მმმმ .... ნომ-ნომები

ავსტრალიური
სცინკისებრნის (Scincidae) ოჯახის ერთ-ერთი გვარი -
ეგერნია (Egernia), მოიცავს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, ფართოდ გავრცელებულ და ადვილად ცნობად ადგილობრივ ხლვიკებს. ეგერნიას გვარის უნიკალურობა მდგომარეობს
ქერცლიანების (Squamata) რიგისთვის იშვიათი, ხოლო მისი წარმომადგენელების უმეტესობისთვის დამახასიათებელ მაღალსოციალურ ქცევაში და მონოგამიაში. დღესდღეობით არსებული მონაცემების მიხედვით, არსებობს სოციალური ქცევის როგორც შიდა, ასევე სახეობათაშორისი სხვაობა. ცნობილია მაღალსოციალური ეგერნიების როგორც მინიმუმ 4 სახეობა, რომლებიც ბინადრობენ ე.წ. „ოჯახურ ჯგუფებში“ - ახლონათესაური ინდივიდებისგან (ძირითადად ზრდასრული წყვილისგან, მათი შთამომავლობისა და ახალგაზრდა ინდივიდებისგან) შემდგარი კოლონიები. ჯგუფურ ცხოვრებას თავისი პლუსები გააჩნია - უფრო ადვილია პოტენციური საფრთხის შენიშვნა, როდესაც ოჯახის მინიმუმ 1 წევრი ყურადღებით არის.
კანინგემის ეგერნიას მდედრი პატარებითურთრა თქმა უნდა, ქერცლიანებს შორის ასეთი იშვიათი ქცევა შეუმჩვენეველი არ დარჩა და იმ მეცნიერების ყურადღება მიიპყრო, რომლებიც ცხოველების სოციალური ქცევის ევოლუციის ერთიანი თეორიის შექმნაზე მუშაობენ. ხანგრძლივმა კვლევებმა გამოავლინეს, რომ ამ ხვლიკების სოციალურობის და მონოგამიის დონე წლის განმავლობაში უცვლელი რჩება (ანუ სეზონზე დამოკიდებული არ არის).
საკმაოდ კარგად შესწავლილია ეგერნიების სახეობების წარმოშობა და ასევე მათი შემდგომი გავრცელება. ჰორტონის თანახმად, ეგერნიების საერთო წინაპარი ახალი გვინეის
მრავალზოლიანი მაბუია (Mabuya multifasciata) გახლავთ, რომელიც ავსტრალიაში ჯერ კიდევ პლიოცენის ეპოქაში ოკეანეს დონეს დაწევის შედეგად
ტორესის სრუტეში წარმოქმნილი ხიდის გავლით მოხვდა.
მყინვარული ეპოქის პერიოდში ჩრდილოეთი კვინსლენდის ტროპიკული ტყეები ეგერნიების გავრცელების კერას წარმოადგენდნენ. სახეობების დღევანდელი მრავალფეროვნება და გავრცელება კონტინენტის ტერიტორიაზე, აიხსნება პირველ რიგში კლიმატური პირობების ცვლილებით და ოკეანეს დონეს რყევებით. ამ ფაქტორებმა განაპირობეს ეგერნიების ავსტრალიის სახმრეთით გავრცელება,
დიდი წყალგამყოფი ქედის განივ, ხოლო შემდეგ კონტინენტის სიღრმეების ყველა მიმართულებით. გვალვის რამოდენიმე ხანგრძლივმა პერიოდმა ბუნებრივი ბარიერები შექმნა. ეს პროცესი თავის მხრივ ცალკეული იზოლირებული პოპულაციების დამოუკიდებელი განვითარების წინაპირობა იყო.
დღესდღეობით ეგერნიების 30 სახეობამდეა აღწერილი. ყველა მათგანი ავსტრალიის ენდემური ბინადარია, ახალ ზელანდიაში გავრცელებული
ფრერეს ეგერნიას (E.frerei) გარდა. თავის მხრივ სახეობებს 6 ძირითად ჯგუფად ყოფენ (იხ.ტაბ.1)
ტაბ.1

ეგერნიების სისტემატიკა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და მეცნიერების უმეტესობა ეგერნიებს 4 გვარად ყოფს:

