უყვარს კი ისე უყვარს ბარტყებზე ფიქრობს უკვე ბიბუ
მაგრამ ემი არ ფიქრობს მაგაზე ჯერ და ზედმეტების უფლებას არ აძლევს.

ბუმბულების გასწორება და ერთმანეთის ჭმევა კი ბატონი
ბიბუს რამე რო არ მოეწონება ჭყივის და გალიის გისოსებს ცხვირს ურტყავს და აი აი -ს იძახის გაბრაზებული ხმით
ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხასიათებით ემი მშვიდია არ უყვარს გარეთ დიდხანს ყოფნა მალე შედის გალიაში ხოლმე
და ბიბუ ოღონდ გარეთ იყოს ჭამა დალევა სულ დაავიწყდება და არ შედის თავისით ხოლმე
მაგარი გიჟი და ცანცარაა
მოტყუებით შევსვავ ხოლმე

თუ ძალიან არ მოშივდა არ არსებობს თავისით შევიდეს
ემი გალიაში როცაა და ბიბუ გარეთაა აპროტესტებს და საჭმლის ჩასყრელს პირს კიდებს ქვეშიდან და უნდა გადმოყაროს

დავაკვირდი და როცა ბიბუ გარეთაა ვერ იტანს უნდა ისიც შიგნით ყავდეს
ემი 2013 წლის 26 აგვისტოს მოვიყვანე 7თვის ჰოდა მაინც არ მენდობა ბოლომდე
ემიმდე სხვა მყავდა მიმი ერქვა მაგარი ქაჯი იყო და აგრესიული ბიბუს მიმართ
და მომიკვდა მერე
გალიიდან გამოვარდა და ფარდას ჩამოეკიდა ჩამოვარდა და მოკვდა ვერ გავიგე რა მოუვიდა
სხვა დროს ჩვეულებრივად გამოდიოდა და დაფრინავდა ხოლმე
ახალი ნაყიდი მყავდა 2 კვირაც არ იყო სრულად გასული მოყვანიდან
ძალიან ცუდად ვიყავი დავმარხე მერე
ბიბუ ჩუმდება სტუმრები რო მოდიან არ უყვარს რო აკვირდებიან იმის მოლოდინით რო ილაპარაკოს
თუ ყურადღებას არ მიაქცევენ ჩუმად ბურტყუნებს ხოლმე ანუ არ უყვარს რო აკვირდებიან
თან ირჩევს სტუმრებსაც ყველასთან არ მიდის ვინც მოეწონება იმასთან.
მთავარია ვინმე უთხრას მოდი გაკოცოო რო არ მოწონდეს მაინც მივა და დაუცდის რო აკოცოს ცხვირზე არ აკოცებ და იკბინება მერე
This post has been edited by Qetucha on 12 Feb 2014, 17:48