PuTKiiIრუსები "კურას" ეძახიან
sallli1აუ, ყურები ხო აქილევსის ქუსლია სპანიელებისთვის

საწყალი ნენსი, ამ წვიმიან ამინდში კიდე ეგ უნდოდა?
isida8ეგ იმიტომ გითხარით, პერიოდზე წარმოდგენა რომ გქონოდათ და შეძლებისდაგვარად მიმხვდარიყავით როდის მეფობდა მურსილი

და ისე, ერთ მშვენიერ დღეს უგზავნის ტუტანხამონის ცოლი ამ ჩვენ სუფილულიუმას წერილს, გამომიგზავნე შენი ვაჟი, სამეფო სისხლისაა და ჩემი ქმარი იქნება, ეგვიპტეს ვმართავთო, მეო დავქვრივდი, შვილებიც არ მყავს და სულ არ მინდა რომელიმე მსახურის თავზე დასმაო

გაგიჟდა თურმე სუფილულიუმა, ეს რა მოუწერია ამ ქალს, მგონი მატყუებსო, გაგზავნა მსტოვარი, რომელმაც მოახსენა, კი მომკვდარა ტუტანხამონი და ახლა ეგვიპტის ტახტი ცარიელია, ფარაონი არ ჰყავთო. ფარაონის ქვრივმაც, რატომ გგონია რომ გატყუებო.
დიდად ყოყმანობდა და ბოლოს მაინც გაუშვა ერთ-ერთი შვილი, მაგრამ ვაი რომ ხეთი უფლისწული ვერ შევიდა ეგვიპტეში. საზღვართან მოკლეს. სავარაუდოდ ქურუმის ხალხმა. იცით ალბათ, ტუტანხამონის სიკვდილის მერე (და მანამდეც არ იყო საქმე მთლად კამფეტივით), ატყდა ბრძოლა ტახტისთვის. ტუტანხამონის ქვრივს რა ბედი ეწია, ალბათ ესეც იცით: ქურუმმა ცოლად შეირთო და მე ვარ ახლა ფარაონიო...
საერთოდ, ეგვიპტეში ფარაონები კი იყვნენ მამაკაცები, მაგრამ სამეფო ხელისუფლება თუ მეფობის უფლება ქალიდან გადადიოდა. ამიტომ ჰყავდათ ფარაონებს დები, დედები პირველ ცოლად

უხეშად რომ ვთქვათ: თუ ცოლად გყავს ფარაონის ოჯახის წევრი ქალი, ესე იგი შენ უფლება გაქვს ფარაონის ტახტზე. საერთოდ, ეგვიპტელები საკუთარ პრინცესებს არ ათხოვებდნენ უცხოებზე. ეს გაუკვირდა სწორედ სუფილულიუმას. არ ელოდა და მგონი გულიც უგრძნობდა, იმიტომ რომ მერე შვილი დაკარგა

მააარა ზატო შვილიშვილმა მუვათალიმ "იძია" შური და ცნობილ ქადეშის ომში დაამარცხა რამზესი.. დაამარცხა ეს იმიტომ ვამბობ, რომ მართალია ომი ფრედ დამთავრდა, მაგრამ პირველი ვინც გამოიქცა, იყო რამზესი და მისი ეგვიპტე
პ.ს. თურქი ექიმების ინგლისური მკლავს

მე კიდე ჩვენებზე ვიცინოდი, ვაი ვაი