მოვიდა ახალი გემრიელობები

სადღაც წყნარ ოკეანეში, ავსტრალიასა და ახალი ზელანდიის შუა, მდებარეობს წიწვოვანი და ტროპიკული ხეებით დაფარული მთიანი არქიპელაგი - ახალი კალედონია, რომელიც 1774 წელს აღმოაჩინა ცნობილმა ინგლისელმა მეზღვაურმა ჯეიმს კუკმა. მაგრამ ჩვენი საუბარი კუკის შესახებ არ იქნება და არც იმის შესახებ, თუ როგორ მოკლეს და ვითომ შეჭამეს იგი ჰავაელებმა.
იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი ფაუნა ნამდვილად არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით, ყოველთვის არის შესაძლებელი განსაკუთრებული სახეობების მმონახვა. ჩვენს შემთხვევაში ასეთად მოგვევლინება ენდემური
ახალი კალედონიის გეკონების გვარი -
Rhacodactylus.
ყველაფერი 1829 წელს დაიწყო, როდესაც ახალი კალედონიის არქიპელაგს ფრანგი ზოოლოგი და ნატურალისტი ჟორჟ კუვიე ეწვია. ჟორჟი ისეთი მოხიბლული იყო ადგილობრივი მოსახლეობის თქმულებით, რომლის თანახმად ხის კრონებში მყეფარე და ღრიალა ეშმაკები ცხოვრობდნენ, რომ მყარად გადაწყვიტა ამ ბოროტი სულების ნებისმიერი ხერხით მოძებნა. ერთ მშვენიერ დღესაც, არაუკარიების ტყეში სეირნობის დროს მას ხის ფუღუროდან მყეფარე ხმა მოესმა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, ამ ხმებს სულაც არ გამოსცემდნენ ეშმაკები ან სხვა ზებუნებრივი არსებები, არამედ ერთმანეთს ჩაჭიდებული 2 ხვლიკი. დაჭერის და დეტალური შესწავლის შემდეგ, კუვიემ ისინი
Rhacodactylus leachianus-ის სახელით აღწერა, რომელიც საბოლოო ჯამში აღიარებული იყო ახალი კალედონიის გეკონების ახალი გვარის ტიპურ სახეობად. თავად სიტყვა rhacodactylus-ს ბერძნული ფესვები აქვს: ”rhako”- ეკალი და ”dactylus” - თითი. 2012 წლის მონაცემების მიხედვით, გვარი შესდგებოდა 6 სახეობისა და 4 ქვესახეობისგან:
სახეობების (-) და ქვესახეობების (*) ჩამონათვალი:- R. auriculatus;
- R. chahoua;
- R. ciliatus;
- R. saransinorum;
- R. trachyrhynchus; * R. t. trachyrhynchus;
* R. t. trachycephalus;- R. leachianus;* R. l. leachianus;
* R. l. henkeli2012 წლის ბოლოს ჩატარებულ იქნა მორფოლოგიური და ფილოგენური მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით მორიგი რევიზია, რომლის შესაბამისად ახალი კალედონიის გეკონების გვარმა შემდეგი სახე უნდა მიიღოს:
გვარი - Rhacodactylus:- R. auriculatus;
- R. trachyrhynchus; * R. t. trachyrhynchus;
* R. t. trachycephalus;- R. leachianus;* R. l. leachianus;
* R. l. henkeliშედეგად,
R. ciliatus თავის პირველანდელ გვარს დაუბრუნდება -
Correlophus, სადაც მას
R. saransinorum და
კუნძულ ბელეპზე ახლახანს აღმოჩენილი და აღწერილი
C. belepensis შეუერთდებიან.
C. belepensis მიიღებს
C. ciliatus-ის ქვესახეობის სტატუსს.
გვარი - Correlophus:- C. saransinorum;
- C. ciliatus; * C. c. ciliatus;
* C. c. belepensisრაც შეეხება ”ობლად” დარჩენილ
R. chahoua-ს, მას ორ სახეობად დაყოფენ მორფების მიხედვით და ცალკე
Mniarogekko-ს გვარში გადაიყვანენ.
გვარი - Mniarogekko:- M. chahoua;
- M. jalu;მართალია, გვარის ასეთი განაწილება უკვე დამტკიცებული არის, მაგრამ ამ სტატიში ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სახეობას rhacodactylus-ად ვახსენებ
გადავიდეთ მათ უშუალო განხილვაზე.
ახალი კალედონიის ყველა გეკონს აქვს მფარველობითი შეფერილობა, რომელიც ხელს უწყობს ბუნებრივ საცხოვრებელ ადგილებთან, ანუ ხეებთან იდეალურ შერწყმაში. ეს საშუალო და დიდი ზომის გეკონები მკაცრი ღამის ცხოვრების მიმდევრები არიან, დღისით კი ფუღუროებში ან ხის ტოტების ქვედა მხარეს მიკრული იმალებიან. თუმცა, ზოგჯერ მათი ნახვა განათებულ ადგილებზეც შეიძლება, სადაც ცივი ღამეების შემდეგ უყვართ მზის აბაზანების მიღება. ზოგიერთ სახეობას მფარველობითი შეფერილობის გარდა, მასკირების უკეთესი ეფექტისთვის სხეულის მთლიან სიგრძეზე აქვთ კანის სქელი ნაოჭები.
მფარველობითი შეფერილობის გარდა ამ გეკონების დამახასიათებელ ნიშნებად ითვლება გრძელი კიდურები თათებზე ძლიერ განვითარებული მიმკრობი ფირფიტებით, მოკლე, ელასტიური კუდი ბოლოზე ასევე ძლიერ განვითარებული მიმკრობი ფირფიტებით და განიერი თავი. ზედაპირთან მაქსიმალურად მყარი ჩაჭიდებისთვის უკანა კიდურების თითებს შორის გაჭიმული არის აპკი.

