ზონარკუდასებრნი (Cordylidae) –
სცინკისმაგვარნის (Scincomorpha) ქვერიგის დაჯაშვნული და სქელი წიბოვანი ქერცლით დაფარული ხვლიკების ოჯახი, რომლებიც სუბსაჰარული აფრიკის
(საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე აფრიკის ნაწილი) ენდემური ქვეწარმავლები არიან. ოჯახში მოიცავს 80 დასახელების ტაქსონის (გვარი, სახეობა, ქვესახეობა და ა.შ.), რომელთა უმეტესობა ძლიერ ადაპტირებულია კლდეებზე ცხოვრებისათვის, რაც თავის მხრივ ოჯახსშიდა მაღალი მორფოლოგიური და ქცევითი მრავალფეროვნების წინაპირობა გახდა. ტრადიციულად, ზონარკუდასებრნის ოჯახი 4 ძირითად რიგად იყოფოდა:
პლატიზავრები (Platysaurus) – მსუბუქად დაჟაშვნული და ძლიერად შებრტყელებული სხეულის მქონე ხვლიკები, რომლებიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლური აფრიკის კლდოვან ლანდშავტებში ბინადრობენ. სხეულის უნიკალური აღნაგობა საშუალებას იძლევა საფრთხის შემთხვევაში სამალავის სახით ნაპრალები კლდეებში გამოიყენონ;
ქამეზაურები (Chamaesaura) – გარეგნულად გველების მსგავსი ხვლიკების გვარია, რომლებისთვისაც დამახასიათბელია რედუცირებული კიდურები და გრძელი სხეული. ქამეზაურები სამხრეთ-დასავლური აფრიკის მდელოებში ბინადრობენ;
ცრუზონარკუდიანები (Pseudocordylus) – საშუალოდ დაჯაშვნული სხეულის მქონე ხვლიკების გვარი, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში გვხდებიან კაპის და
დრაკონის მთაგრეხილებზე, ასევე
ლესოთოს და
სვაზილენდის კლდიან ტერიტორიებზე;
ზონარკუდიანები (Cordylus) – მორფოლოგიურად და ეკოლოგიურად მრავალფეროვანი, ძლიერად დაჯაშვნული, სამხრეთი აფრიკის ტერიტორიიდან ანგოლამდე და ეთიოპიამდე გავრცელებული ხვლიკების გვარი.
ზონარკუდასებრნის ოჯახს საკმაოდ მშფოთვარე ტაქსონომიური ისტორია აქვს, ხოლო ოჯახის წარმომადგენლებს შორის არსებული ევოლუციური კავშირები ჯერ კიდევ სუსტად შესწავლილები არიან.
1845 წელს, გრეიმ იმ დროისათვის ყველა ცნობილი ძლიერ განვითარებული კიდურების მქონე ზონარკუდიანები მოათავსა
Zonuridae ოჯახში, რომელიც ძვლიკების შემდეგ გვარებს მოიცავდა:
ზონარკუდიანები (Cordylus, Gronovius 1763),
Zonurus (Merrem 1820),
ცრუზონარკუდიანები (Pseudocordylus, Smith 1838),
Hemicordylus (Smith 1838) და
პლატიზავრები (Platysaurus, Smith 1844), ასევე ზოგიერთ ხვლიკს, რომლებიც დღედღეობით შედიან
გეროზავრების (Gerrhosauridae, Fitzinger 1843),
Takydromus (Daudin 1802) და
ბოხმეჭასებრნის (Anguidae, Gray 1825) ოჯახებში.
1844 წელს, თითქმის 40 წლით გვიან, მორიგი რევიზიის დროს, ბულანჟემ „გარიცხა“
Zonuridae ოჯახიდან ზოგიერთი წარმომადგენელი და შემდეგი სახე მიაღებინა:
ზონარკუდიანები (Cordylus),
Zonurus,
Hemicordylus (Smith),
პლატიზავრები (Platysaurus) და მათ
ქამეზაურების (Chamaesaura) გვარი დაამატა.
