isida8ამბობენ, ქვესკნელს ორი შეზორხოცებული ბებერი გმირი ეწვია, სკნელში ქალები არ დადიან ჩვენი სადარი და აწი პერსეფონე თუ დაგვატკბობსო. ამ თავხედმა სტუმრებმა ჰადესს პირდაპირ მიახალეს: შენი პერსეფონის წასაყვანად მოვედითო (ზუსტად ისე, როგორც "შერეკილებში" მარგალიტას წასაყვანად, ოდნავი სახეცვლილებით).
სახე აელეწა ჰადესს, წამოჭარხალდა, მერე უცებ გაფითრდა. მარტო თვალები ბრიალებდნენ ფერწარსულ სახეზე, უხმოდ მიუთითა სკამზე და ჟესტით ანიშნა დაბრძანდითო.
დასხდნენ პეირითოსი და თეზევსი, და ვეღარც წამოდგნენ – ლეთას გოდებისა და დავიწყების ტახტი ხაფანგი აღმოჩნდა ელინთა შვილებისთვის.
და დარჩნენ ისინი მიჯაჭვულნი, სანამ ჰერაკლე არ მოვიდა და არ იხსნა თეზევსი – მაინც პოსეიდონის შვილი იყო, პეირითოსი კი დღემდე ზის თურმე ტახტზე და იტანჯება

ჩემი ჰადესი, როგორ დამიჩაგრეს
ეს ის სურათი არაა, რომელიც მე წარმომიდგენია ჩემს გონებაში, მაგრამ წავა რა
პ.ს. დანარჩენიც გავაგრძელო?
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)