ეს წერილი ჩვენი ფორუმიდან გადმოვიტანე, სადაც კატებზე გავხსენი თემა, იქ სხვა სურათები და ვიდეოც კი მაქვს ამ ჭკვიან არსებებზე
მიუხედავად ჩემი ადრინდელი ნეგატიური დამოკიდებულებისა ამ არსების შესახებ, ერთმა პატარა კნუტმა შესცვალა ბევრი რამ.
გეხსომებათ, ვწერდი რომ ვერ ვიტან კატებს, კატისნაირები კი ჩემი ფავორიტი ცხოველებია.
ვერ გამოვიდა ეგ საქმე.
ისე შემაყვარა თავი, სულ მაგის ძებნაში ვარ, თვითონაც მეძებს ხოლმე და ერთი უნდა დაინახოთ, როგორ მეგლისება ფეხებში.
მაგარი ვინმეა, ქალებმა ნინა დაარქვეს, არადა ნინის ეძახიან, მე ცუცას ვეძახი.
დაჩიპულია, ვინიცობაა და დაიკარგოს, მიიყვანენ თავშესაფარში და დაგვიკავშირდებიან.
გაიზარდა, კნუტი აღარ ეთქმის.
მაგარი სერიოზული გოგო გამოდგა.
4 ივლისს, ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, ჰოდა ამათაც მეტი რა უნდათ?, ურახუნებენ სალუტებს.
იმავე ღამეს, როცა ისვრიან, ძალიან ბევრი შინაური ცხოველი იკარგება, უყურადღებოდ რჩება პატრონისგან და თავშესაფარის ძებნაში, გარბის უგზოუკვლოდ.
ჩემი უფროსი გოგონა იყო წასული თავის მეგობრებთან ერთად პორტლენდში, ეს ყველაზე დიდი ქალაქია ამ შტატში, იქ უფრო მაგრებს ისვრიანო :haha: და იქ იპოვა ეს კნუტი.
იცის აქაური კანონები და მაშინვე დაკავშირებია ცხოველების თავშესაფარის ოფისს, მისცა ამ წრიპას მონაცემები და ჩვენი მისამართიც დასტოვა, რადგან მომავალში პატრონს გადავაბარებდით უსასყიდლოდ.
გავიდა რამოდენიმე კვირა და არავინ დაგვიკავშირდა.
წავიყვანეთ სან-დეპში და ყველა საჭირო გამოკვლევა და აცრა ჩაუტარეს.
გამოვიდა ისე, რომ ჯიშიანია ეს მჩხავანა.
EGYPTIAN MAU/ეგვიპტური მაუ/ ჰქვია ამ მოუსვენარს.
კი არის ეხლა 6 თვის, ჩვენ ხომ არ გვასვენებს, აი ფინტიკოზა/კურდღელი გვყავს ასეთი/ დატანჯული ჰყავს.
ეს ცელქია ის კიდევ ბოთე, ჰოდა ვერთობით მათ ცქერა-მოვლაში.
ეს მისი კნუტობის სურათია.