1 წლის შემდეგ, იმავე ბულანჟემ აღადგინა
ცრუზონარკუდიანების (Pseudocordylus გვარი. შედეგად, 1885 წლისთვის
Zonuridae ოჯახი აერთიანებდა შემდეგი გვარების ხვლიკებს:
-
პლატიზავრები (Platysaurus, Smith 1844);
-
ზონარკუდიანები (Cordylus, Gronovius 1763);
-
Zonurus (Merrem 1820);
-
ცრუზონარკუდიანები (Pseudocordylus, Smith 1838);
-
Hemicordylus (Smith 1838);
-
ქამეზაურები (Chamaesaura, Fitzinger 1843)მოყვანილი ტაქსონომია 1936 წლამდე ვალიდურად მიიჩნეოდა, სანამ შტაინეგერმა არ დაადასტურა, რომ
ზონარკუდიანების (Cordylus) გვარი სინამდვილეში
Zonurus გვარის უფროსი სინონიმი არის. შემდეგი რევიზიის შედეგად
Zonurus გვარის წარმომადგენლები გაერთიანებული იყვნენ
ზონარკუდიანების (Cordylus) გვარის წარმომადგენლებთან. ხოლო ოჯახის დასახელება
Zonuridae-ს მაგივრად
ზონარკუდასებრნად (Cordylidae) გადარმქეული.
საუბსაჰარული აფრიკის გეოლოგიური ისტორია ძალიან ჩახლართულია და დღესაც გამოიწვევს მხურვალე დებატებს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც მნიშვნელოვანი გეოლოგიური ცვლილებების დროის მონაკვეთებს ეხება. თუმცა, როგორც წესი, უმეტესობა თანხმდება იმაში, რომ სუბსაჰარული აფრიკის რეგიონის ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა ორმა მნიშვენლოვანმა მოვლენამ, რომელმაც ასევე სერიოზული ზეგავლენა იქონია ადგილობრივი ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციის ისტორიაზე. პირველი - დაკავშირებულია კალაჰარის უდაბნოს ქვიშების ნელ მოძრაობასთან სამხრეთისკენ, რომლის დროსაც გაშიშვლდა ზოგიერთი კლდოვანი რეგიონი და წარმოიქმნა ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებლად „კუნძულის ეფექტის“ მქონე იზოლირებული ადგილები.მეორე მოვლენა დაკავშირებულია აფრიკის სახმრეთ ნაწილში მდებარე მდინარეთა სისტემების სიმრავლე, რომლებიც დამბრკოლებლის როლს თამაშობენ გავრცელების დაბალი უნარის მქონე ცოცხალი არსებების გავრცელებაში.
ერთ-ერთ ნათელ მაგალითად მოგვევლინება
პლატიზავრების (Platysaurus) გვარი, რომლის ზოგიერთი დასავლეთით გავრცელებული სახეობა აღმოსავლეთით გავრცელებული ნათესავებისგან დაახლოებით 800 კმ-ის ტერიტორიით არიან დაშორებული. უმეტესობა მათგანი გავრცელებულია აფრიკის სამხრეთ ნაწილში, თუმცა 1 სახეობა ტანზანიის ტერიტორიაზე გვხდება. ყველა პლატიზავრს გააჩნია ძლიერად შებრტყელებული სხეული და მკვეთრად გამოხატული სქესური სხვაობა, რომელიც გამოხატულია მამრების მოდიდო ზომებში და სხეულის მრავალფეროვან მკვეთრ შეფერილობაში (მდედრი პლატიზავრები მკრთალი და ერთფეროვანი არიან).
