ყველაზე ნამდვილი სიტყვებია
სიცოცხლეში დააფასეთ,სიცოცხლეში გვიყვარდეს,
თორემ მკვდარს ჩვენი სიტყვები არაფერში არ არგებს.
სიცოცხლეში მოეფერეთ სიცოცხლეში აკოცეთ ,
მკვდარი უკვე ვეღარ იგრძნობს შუბლზე ტუჩს რომ დაადებ.
კაცი თურმე როცა კვდება ყველას მაშინ გვიყვარდება,
სიცოცხლეში ხშირად ვამბობთ ის არ არის ვინც ჩვენ გვინდა,
ცოცხლები რო ლექს დაწერენ ცუდი ლექსი გვგონია,
რომ მოკვდება მერე ვიტყვით გენიოსის ხელია,
ცივები ვართ ბოღმები ვართ, ჩვენზე წინ თუ ვინმე დგას ,
სიცოცხლეში არ ვიტყვით და თუ მოკვდება ვტირივართ.
რატომ ? რისთვის ? ნუთუ არ გსურს ცოცხალი დავაფასოთ ?
როცა შექმნის ვინმე რამეს შევუქოთ მოვუწონოთ გავახაროთ ავატიროთ ბედნიერი გავხადოთ.
რო მოკვდება რაღად უნდა ჩვენი ქება დიდება,
ის ხომ უკვე ვეღარ გვხედავს მხოლოდ ღმერთი სჭირდება
მისი სული მაღლა იფრენს და ზევიდან დაგვცინებს ,
უბადრუკებს უმაქნისებს და უნახავ ორპირებს ..
პაპის პაპით პაპის პაპით ასე იყო გრძელდება ცოცხლებს ჩვენ ვერ ვაფასებთ ,
მკვდარი უფრო გვჭირდება.
სიცოხლეში დააფასეთ , სიცოცხლეში გვიყვარდეს ,
თორემ მკვდარს ჩვენი სიტყვები არაფერში არ არგებს
This post has been edited by Qetucha on 13 Oct 2013, 14:38