MAY_25, თადააააააა
ერთი მოხუცი ავად გახდა, უხმო თავის მეგობარ ხვლიკს და სთხოვა მოეტანა ოკეანეში მცხვორები სიპინას მელანი, რადგან ეს განკურნების ერთადერთი საშუალება იყო. გაიქცა ხვლიკი ოკეანეს მიმართულებით და სთხოვა სიპინას მისი მელანი. სიპინას უარი არ უთქვამს, მაგრამ ხვლიკს სახლში ფიალა დავიწყებია, ამიტომ მოუწია მელნით პირის გავსება. უკან ისე სწრაფად გაიქცა, რომ ფეხები სხეულს კინაღამ მოსწყდა. ხვლიკმა მოხუცს დროზე მიუსწრო და გარდაუვალი სიკვდილისგან გადაარჩინა. მას მერე ლურჯი ენა და მოკლე ფეხები აქვს... - გვიამბობს ავსტრალიის აბორიგენების ლეგენდა, ალბათ როგორც უკვე მიხვდებოდით, ხვლიკთა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უჩვეულო გვარის -
ლურჯენიანი სცინკების (Tiliqua) შესახებ, რომლებსაც ჰერპეტოლიურ წრეში ასევე ტილიკვას სახელის იცნობენ. ავსტრალიაში ტილიკვები ფართოდ არიან გავრცელებული - ოკეანეს სანაპიროდან - ცენტრალური ნაწილის უდაბნოებამდე, ზღვის დონიდან დაწყებული, თოვლიანი მთებით დამთავრებული, უდაბნოებსა და ტენიან მარადმწვანე ტროპიკულ ტყეებში. ავსტრალიის გარეთ, მათი (კერძოდ კი 2 სახეობის -
T. gigas და
T. nigrolutea) ნახვა შესაძლებელია ახალი გვინეის და მეზობელი კუნძულების ტერიტორიაზე, ასევე ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში და ტასმანიაში. გამოდის, რომ ტილიკვების გავრცელების არეალი მდებარეობს უოლესის ხაზის აღმოსავლეთით (ხაზი, რომელიც ავსტრალიის ფაუნას აზიურისგან ყოფს). ადრეულმა შეტყობინებამ, იავას და სუმატრას კუძნულებზე ვითომ და ტილიკვების გავრცელების შესახებ, დადასტურება ვერ ჰპოვა და დღეისათვის მცდარ ინფორმაციად ითვლება.
დღესდღეობით ტილიკვების გვარში 7 სახეობას გამოყოფენ, რომელთა უმეტესობა ჯერ კიდევ 19 საუკუნეში იყო აღწერილი (თუმცა, იმ დროს სხვა გვარს მიეკუთვნებოდნენ), მაგრამ 1950-ანი წლებიდან, უფრო დეტალური შესწავლის შედეგად აღწერილ იქნა ზოგიერთი სახეობის რამოდენიმე ქვესახეობა.
ტილიკვების სახეობების (-) და ქვესახეობების (*) ჩამონათვალი:-
ადელაიდის ჯუჯა ტილიკვა (Tiliqua adelaidensis);
-
გიგანტური ანუ ახალი გვინეის ტილიკვა (Tiliqua gigas);
* T. g. evanescens* T. g. keyensis-
Tiliqua sp. Irian Jaya-
ცენტრალურ-ავსტრალიური ტილიკვა (Tiliqua multifasciata),
-
Tiliqua nigrolutea-
დასავლეთ-ავსტრალიური ტილიკვა (Tiliqua occipitalis)-
მოკლეკუდიანი ტილიკვა (Tiliqua rugosa)* T. r. rugosa
* T. r. aspera
* T. r. palarra
* T. r. konowi-
ჩვეულებრივი ტილიკვა (Tiliqua scincoides)* T. s. scincoides
* T. s. intermedia
* T. s. chimaerea[/i]
ჩამოთვლილი სახეობებიდან შეგვიძლია გამოვყოთ 2 ჯგუფი.