დღესდღეობით 15 სახეობას გაარჩევენ:
-
აუგრაბისული პლატიზავრი (Platysaurus broadleyi) გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში
აუგრაბისის ჩანჩქერებთან. სხეულის მაქსიმალური სიგრძე (კუდის გარეშე) 85 მმ-ს აღწევს;
მამრი მდედრების გარემოცვაში
-
კაპური პლატიზავრი (Platysaurus capensis) გვხდება ნამიბიის და სამხრეთი აფრიკის უდაბნოების კლდოვან რეგიონებში. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 145 მმ-ს არ აღემატება;
მამრი
მდედრი-
ჯუჯა პლატიზავრი (Platysaurus guttatus) ბინადრობს იზოლიურებული პოპულაციებით მდინარე ლიმპოპოს მახლობლად. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 80 მმ-ს არ აღემატება;
წყვილი-
იმპერატორული პლატიზავრი (Platysaurus imperator), გვარის ყველაზე დიდი წარმომადგენელი (მაქსიმალური სიგრძე - 150 მმ) რომელიც ბინადრობს ზიმბაბვეს ჩრდილოეთ-აღმოსავლური ნაწილის და მოზამბიკის მიმდებარე ტერიტორიების სავანებში;
მამრი
მდედრი-
ჩვეულებრივი პლატიზავრი (Platysaurus intermedius), გვარის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა, რომელიც გვხდება ზიმბაბვეს, მალავის, ბოთსვანას, სვაზილენდის, მოზამბიკის და ა.შ. ტერიტორიებზე, სადაც ბინადრობს ზომიერად ტენიან სავანებში კლდეების ქვეშ;
მამრი
მდედრი-
ლებომბოს პლატიზავრი (Platysaurus lebomboensis) გვარის საშუალო ზომის წარმომადგენელია (მაქსიმალური სიგრძე - 95 მმ), რომელიც ბინადრობს სამხრეთი აფრიკის და ტრანსვაალის და სვაზილენდის ბალახოვან მდელოებზე;
-
წინწკლებიანი პლატიზავრი (Platysaurus maculatus);
-
მცირე პლატიზავრი (Platysaurus minor);

-
მიტჩელის პლატიზავრი (Platysaurus mitchelli);
-
ნარინჯისფერყელიანი პლატიზავრი (Platysaurus monotropis);

-
ხალებიანი პლატიზავრი (Platysaurus ocellatus);
-
აღმოსავლური პლატიზავრი (Platysaurus orientalis);
-
პუნგვეიური პლატიზავრი (Platysaurus pungweensis);
-
რელიქტური პლატიზავრი (Platysaurus relictus);
-
ზოლებიანი პლატიზავრი (Platysaurus torquatus)
პლატიზავრების ყველა სახეობა ტერიტორიუალური ხვლიკია, თითოეული მამრი გამწარებული იცავს თავისი მიწის მონაკვეთს როგორც თავისი, ასევე სხვა სახეობის პლატიზავრების დაუპატიჟებელი სტუმრებისგან, რომლებსაც თავის განაზრახს სხეულის ქვემო ნაწილის ჩვენებით ანიშნებს და საჭიროების შემთხვევაში ორთაბრძოლაშიც შედის. საუკეთსო და ყველაზე დიდი ტერიტორიების მფლობელები არიან მაქსიმალურად მკვეთრი შეფერილობის მქონე მამრები. მკვეთრი შეფერილობა ასევე მდედრ პლატიზავრებს იზიდავს. მათთან მიახლოებისას მამრი ასრულებს აზიდვების მსგავს სარიტუალო ცეკვას , რომელსაც თან ახლებს მუცლის და ყელის მკვეთრი შეფერილობის დემონსტრაცია. პლატიზავრები კვერცხმდებ ხვლიკებს მიეკუთვნებიან და შეწყვილების შემდეგ კლდეების ნაპრალებში 2 კვერცხს დებენ. ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს კოლექტრიურ კვერცხდებას.
ზოგიერთი სახეობა, მაგალითად აუგრაბისული პლატიზავრი, ბინადრობს მდინარეების და ჩანჩქერების მახლობლად მდებარე გრანიტის ვერტიკალურ კლდეებზე, სადაც ისინი მცირე ზომის ბუზებზე ნადირობენ, რომლებსაც პირდაპირ ჰაერში იჭერენ. რა თქმა უნდა, ნადირობის მსგავსი მეთოდი მაღალ რისკთან არის დაკავშირებული - ერთი არაზუსტი ნახტომი და მონადირეს მდუღარე წყლებში ჩაძირვის პერსპექტივა ემუქრება. ეს ძირითადად მწერების მჭამელი ხვლიკები უარს არ აცხადებენ ხიდან ჩამოვარდნილ ლეღვის და ფინიკის გადამწიფებულ ნაყოფს.
This post has been edited by Jaguar paw on 15 Mar 2014, 12:02