E.depressaეგერნიების სასიცოცხლო ციკლიეგერნიებისთვის დამახასიათებელია ზრდასრულობის გვიანი მიღწევა და შთამომავლობის დიდი ზომები მშობლების ზომებთან შეფარდებით (იხ.ტაბ.2). შესწავლილი სახეობების სიცოცხლის მინიმალური ხანგრძლივობა შეადგენდა 5 წელს.
იმის მიუხედავად, რომ გვარში ავსტრალიის სცინკების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენლები შედიან (>200 მმ SVL. SVL – სიგრძე თავის ბოლოდან კუდის ძირამდე (snout-vent length)), რომლებიც ხანგრძლივი სიცოცხლით გამოირჩევიან (>10 წ), სახეობების უმეტესობა მიკუთვნება საშუალო ზომის ხვლიკებს (75-100 მმ SVL). მათ რიგში შედიან
E.striolata, E.whitii, E.coventryi, E.modesta და ა.შ., რომლებიც ზრდასრულობას 2-3 წლის ასაკში აღწევენ, ხოლო მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წ. შეადგენს. მაშინ, როდესაც საშუალო ზომის სახეობების ახალშობილების სიგრძე 35-50 მმ-ის ფარგლებშია (SVL), მსხვილი სახეობების ახალგაჩენილი შთამომავლობის სიგრძე 55-95 მმ-ს (SVL) შეადგენს.
თითქმის ყველა სახეობაში შეინიშნება სასიცოცხლო ციკლისა და ბინადრობის ადგილის პირდაპირი დამოკიდებულება. მაგალითად,
უაითის ეგერნიას (E.whitii) ახალი სამხრეთი უელსის და კვინსლენდის პოპულაციები ზრდასრულობას 2 წლისას აღწევენ, მათი ტასმანური ნათესავები - 4-5 წლის ასაკში. ამავე დროს აღინიშნება ამ 2 პოპულაციის წარმომადგენლების ზრდასრულობა დაახლოებით ერთსა და იგივე ზომის მიღწევისას. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასვკნათ, რომ ეგერნიების ზრდის და სქესობრივი სიმწიფის მიღწევის ტემპები პირდაპირ დამოკიდებულია მათი ბინადრობის ადგილზე. ამ თეორიის დასტურია
კანინგემის ეგერნიას (E.cunninghami) ოკეანეს პირეთის მახლობლად მცხოვრები და კონტინენტის სიღრმეში მობინადრე პოპულაციების წარმომადგნელებს შორის სხვაობა ზომებში.
ტაბ.2
ეგერნიების სასიცოცხლო ციკლიეგერნიებისთვის დამახასიათებელია ზრდასრულობის გვიანი მიღწევა და შთამომავლობის დიდი ზომები მშობლების ზომებთან შეფარდებით (იხ.ტაბ.2). შესწავლილი სახეობების სიცოცხლის მინიმალური ხანგრძლივობა შეადგენდა 5 წელს.
იმის მიუხედავად, რომ გვარში ავსტრალიის სცინკების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენლები შედიან (>200 მმ SVL. SVL – სიგრძე თავის ბოლოდან კუდის ძირამდე (snout-vent length)), რომლებიც ხანგრძლივი სიცოცხლით გამოირჩევიან (>10 წ), სახეობების უმეტესობა მიკუთვნება საშუალო ზომის ხვლიკებს (75-100 მმ SVL). მათ რიგში შედიან
E.striolata, E.whitii, E.coventryi, E.modesta და ა.შ., რომლებიც ზრდასრულობას 2-3 წლის ასაკში აღწევენ, ხოლო მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წ. შეადგენს. მაშინ, როდესაც საშუალო ზომის სახეობების ახალშობილების სიგრძე 35-50 მმ-ის ფარგლებშია (SVL), მსხვილი სახეობების ახალგაჩენილი შთამომავლობის სიგრძე 55-95 მმ-ს (SVL) შეადგენს.
თითქმის ყველა სახეობაში შეინიშნება სასიცოცხლო ციკლისა და ბინადრობის ადგილის პირდაპირი დამოკიდებულება. მაგალითად,
უაითის ეგერნიას (E.whitii) ახალი სამხრეთი უელსის და კვინსლენდის პოპულაციები ზრდასრულობას 2 წლისას აღწევენ, მათი ტასმანური ნათესავები - 4-5 წლის ასაკში. ამავე დროს აღინიშნება ამ 2 პოპულაციის წარმომადგენლების ზრდასრულობა დაახლოებით ერთსა და იგივე ზომის მიღწევისას. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასვკნათ, რომ ეგერნიების ზრდის და სქესობრივი სიმწიფის მიღწევის ტემპები პირდაპირ დამოკიდებულია მათი ბინადრობის ადგილზე. ამ თეორიის დასტურია
კანინგემის ეგერნიას (E.cunninghami) ოკეანეს პირეთის მახლობლად მცხოვრები და კონტინენტის სიღრმეში მობინადრე პოპულაციების წარმომადგნელებს შორის სხვაობა ზომებში.
გამრავლებაეგერნიების ყველა სახეობა ცოცხლადმშობ ხვლიკებს მიეკუთვნება. ნაყარში ახალშობილების რაოდენობა (1÷9 ც.) განსხვავდება როგორც ერთსა და იგივე, ასევე სხვადასხვა სახეობების ინდივიდებს შორის. მდედრების ნაყოფიერება პირდაპირ დაკავშირებულია მათ ზომას - მდედრი რაც უფრო მსხვილია, მით უფრო მეტ ახალშობილს გააჩენს.
E.modesta და
უაითის ეგერნიას (E.whitii) დაკვირვების შედეგად დაფიქსირებული იყო ერთ ნაყარში ორივე სქესის წარმომადგენლების დაახლოებით თანაბარი რაოდენობა.
რეპროდუქციული ციკლი სხვადასხვა სახეობებს შორის დროში ოდნავ განსხვავდება, მაგრამ ბუნებაში უმეტესობის მშობიარობა წელიწადში ერთხელ ზაფხულის დასასრულს ან შემოდგომის დასაწყისს ემთხვევა. ზოგჯერ, მშობიარობა 5-10 დღით იწელება. უცნობია, რითი არის განპირობებული ახალშობილების გაჩენის ასეთი ხანგრძლივი პროცესი - დაახლოებით იგივე ზომის სხვა ცოცხლადმშობი ხვლიკები საკმაოდ დიდი ზომის ახალშობილებს 1 დღეში აჩენენ. ერთი რამ აშკარაა - ასეთი ხანგრძლივი მშობიარობა ენერგიის დიდ დანახარჯებს მოითხოვს. ერთ-ერთი თეორიის თანამად, თანდათანობითი მშობიარობა საშუალებას იძლევა ახალშობილების ჯგუფში რაც შეიძლება სწრაფ ასიმილირებას („ოჯახში“ მიღებას), რადგან ეგერნიები უცხოების მიმართ აგრესიის მაღალი დონით გამოირჩევიან.
შემთხვევების უმეტესობაში, მშობიარობა ბუნაგში ხდება - მაგალითად მიწისქვეშა სოროებში ან კლდეების ნაპრალებში. შთამომავლობაზე ზრუნვა მშობიარობის დასრულებისთანავე იწყება - დასაწყისისთვის მდედრი ახალშობილებს ეხმარება ამნიოტური ტომარადან გამოძვრომას, იცავს მათ პოტენციური საფრთხისგან და თავისგან შორს არ უშვებს.
ტექსტის წაკითხვის დროს ალბათ გაგიჩნდათ კითხვა - როგორ ახერხებენ მაღალსოციალურ ჯგუფებში მობინადრე ეგერნიის სახეობები ინბრიდინგის (ახლონათესაური შეწყვილების) თავიდან არიდებას? სულ დასაწყისში ვახსენე, რომ ასეთ სახეობებს ძლიერი მონოგამია ახასიათებთ, ანუ წლიდან წლამდე ერთსა და იმავე მეწყვილესთან ჯვარდებიან. ასევე ნახსენები იყო, რომ თითოეულ ოჯახში მხოლოდ 1 ზრდასრული წყვილია, დანარჩენები წევრები მათივე ახალგაზრდა შთამომავლობას წარმოადგენენ, რომლებიც თავის მხრივ ზრდასრულობის მიღწევისას ახალი ოჯახის შექმნის მიზნით ტოვებენ მშობლიურ ჯგუფს.
გავრცელება და ცხოვრების ნირიეგერნიების სხვადასხვა სახეობები საბინადროდ განსხვავებული ტიპის ადგილებს ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა, შესაძლებელია მათი 3 ძირითად ეკოლოგიურ ჯგუფად დაყოფა: კლდეების ბინადარი სახეობები, ნახევრად მეხეური და ხმელეთის სახეობები (იხ.ტაბ.3) - ამავე დროს, ეგერნიები გვხდებიან ტროპიკულ ტყეებში
(E.major, E.frerei), ტყიან ადგილებში
(E.striolata, E.whitii), სანაპირო დიუნებში
(E.multisfasciata, E.whitii), ალპურ მდელოებზე
(E.guthega, E.montana, E.whitii), მშრალ ქვიშიან ვაკეებზე
(E.kintorei, E.slateri, E.inornata) და მლაშობებზე
(E.coventryi, E.luctuosa).
ტაბ.3