პირველი ჯფუფი შედგება
T. scincoides, T. gigas და მათი ქვესახეობებისგან. მათ დამახასიათებელ ნიშნად ავტოტომიის (კუდის დაკარგვის) დროს კუდის მალების ფიქსაცია ითვლება, ანუ კუდის დაკარგვის შემთხვევაში ის რეგენერაციას აღარ ექვემდებარება. ამ ორ სახეობას კიდევ ბევრი სხვა საერთო გააჩნია, მაგრამ ასევე არსებობს რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც მათ ერთმანეთისგან განასხვავებს. მაგალითად,
T. gigas-ის წინა კიდურები შავი ან მუქი ყავისფერია, ზოგჯერ თეთრი წინწკლებით დაფარული, ხოლო
T. scincoides-ის პოპულაციების უმეტესობას (მათ შორის
T. gigas-თან გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს მყოფები) წინა კუდირები მკრთალი რუხი ან კრემისფერია. ამის გარდა
T. gigas-ის ზოგიერთი წარმომადგენლის ენის ძირი ვარდისფერი შეიძლება იყოს, როდესაც
T. scincoides-ის უკლებლივ ყველა ეგზემპლარს მთლიანად ლურჯი ფერის ენა აქვთ.
მეორე ჯგუფი, რომელიც შედგება
T. multifasciata და
T. occipitalis-ისგან, სხვა ტილიკვებისგან კეფიდან დაწყებული წაგრძელებული ფორმის მქონე ქეცრლის რამდენიმე რიგით განსხვავდება. სხვა სახეობებს იგივე ქერცლები უფრო განიერი ფორმის აქვთ, ვიდრე წაგრძელებული. ზემოთ ხსენებული 2 სახეობა ერმანეთისგან განსხვავდება სხეულის მოყვანილობით, შეფერილობით და ქერცლის რაოდენობით (
T. multifasciata-ს მუცლის, ტუჩის და სუბკაუდალური ქერცლის ნაკლები რაოდენობა აქვს).
ტილიკვები, ძირითადად საშუალო ან დიდი ზომის სცინკები არიან, მათთვის დამახასიათებელია განიერი, სქელი და ძლიერი სხეული, ძალიან მოკლე ხუთთითა კიდურები, დიდი სამკუთხედი თავი და ლურჯი ან კობალტისფერი ენა. გამონაკლისის სახით
ადელაიდას ჯუჯა ტილიკვა მოგვევლინება, რომლის საერთო სიგრძე 20 სმ-ს არ აღემატება, ხოლო ენა ვარდისფერი აქვს. როგორც წესი, მათი კუდი საშუალო ან მოკლე სიგრძის არის. ის არამარტო გადაადგილებისთვის გამოიყენება -
მოკლეკუდიანი ტილიკვა (T. rugosa), რომელიც ავსტრალიის უდაბნოებში ბინადრობს, სადაც საკვების სიმწირეა ღინიშნება, კუდში ქონს აგროვებს (როგორ აქლემი კუზში), რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი ბინადრობის არეალის მკაცრი ჰავის გათვალისწინებით. ტილიკვების განიერი და ბრტყელი სხეული იდეალურად არის მოწყობილი ეკლებიანი ბუჩნქარის ქვეშ ძრომიალისთვის და დაფარულია მსხვილი, სრიალა და პრიალა ქერცლით, თუმცა, იგივე
T. rugosa-ს ქერცლი სქელი და ხორკლიანია.
ველურ ბუნებაში, მათი კვების რაციონი ძალზედ მრავალფეროვანია. 2006 წელს ჩატარებული გამოკვლევის დროს შესწავლილი იყო რამდენიმე ეგზემპლარის კუჭის შემადგენლობა. აღმოჩნდა, რომ საკვების 70% მცენარეული საკვები შეადგენდა. დანარჩენი 30% წარმოდგენილი იყო ცხოველური წარმოშობის საკვებით, რომელიც ძირითადად შედგებოდა სწორფრთიანებისგან, ხოჭოებისგან და ასევე ბუსუსებიანი მუხლუხოებისგან. შედარებით ნაკლები რაოდენობით წარმოდგენილი იყო მოლუსკები (ლოკოკინები), ჭიანჭველები და ობობები. მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი ცდის შედეგი უმეტესწილად დამოკიდებული არის ადგილობრივი ფლორა და ფაუნას მრავალფეროვნებაზე, ასე რომ სხვადასხვა რეგიონებში დაჭერილი ინდივიდების რაციონი ოდნავ განსხვავდება.
