გამარჯობათ,
ე.ი. მაქვს საინტერესო ამბავი - ერთი მხრივ იმათთვის დამამშვიდებელი ვისაც ბარადამ შეუტია...
ანუ: ადრე რაღაც ისე წამივიდა სიტუაცია რომ აკვას წყალს ვერ მოვუარე და შედეგმაც არ დააყოვნა. ----- ბარადა, და ანუბიასს იმენნა გადაუარა, გრუნტიც გააბანძა თან ანუბიასის ფოთლები მუქი ფერის წერტილებით იფარებოდა....
არაფერი ქიმიები არ გამომიყენებია, წყლის ცვლა იდეალურად დავიწყე... + ერთი ამპულარია მოვიყვანე + რამოდენიმე ახალი მცენარე დავამატე,
სურათი ნელ ნელა ივლება უკეთესობისკენ... ბარადა და შავი წერტილები ნელ ნელა ქრება, ოღონ იცით როგორ? მოცილებულებს ვპოულობ ფილტრზე მიკრულს
ვიცი რომ ამ ბარადას არაფერი არ ჭამს ხოდა რამ უშველა რას ფიქრობთ? ნუ წყლის ცვლა და პარამეტრები კი მარა... ნაღდად არ მეგონა რომ ბარადას დავამარცხებდი ისე რომ თევზებს და მცენარეებს არ ვავნებდი...