დღეს ვიყავი კოლნმეურნეობის მოედანზე.
არც შევადრი დეზერტირებს,ადრე იქ უფრო მეტი არჩევანი იყო.
ისეთი სილამაზეა,სული შემიგუბდა ყველაფერი მომინდა
პატარაა ჩემი ბაღი და არც მე ვარ დიდი დიზაინერი,თორემ შეიძლებოდა წალკოტის გაკეთება.
ვარსკვლავებს (სოფელში ასე ჰქვია) და ზამბახებს მიაქვთ იქაურობა,დიდ ადგილეს იჭერენ.
მეც ვცდილობ ისეთი ავარჩიო,ლამაზი და დიდი მოვლა არ ჭირდებოდეს.
არ მიყვარს დიდად აზალია,მაგრამ ისეთი ჯუჯა ხე იყო,წითელი ,ძალიან წითელი ყვავილებით,მოკლედ ულამაზესი.
ფასებიც არ არის ძალიან მაღალი.
ახლა რაღა იქნება და შემოდგომაზე უნდა მოვაშორო ზედმეტი ვარსკვლავები და ზამბახები.
ვისაც უნდა ეზოსთვის ,სიამოვნებით მოგცემთ.ძალიან მალე მრავლდება.