კარგად განვითარებული ყნოსვა და ძლიერი ყბები დიდ როლს ასრულებენ საკვების დაჭერის დროს. პირველი შეხედვით ამ ინფანტილურ და ნელ არსებებს მწერებზე ნადირობის დროს შთამბეჭდავი სიჩქარის განავითარება შეუძლიათ.
და მაინც, რატომ აქვთ ლურჯი ენა? ხვლიკებში ენას რამდენიმე ფუნქცია აქვს. მისი ძირითადი დანიშნულება - საკვების მიღებაში მონაწილეობაა. ენით, ტილიკვები არამარტო გადაადგილებენ პირში აღმოჩენილ საჭმელს, არამედ აქტიურად იყენებენ წყლის დალევის დროს. იმის გამო, რომ მოძრავი ობიექტის დაჭერაში მათი ენა უძლურია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ფერი არ არის დამოკიდებული ტილიკვების კვების ხასიათზე (ანუ არ ასრულებს სატყუარას როლს).
ენის მეორე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი არის ქემორეცეფცია - ჰაერიდან ქიმიური ნივთიერების გრძნობა, რომელიც ხორციელდება ყნოსვისა და გემოვნების ორგანოებით. ამისათვის ტილიკვები ენას გარეთ გამოყოფენ, შემდგომ ჰაერში ამოძრავებენ (ამ დროს ენის გაორებული წვერი ჰაერში მიფანტულ ნივთიერებებს იჭერს) და უკან აბრუნებენ. აღმოჩენილი ნივთიერებების ”დაგემოვნება” ხდება პირის ღრუში განლაგებული სპეციალური ორგანოთი). მაგრამ არც ეს ფუნქცია ხსნის ენის სილურჯეს.
ყველაზე ლოგიკური და დარწმუნებული ვარ სწორი ახსნა ამ ხვლიკების ქცევასთან არის დაკავშირებული. მტაცებელის ან უბრალოდ გამაღიზიანებელი ობიექტის გამოჩენის დროს ტილიკვები სხეულს ბერავენ (რაც უფრო დიდი ცხოველის ილუზიას ჰქმნის), თავის უტრიალებენ მოწინააღმდეგეს, ფართოდ აღებენ პირს, გამოყოფენ ენას და სისინს იწყებენ. შესაძლოა ამ დროს სცინკი მისი მიმართულებით დაიძრას და ამასობაში როგორც წესი კბენის მცდელობასაც ექნება ადგილი
ასეთ საქციელს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს. პირველი - მოწინააღმდეგის მხარეს სწრაფად მოძრავი, მოსისინე სცინკი, რომლის შეფერილობაც განივი ზოლებისგან შედგება
(T. occipitalis, T. scincoides) ძალზედ წააგავს
Acanthophis antarcticus - ძალიან შხამიან გველს, რომელიც ავსტრალიის და ახალი გვინეის ტერიტორიაზე ბინადრობს. (სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მჯერა ამ თეორიის. მართალია, ტილიკვების რამოდენიმე სახეობა შეფერილობით წააგავს ზემოთხსენებულ გველს, მაგრამ ყველა ხომ არა?

)
და მეორე - მუქი ლურჯი ენა მკვეთრ ვარდისფერ პირის ღრუსთან ისე კონტრასტულად გამოიყურება, რომ ადვილად შეაშინებს თავდამსხმელს. ეფექტის გაძლიერებისთვის ტილიკვები მაქსიმალურად ფართოდ აღებენ პირს და რაც შეიძლება წინ გამოყოფენ ენას. ჩემი აზრი სწორედ ეს ახსნა არის ყველაზე სწორი.
