აურას რაც უფრო ვაკვირდები, მთლად კატის ხასიათი მართლა არ აქვს: არც კნავის, არც ზედმეტად გვაწუხებს, მოთმინებით ელოდება, როდის გავიღვიძებთ. ამ ახალ წლებზე 12-ზე ვდგებოდით და ხმა არ ამოუღია, რომ ავდგებოდით, ერთ ,,აა"-ს დაიძახებდა და ეგ იყო, დასკუპდებოდა ჯამთან და ელოდებოდა, სანამ მე აბაზანას მოვივლიდი

ერთიე ეგ იცის, კარადის თავზე ახტება და იქ ატარებს სამძებრო სამუშაოებს

თU ახმაურდება, ერთ ,,აურა Fუუ"-ს ვეტყვი და ჩამოვა, გადის მეორე ოთახში, ან ფანჯრის რაფაზეაძვრება ხოლმე

არც სტუმრების ერიდება, ყველას დასუნავს, კალტაზე გადაუვლის, მერე ზურგზე უსუნავს და წავა,მერე იგივეს იმეორებს და ასე

არც ბავშვებს გაურბის, თუ ძალიან პატარა ბავშვია, შორიდან მოუვლის ხოლმე. ძალიან პატარები აწვალებენ და მეშინია არ ჩამოკაწროს, თუმცა არ უბრაზდება.
ერთია, და ბირდი უყვარდა და ახლა მაინც და მაინც აღარ აინტერესებს და მეცოდება

რითი გავართო,არ ვიცი.
უი მართლა წყალი უყვარს ძალიან, კატეგორიულად მოითხოვს აბაზანაში ონკანის გაღებას, ონკანთან ჯდება და ,,მა,მა"-ს იძახის. თუ შხაპი გავხსენი, გიჟივით მორბის ბინის ნებისმიერი კუთხიდან, აბაზანაში ხტება და წყალს უყურებს, Oნკანიდან უყვარს წყლის სმა.
ამით ვისარგებლეთ და ვაბანავეთ

ძალიან არ გაუპროტესტებია, 1-2-ჯერ ამოხტომა მოინდომა და მერე გაჩერდა. ფენითაც გავაშრეთ, სანახევროდ, საერთოდ არ ეშინია ფენის, მაგრამ აღარ მოისურვა გაშრობა, წავიდა და რადიატორზე დაწვა

აი ასეთი საყვარელი ბიჭი მყავს
This post has been edited by upwave on 7 Jan 2014, 02:51