მე და აფრიკული ციხლიდები
(მემუარი)
პირველად აფრიკულ ციხლიდების არსებობზე 2005 წელს გავიგე. შეიძლება ცოტა ადრე ან გვიან. რომელიღაც ქართულ არხზე, დილის გადაცემაში იყო .
ერთ კაცს ყავდა და ყვებოდა მათ მოვლაზე, ხასიათზე. მისი აკვარიუმებიც ჩვენეს. ეხლა ვერ ვიხსენებ რა თევზები ყავდა, მაგრამ, ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ დავრჩი, გადავირიე
მახსოვს ვიფიქრე, რომ ეს თევზები აუცილებლად მეყოლებოდა.
რამოდენიმეგან ვიკითხე ზოოში, მგონი გაგებულიც არ ჰქონდათ

მაშინ ოქრიკებს თუ ნახავდა კაცი , მაქსიმუმ სკალარებს
ლონკაში დავრჩი
მერე სკალარები მყავდა და მიმავიწყდა კიდევაც აფრიკელების ამბავი.
თუმცა, სამი წლის წლის წინ ვნახე ინფო მაგათზე და ორმაგად მომინდა მათი ყოლა . უკვე იშოვებოდა რაღაც ჯიშები თბილისში.
თბილისი ფორუმიც აღმოვაჩინე. სამი თემა იყო მგონი მაშინ გახსნილი და საზეპიროდ ვისწავლე
აფრიკელების ხასიათზე და თვისებებზეც მაქედან შევიტყე დაწვრილებით.
ასიანი აკვარიმი მოვაცუნცულე სახლში (გაოცებული ჩემი ქმრის და ოჯახის სახეები არ შევიმჩნიე) და წყალქვეშა კლდის დეკორაციის შექმნას შევუდექი, პენოპლასტის და ცემენტისგან

აი მაშინ გავწევრიანდი ფორუმზეც. ალბად ახსოვთ ძველ ფორუმელებს , შტორმით რომ შემოვვარდი, ჩემი დეკორაციებიანად

ლაშამ ორი ჯექსონიც კი მაჩუქა, სასტარტოდ , გია ძიამ ანციკები

გადავირიე სიხარულით
იმ ასიან აკვას ორასიანი მოყვა, მერე ორასიანს ოთხასიანი

ოჯახის წევრების გაოცებული სახეები ბედს შეგუებულ სახეებად გადაიქცა
ამ ეტაპზე სამი აკვარიმი მაქვს, 400, 100 და 60 ლიტრიანი. ყველგან აფრიკელები მყავს
ხშირად მეკითებიან, რატომ აფრიკა და არა სხვა რამე სახეობა.
მე კი ვფიქრობ, ისინი ჩემი ბავშვობის ასრულებული ოცნება არიან
This post has been edited by nat_ka86 on 26 Mar 2014, 02:11