ჩემთვის მნიშვნელოვან ადგილას კორპუსებს აშენებენ.
ყველგან კორპუსებს ტენიან, ეს ხალხიც რატომ ყიდულობს იქ ბინებს გაუგებარია.
ბინაში სადაც წლობით აპირებ ცხოვრებას და თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილის გატარებას, ხედი ხომ უნდა გქონდეს ფანჯრიდან?
სარკმელში გაყოფ თავს და მეზობელ კორპუსს მოარტყავ ცხვირს

მთელი დღე ჩაბნელებული ხარ, მზის შუქი არ შემოდის და რა ვიცი უკვე
აუტანელი გახდა აქ ცხოვრება. ისე უხეშად და უგემოვნოდ ტენიან ამ კორპუსებს. არადა ნახევარი ქალაქი დასანგრევი (ავარიულ სახლებს ვგულისხმობ, უკვე 3-ჯერ რომ
გაუვიდათ ვადა) და ხელახლა ასაშენებელი გვაქვს. დავანგრიოთ ეს 3-5 სართულიანი კორპუსები და მათ ადგილას მაღალსართულიანი კორპუსები ავაშენოთ.
პარკების გასაშენებლადაც გამონთავისუფლდება ადგილი. ბავშვები ისეირნებენ, მოხუცები დომინოს ითამაშებენ, ახალგაზრდები ივარჯიშებენ, ჩვენი თემის წევრები
ძაღლებს გაასეირნებენ (ოღონდ ფეკალიები აიღეთ

) ხოდა სასიამოვნო იქნება ქალაქში ცხოვრება. ჰაერიც გასუფთავდება და ფანჯარაში თავის გაყოფისას, სხვის კორპუსს
არ დაეჯახები