ეგერნიების უმეტესობისთვის დამახასიათებელია სეზონური აქტიურობა, განსაკუთრებით ეს ეხება მაღალმთიან რეგიონებში ბინადარ სახეობებს, რომლებიც ზამთის მოახლოებიასთან იძინებენ. ამ სკინკების დიდი ნაწილის დღისი აქტიურ ცხოველებს მიეკუთვნება, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლების აქტიურობა თავის პიკს ღამის საათებში აღწევს. რაც შეეხება კვებას, მათ სცინკებისთვის არადამახასიათებელი რაციონი გააჩნიათ - ახალგაზრდა ეგერნიები ძირითადად მწერებით იკვებებიან, მაგრამ ზრდასთან ერთად პროპორციულად მატულობს მცენარეული საკვების რაოდენობა, ისე, რომ ზრდასრულობის მიღწევისას რაციონის 80%-მდე შეადგენენ ფლორის ადგილობრივი წარმომადგენლები.
* * *
გემრიელი ლუკმების ბევრი სურათი

E.convetryi
E.frerei
E.major
E.cunnighami, ზრდასრული
E.cunninghami, ახალგაზრდა ეგზ.
E.formosa
E.hosmeri
E.kingii
E.mcpheei
E.saxatalis * * *
E.saxatalis
E.stokesii
E.striolata
E.whitii
E.inornata
E.kintorei
E.margaretae
E.modesta
This post has been edited by Jaguar paw on 25 Mar 2014, 20:01