გამარჯობა, ამ თემაში ახალი ვარ

ცოტა ხნის წინ გადმოვედით საკუთარ სახლში და მინდა დავტესო სხვადასხვა ყვავილები ეზოში. ნუ სახლშიც მინდა ქოთნის ყვავილები, ბონსაი და ა.შ.. ახლა ზამთარში პატარა ბოსტანი გავაკეთე სახლში ქოთნებში

) მწვანილი მაქვს დათესილი
მოკლედ გამოვიწერე სხვადასხვა ფერი ორქიდეის თესლი და მიდევს

როგორც მოვიძიე თურმე საკმაოდ რთულია თესლის გაღვივება.. და შესაფერისი პირობები ჯერ ჯერობით არ მაქვს.
კიდევ გამოვიწერე პეტუნიას თესლი. ჩავთესე შავ მიწაში მაგრამ ძვრა არ აქვს... იქნებ რამეს არასწორად ვაკეთებ..

თუ ვინმეს დაგითესიათ პეტუნია იქნებ მასწავლოთ როგორ მოვიქცე. ჰო კიდევ სხვადასხვა ფერი ვარდის თესლები მაქვს და ამ თემაზეც შემაწიოთ იქნებ ერთი-ორი სიტყვა