პირველი კვერცხის დადებიდან დედალი მიყოლებით რამოდენიმე კვერცხს დადებს ერთი ან ორი დღის შუალედით.
კვერცხებზე ჯდომა შეიძლება 2 ან 3 კვერცხის შემდეგ დაიწყოს, მაგრამ საშიში არაფერია.
კვერცხებზე ჯდომის პერიოდში დედალი ძალიან იშვიათად და ძალიან ცოტა ხნით ტოვებს ბუდეს, მისი გამოკვება მამალს აკისრია.
პირველი კვერცხის დადებიდან 17-20 დღეში ბარტყები დაიწყებენ გამოჩეკვას იგივე თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც იყო კვერცხები დადებული. ახლა უფრო მეტი დამატებით საკვების შეშველებაა საჭირო.
მხოლოდ მშრალ მარცვლეულზე რომ არ იყვნენ, ხილ-ბოსტნეულთან ერთად შეგიძლიათ მისცეთ მაგრად მოხარშული კვერცხი და ასევე უზეთოდ და უმარილოდ მოხარშული წიწიბურა.
ბარტყებს დედალიც აჭმევს და მამალიც. ზოგჯერ, როცა ძალიან ბევრი ბარტყია და მშობლები გამოუცდელები არიან შეიძლება ვერ მოახერხონ ყველას თანაბრად გამოკვება. ამის შენიშვნა ადვილია თუ ბარტყების ჩიჩახვს შეხედავთ. ჩიჩახვი ცარიელი არ უნდა იყოს!
ბუდის შემოწმება შეიძლება, ოღონდ ძალიან ხშირად არა. არასოდეს შეეხოთ ბარტყებს , რადგან შეიძლება დედამ ამის შემდეგ აღარ გამოკვებოს ან უარეს შემთხვევაში მოკლას.15 დღემდე ბარტყები ძალიან მგრძნობიარეები არიან სინათლეზე, ამიტომ მოერიდეთ სურათების გადაღებას.
1 თვის შემდეგ ბარტყები ნელ-ნელა იწყებენ ბუმბულით შემოსვას და ბუდიდან გამოსვლას. თუმცა ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად ჭამას, ამიტომ ნუ განაცალკევებთ მათ მშობლებისაგან.ამ პერიოდში უკვე შეიძლაბა მათი ხელში აყვანა .
ბუმბულების სრულად ამოსვლის შემდეგ ბარტყებს უკვე ფრენაც შეუძლიათ.
2 თვის ბარტყი უკვე მზადაა დამოუკიდებლად იცხოვროს
გაითვალისწინეთ
სახლის პირობებში გამრავლება ყოველთვის ბედნიერად არ სრულდება. დედლისთვის ბარტყების აღზრდა დიდი სტრესის ტოლფასია. გამოუცდელ მშობლებს ხშირად ბოლომდე ვერ მიჰყავთ დაწყებული "საქმე".
ხანდახან დედალს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება, ზოგ შემთხვევაში - კვდება.
ასევე გასათვალისწინებელია ბარტყების ბედი. ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სახლში დაიტოვოს 6 ან მეტი ჩიტი.
ამიტომ წინასწარ იფიქრეთ სად "გააშვილებთ" ბარტყებს : )
ისე მამალი რო არ აჭმევს ცუდია ეგ
kruwiმე ქეთი გოჩიტაშვილით
This post has been edited by Qetucha on 18 Apr 2014, 22:36