ასევე ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ლურჯი ენა გარკვეულ როლს ასრულებს გამრავლების დროს, ანუ კონტრასტული ენის დემონსტრაციით მამრი ტილიკვები დედლებს იზიდავენ და მეტოქე მამლებს აშინებენ. თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ რატომ არის, რომ ორივე სქესის წარმომადგენელს აქვს ლურჯი ენა და არა მხოლოდ მამლებს? ამიტომ დავჯერდეთ ყველაზე რაციონალური ახსნით, რომელიც მეტოქის დაშინებას ეხება.

როგორც იქნა განვიხილეთ ტილიკვების ყველაზე გახმაურებული ნიშანთვისება. მაგრამ რეალურად თუ არის ყველაზე გამორჩეული? ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ტილიკვების მთავარი უნიკალურობა არა მათი ცნობილი ენის ფერი, არამედ გამრავლების მეთოდია. ადრეულ სტატიებში რამდენჯერმე ვახსენე კვერცხმდები და კვერცხცოცხლადმშობი ქვეწარმავლების არსებობა. პირველებს მიეკუთვნებიან ისეთები, რომელთა დედლები შეჯვარების შემდეგ დებენ კვერცხებს და ამით მათი მისია სრულდება. მათგან განსხვავებით, კვერცხცოცხლადმშობი სახეობების დედლები არ დებენ კვერცხებს. კვერცხები ვითარდებიან დედის მუცელში და მაკეობის პერიოდის დასრულების შემდეგ იბადებიან უკვე სრულად ფორმირებული მშობლების პატარა ასლები. ჩვენი გმირები არც ერთ მათგანს არ მიეკუთვნებიან და ჭეშმარიტ ცოცხლადმშობ ქვეწარმვლებად არიან მიჩნეული. შეწყვილების შემდეგ, საკვერცხეში არსებული კვერცხები კვერცხსავალში გადაინაცლებიან. ტილიკვების კვერცხები ფორმირდებიან გარე მყარი გარსის გარეშე, ამის მაგივრად კვერცხის რბილი გარსის ნაწილი დედალის კვერცხსავალის ლორწოვან გარსთან შედის კონტაქტში. ამ რიგად კვერცხსავალი ნაყოფის მიმაგრების ადგილად იქცევა და ძუძუმწოვრების საშვილოსნოს ანალოგიურ ფუნქციას ასრულებს. პლაცენტის ასეთ მარტივ ფორმას ალანტო-პლაცენტას ეძახიან. ყვითრის პარკის გარსი ასევე შეიზრდება კვრეცხსავალის კედელთან. გამოდის, რომ ერთი მხრივ ნაყოფი საყვირთე პარკიდან იკვებება, მეორე მხრივ კი პლაცენტას ზონაში სისხლძარღვების მეშვეობით ჩართულია დედის ორგანიზმთან ნივთიერებათა ცვლის საერთო პროცესში. რეპტილიების ეს უნიკალური თვისება თამამად შეგვიძლია შევადაროთ ძუძუმწოვრების კვერცხდებას (იხვნისკარტა, ექიდნა). გამრავლების პერიოდი ავსტრალიურ გაზაფხულს ემთხვევა (სექტემბრიდან ნოემბრამდე). ამ დროს ტილიკვები მონოგამურ წყვილებს ჰქმნიან. საინტერესოა, რომ ხვლიკთა უდიდესი ნაწილისგან განსხვავებით, გამრავლების სეზონის დამთავრების შემდეგ წყვილები კავშირს არ კარგავენ და საცხოვრებლად ერთ ტერიტორიაზე რჩებიან. მაგალითად, ცნობილი არის შემთხვევა, როდესაც
T. Rugosa-ს წყვილი 20 წლის მანძილზე მხოლოდ ერთმანეთთან ჯვარდებოდა, ანუ პრაქტიკულად სიცოცხლის ბოლომდე ერთმანეთისთვის არ უღალატიათ!

მაკეობა 90-150 დღე გრძელდება. ამ პერიოდში ემბრიონები იზრდებიან და სულ უფრო აწვებიან დედას ფილტვებზე, რის გამოც მას სუნთქვა უჭირს. ტილიკვების ზოგიერთ სახეობას 25 ნაშიერამდე დაბადება შეუძლია, რომლებიც გაჩენის პირველივე დღიდან იწყებენ დამოუკიდებელ და საშიშროებით სავსე სიცოცხლეს. ყველაზე იღბლიანები 30 წლის ასაკს მიაღწევენ, მაგრამ მათი უმეტესობა (90%) პირველ წელსაც ვერ გადალახავს.
