რწყილებზე რას ხმარობთ? კატოს შეეყარა
სოფოს და კატოს თავგადასავლებს ვინც თვალყურს ადევნებდით, ე.ი. ბოლო სერიაში სოფო იყო გამხდარი, აღებინებდა და აღარ ჭამდა და ექმითან ვერ წავიყვენეთ რადგანაც ველურია. კიდევ უფრო წინა სერიებში სოფო აღარ მელაპარაკებოდა და მაიგნორებდა.
და ცოტა ხნის წინ მეც და დედაჩემსაც დაგვიწყო პრანჭვა, რაც მადლობით მივიღეთ
გუშინ ამოვიდა ირა ჩემს აივანზე და მელაპარაკება სოფოზეე
თან კატოს ეფერება და იძახის სოფომ რომ დამინახოს იეჭვიანებსო
უცებ ყვირის არაა არაა
გავიხედე და ამოხტა ეს სოფო აივანზე და დაეჭიდა კატოს. დავუყვირე, რეაცქია ნოლი, არ შეეშინდა და გაქცევის მაგივრად კატო სახლში რომ შევარდა იმას შეყვა. ყველა ოთახში იბრძოლეს საშნელი ხმები ისმოდა
თან ჩვენც ვყვიროდით

ირა უყვიროდა მამაჩემს წყალი დაასხიო, მამაჩემი ვერ დადის, ფეხი სტკივა და დაიწყო ბრაგუნი სახლში. ის წყალი მგონი ტელევიზორს შეასხა კატის მაგივრად
თან ეს ორივე მე მედება ფეხებში და ვერ ვაშველებ კატებს
ირა კი კარგად დარბის მარა წინ ჩამიდგებოდა და გაშველების მაგივრად ვაივაის იძახდა
მერე დედაჩემი გამოვარდა გულგახეთქილი, მაგას გონებია, რომ სოფო მე დამესხა თავს და რა არი ეთა რა არი, საცოდავი ხმით კივის
ბოლოს ისევ აივანზე გავარდნენ და ნაომარს დაამსგავსეს იქაურობა, ყველა სკამი და მაგიდა ამოტრიალებული იყო. მე ფეხით მოვაშორე სოფო. კლანჭიც არ უხლია ჩემთვის და კატოს რაც შევამჩნია, სულ გარბოდა და თავს იცავდა მარტო
ამას იმიტომ ვყვები, რომ მერე ირა ამოვიდა და ამოიტანა კლანჭი, რომელიც სოფოს თავში ერჭო
იეეეეეეეეეეეეეეეს
კატოს არაფერი სჭირს, მარტო ზურგზე აქვს ამოგლეჯილი ბეწვი ერთგან და სოფოს ბევრი ბეწვი ყრია ყველა ოთახში. არც იმას აქვს რამე ჭრილობა.
გაწეწა მოკლედ