Maiko Shamugiaრა საყვარელია ნალა,როგორ იჭყიტება ნაძვის ხიდან, აბა ნამდვილი ხეები არ ვაღირსეთ ჩვენს კატებს და
Power_VANOმეც როიალკანინს ვაჭმევ, არც ვისკასით მოუვა რამემე მგონი ეს უბრალოდ ფირმებს შორის გაჩაღებული ბრძოლაა, თორემვიცი საზღვარგარეთ პოპულარულია ვისკასი.
აუცილებლად აცერი, ცოფზეც და კომპლექსურიც. ცოფის გარდა კიდევ უამრავი რამ შეიძლება დაემართოს კატას, რომლისგანაც მასაც იცავს აცრა და თქვენც.
ჭიის წამალსაც აუცილებლად უნდა აძლევდე წელიწადში 3-ჯერ მაინც, ეს 2,5-3 წლამდე, რადგან მერე იმუნიტეტი უჩნდებათ ვთქვათ ექინოკოკზე და უკვე წელიწადში ერთხელაც საკმარისია. ასე ამიხსნა ვეტერინარმა. 3 ლარი ღირს მგონი ჭიის წამალი დრონტალი, რომელიც ძალიან კარგია. 4 კილოზე 1 აბი უნდა ერთკერადად 3-4 თვეში ერთხელ.
გაუღებ პირს და რაც შეიძლება ღრმად ჩაუდებ ხახაში აბს, მერე პირზე მოკიდე ხელი, რომ ვერ გააღოს და ჩაყლაპავს მალევე.
ჩემი ძალიან ადვილად ყლაპავს.
რწყილების, ტილებისა და ტკიპებისგან დამცავი კარგი საშუალებაა ადვენტეიჯი, რომელსაც კისერზე დაასხამ, ისეთ ადგილას რომ ვერ აილოკოს და 2 დღე არ აბანავებ, 1-2 თვე ყოფნის ზაფხულში, ზამთარში არ სჭირდება მაინც და მაინც.
თუ წლისა და მეტისაა, მაშინ როგორც მაიკომ გირჩია, ანტიპარაზიტული საყელური უყიდე და 6 თვე იცავს მკბენარისგან.
აცრა კი კომპლექსური მგონი პირველ წელიწადს ორჯერ უნდა (მე უკვე აცრილი ვიყიდე და არ ვიცი) და ცოფის აცრა კი-11 თვეში ერთხელ.
მიიყვანე ვეტთან დაგეტყვის ყველაფერს, ან შენ მიდი და აგიხსნის, როგორ უნდა გაუკეთო შენ თვითონ აცრა