ადელაიდას ჯუჯა ტილიკვა (Tiliqua adelaidensis) – გვარის ყველაზე პატარა წარმომადგენელი, რომლის საერთო სიგრძე დაახლოებით 20 სმ-ს აღწევს. 1863 წელს აღწერილი ეს სახეობა, დიდი ხნის განმავლობაში გადაშენებულად ითვლებოდა, სანამ 1992 წელს, ადელადას მახლობლად არ იპოვეს (სწორედ ამიტომ დააქრვეს ადელაიდას ტილიკვა). 2000 წლის მონაცემების მიხედვით, ჯუჯა ტილიკვების პოპულაცია დახლოებით 5000 ინდივიდისგან შედგებოდა, თუმცა ფარული ცხოვრების ნირის გათვალისწინებით (იკავებენ ობობების მიტოვებულ სოროებს, სადაც მომენტალურად იმალებიან საფრთხის შემთხვევაში) რეალური რაოდენობის დადგენა დიდ სირთულეს წარმოადგენს. ბინადრობის ადგილის არჩევის 2 მთავარი კრიტერიუმი არის ცხელი, მშრალი ზაფხული და გრილი, ტენიანი ზამთარი. ბინადრობის ადგილების (ველების და სავანების) მუდმივი განადგურების შედეგად, ადელაიდას ჯუჯა ტილიკვა შეყვანილი არის საერთაშორისო წითელ ნუსხაში, გადაშენების პირას მყოფი სახეობის სტატუსით.
გიგანტური ანუ ახალი გვინეის ტილიკვა (Tiliqua gigas) – გვარის ყველაზე დიდი წარმომადგენელი, რომელიც 60 სანტიმეტრის სიგრძეს აღწევს. გავრცელების არეალი მოიცავს ტასმანიის, პაპუა ახალ გვინეის და ინდონეზიის აღმოსავლეთი ნაწილის მარადმწვანე ტროპიკულ ტყეებს. საინტერესოა, რომ საკმაოდ დიდი დორის მანძილზე აბორიგენები მათ ძალზედ შხამიან ცხოველებად თვლიდნენ, რის გამოც ”ოთხფეხა გველსაც” ეძახდნენ. გიგანტური ტილიკვას დამახასიათებელ ნიშნად ითვლება კრემისფერი ან თეთრი ფერის წინწკლებით დაფარული შავი კიდურები და საკმაოდ წვრილი განივი მუქი ზოლები ზურგზე. შეფერილობის და გავრცელების მიხედვით გამოარჩევენ 2 ქვესახეობას -
T. g. Evanescens და
T. g. Keyensis.
T.g.gigasTiliqua sp. Irian Jaya წარმოადგენს მეცნიერულად აუღწერელ სავარაუდოდ ახალ სახეობას, რომელიც სხვა ტილიკვებისგან გამოირჩევა განსხვავებული და მოყვარულების თქმით ყველაზე ლამაზი და ორიგინალური შეფერილობით. ზურგს გასწვრივ გადის საკმაოდ სქელი მუქი ყავისფერი ზოლი. ამ დროს სხეულის საერთო ფერი მოვარდისფრო-კრემისფერია, ხოლო მუცლის შეფერილობა შეიძლება იყოს როგორც ფრემისფერი, ასევე წითელიც (იშვიათად). დასახელება მიიღო ბინადრობის ადგილის გამო (ირიან ჯაია - ახალი გვინეის დასავლეთ ნაწილში მდებარე პროვინცია).
ცენტრალურ-ავსტრალიური ტილიკვა (Tiliqua multifasciata), ალბათ ყველაზე განსხვავებული გარეგნობის მქონე ტილიკვა. თავად სიტყვა multifasciata მიგვანიშნებს ზუგრზე განლაგებული ნარინჯისფერი ზოლების მაღალ რაოდენობაზე. ასევე ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი შავი საფეთქლები და საკმაოდ განიერი სხეულია. ყველაზე დიდი გაზომილი ეგზემპლარის სიგრძე 35 სმ-ს შეადგენდა. მისი გავრცელების არეალი ძირითადად მოიცავს წითელ უდაბნოებს და არიდულ ზონებს.


