ორფეი - დედამიწის ყველადროის საუკეთესო პოეტი და მუსიკოსი (აპოლონის ნაჩუქარ ლირაზე უკრავდა). ევრიდიკე - დრიადა იყო.
შეუყვარდათ ერთამენთი, დაქორწინდნენ (რა ბანალურია

), როდესაც ორფეი თავის ლირაზე უკრავდა, ცხოველები მის გარშემო მუსიკის მოსასმენად მთელი ტყიდან მოდიოდნენ.
ერთ დღეს ორფეის არყოფნის დროს მოხდა უბედურება და ევრიდიკემ გველს დააბიჯა, რომელმაც სასიკვდილოდ მოშხამა ჩვენი დრიადა.
გულგატეხილმა, ორფეიმ გადაწყვიტა ჰადესში ჩასვლა და აიდისთვის მისი ტურფას დაბრუნება ეთხოვა, მაგრამ მიწისქვეშეთის სამყაროს მერე უარზე იყო. მაშინ ამოიღო ორფეიმ თავისი ლირა, დაუკრა და იმღერა სიმღერა სიყვარულზე, რითიც აიდის და პერსეფონეს გულები დაადნო. მოკლედ რომ ვთქვათ, აიდი დათანხმდა ევრიკიდეს სულის გაშვებაზე, ოღონდ ერთი პირობით - სანამ იწის ზედაპირზე ამოვიდოდნენ, ორფეის უკან არ უნდა მიეხედა. ორფეი დათანხმა, მაგრამ დაბრუნების დროს არ სცილდებოდა გრძნობა, რომ აიდმა იგი მოატყუა და აი, როდესაც უკვე დღის სინათლე გამოჩნდა, ბედკრულმა ვეღარ გაუძლო, გაიხედა უკან და დაინახა, თუ როგორ ემშვიდობება ხელის ქნევით მისი საყვარელი.
ბოლოს მოკლეს ორფეი, მაგრამ ეს სხვა ამბავია

როგორც შემეძლო, მაქსიმალურად მოკლედ დავწერე

აიდთან "ხუმრობა" კარგად არავისთვის დასრულებულა. სიზიფეს ამბავს ვგულისხმობ :შ
This post has been edited by Jaguar paw on 4 Mar 2014, 22:03