Tiliqua nigrolutea, საკმაოდ დიდი ზომის ტილიკვა (35 სმ-მდე), რომელიც ბინადრობს ტასმანიის და ავსტრალიის სახმრეთ-დასავლეთ ნაწილის სკლეროფიტულ ტყეებში, მაღალმთიან რაიონებში და ვაკე ადგილებში. მისი შეფერილობა რადიკალურად განსხვავდება ყველა სხვა ლურჯენიანი სცინკების სახეობებისგან. სხეულის ზემო ნაწილის ძირითადი ფონი მუქი ყავისფერი ან შავია და დაფარულია მსხვილი ზომის კრემისფერი ან ყვითელი ლაქებით. გვერდების და სხეულის ქვემო ნაწილის შეფერილობა ბევრად უფრო ღია არის. შეფერილობის გამო ინგლისურად მას Blotched blue-tongue lizard-ს ეძახიან.

დასავლეთ-ავსტრალიური ტილიკვას (Tiliqua occipitalis) სხეულის ძირითადი ფონი კრემისფერი ან ღია ნაცრისფერია, მის გასწვრივ გადის რამოდენიმე განიერი, არასწორი ფორმის შავი ან უბრალოდ მუქი ფერის ზოლი. ცენტრალურ-ავსტრალიური ტილიკვას მსგავსად, მას აქვს შავი ფერის საფეთქლები და ასევე ცხვირის არე. წინა კიდურები მონოტონური ღია ფერის აქვს, ხოლო უკანა კიდურების ზედა ნაწილი შავი ლაქებით არის დაფარული. გავრცელებულია დასავლეთი ავსტრალიის, ახალ სამხრეთს უელსის და ვიქტორიის უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში.


მოკლეკუდიანი ტილიკვა (Tiliqua rugosa) - ბრონირებული სცინკი, რომელიც ჯერ კიდევ 1825 წელს იყო აღწერილი, როგორც
Trachydosaurus rugosus. ამ დაახლოებით 30 სანტიმეტრის სიგრძის სცინკების 4 ქვესახეობას გაარჩევენ
(T. r. rugosa (დასავლეთი ავსტრალიის ბინადარი), T. r. aspera (სამხრეთი ავსტრალიის ბინადარი), T. r. palarra (ავსტრალიის დასავლეთით მდებარე კუნძულ როთნესთის ბინადარი), T. r. konowi შარკის ყურეს ბინადარი), რომლებიც ერმანეთისგან ბინადრობის ადგილებით განსხვავდებიან. რაც შეეხება შეფერილობას, სხვადასხვა ინდივიდებს შეიძლება რადიკალურად განსხვავებული ფერის სხეული ჰქონდეთ, დაწყებული მთლიანად შავით დამთავრებული ჭრელი შავ-წითელით. რა თქმა უნდა ცალკე აღნიშვნის ღირსია მათი ძალიან მოკლე, სამკუთხედი და სქელი კუდი, სადაც ისინი შავი დღისთვის დაგროვილ ქონს ინახავენ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სქელი კუდი ზემოდან ძალიან ჰგავს ამ სცინკების თავს, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს არის მტაცებლების მოტყუების ერთ-ერთი მეთოდი.




ჩვეულებრივი ტილიკვა (Tiliqua scincoides), გიგანტური ტილიკვას შემდეგ ყველაზე დიდი სცინკი, რომელიც 55 სმ-ის სიგრძეს აღწევს. ბინადრობის ადგილების და შეფერილობის მიხედვით მეცნიერები 3 ქვესახეობას გაარჩევენ -
T. s. scincoides (სამხრეთი ავსტრალია),
T. s. intermedia (ჩრდილო ავსტრალია) და
T. s. chimaerea (ტანიმბარის კუნძულების ბინადარი).
T.s.scincoides
T.s.intermedia This post has been edited by Jaguar paw on 1 Sep 2013, 18:43