ბუნებაში, რაკოდაქტილუსების კვების რაციონი წელიწადის სეზონებზე არის დამოკიდებული. გაზაფხულის და ზაფხულის თვეებში მათი რაციონის ძირითად ნაწილს ხილი შეადგენს, როგორც წესი ფიკუსის ნაყოფი. ზამთრის მოახლოებასთან ერთად ცხოველური საკვების პროცენტული რაოდენობა მატულობს. ხილის გაქრობისას აქტიური ნადირობა იწყება უხერხემლოებზე და მოლუსკებზე. დიდი ზომის სახეობები მცირე ზომის ხვლიკებზე და სხვა ხერხემლიანებზეც არ იტყვიან უარს. ცნობილი არის მინიმუმ 1 შემთხვევა, როდესაც დაჭერილი
R. leachianus-ის კუჭის შემადგენლობაში ნაპოვნი იყო რომელიღაც ფრინველის ნარჩენები. სავსებით რეალურია, რომ ბუნებაში ეს გეკონები მათ შორის ბარტყებზეც ნადირობენ.
სეზონური ცვლილებები ზეგავლენას ახდენენ არამარტო აქტიურობის დონეზე, რომელიც ეცემა ტემპერატურის დაწევასთან ერთად. ზამთრის მოახლოება გამრავლების სეზონის დამთავრების ნიშანია. გვარის თითქმის ყველა წარმომადგენელი კვერცხმდები სახეობაა და მხოლოდ
R. trachyrhynchus-ს ახასიათებს ცოცხლადშობა. გადაუმოწმებელი წყაროს მიხედვით, გამრავლების ზემოთხსენებული 2 მეთოდის გარდა, ახალი კალედონიის გეკონები, კერძოდ კი
R. leachianus პართენოგენეზით მრავლდება, ანუ მამალის მონაწილეობის გარეშე. ასეთ ინფორმაციას აღნიშნული სახეობის პარტონი ავრცელებს, რომლის ტერარიუმში მარტოდმარტო აღმოჩენილმა დედალმა 3-ჯერ მოუტანა შთამომავლობა. პართენოგენეზი სულაც არ არის ასეთი იშვიათი - მაგალითად
Darevskia armeniaca პართენოგენური სახეობაა, შესაბამისად მთლიანი პოპულაცია მხოლოდ დედლებისგან შესდგება. რეალურად არავინ იცის, იყო თუ არა
R. leachianus-ის დედალი ქალწული ორსულობის პერიოდის დროს, რადგან ცნობილია, რომ რეპტილიების დედლებს შეწყვილების შემდეგ 10 წლის განმავლობაში შეუძლიათ შთამომავლობის გაჩენა მამლების ჩარევის გარეშე.
ეხლა კი უშუალოდ ცალკეული სახეობების განხილვაზე გადავიდეთ. და დავიწყოთ ყველაზე დიდი წარმომადგენლით.
ახალი კალედონიის გიგანტური გეკონი (R. leachianus), დედა მიწაზე ყველაზე დიდი გეკონია, რომელიც 40 სმ-ის სიგრძეს და 500 გრამის წონას აღწევს! ამ გოლიათებს აქვთ დიდი და განიერი თავი, სუსტად გამოხატული კისერი და ზეთისხილიფერი ან ყავისფერი თითისტარის ფორმის სხეული, რომელიც დაფარულია არასწორი ფორმის თეთრი, იასამნისფერი ან ვარდიფერი ლაქებით. მთლიანი სხეულის გვერდები გარშემორტყმულია ძლიერ განვითარებული კანის ნაოჭებით.

დღესდღეობით მეცნიერები გიგანტური გეკონის 2 ქვესახეობას გაარჩევენ:
-
R. l. leachianus - ნომინატიური ქვესახეობა, რომელიც გავრცელებულია ახალი კალედონიის მთავარი კუნძულის
გრანდ ტერეს სამხრეთი და ცენტრალური ნაწილების გაუკაფავ და ასევე მეორად ტროპიკულ ტყეებში. სწორედ აღნიშნული ქვესახეობა აღწევს მაქსიმალურად დიდ ზომებს.
-
R. l. henkeli - ქვესახეობა, რომელიც გამოირჩევა მომცრო ზომებით და გავრცელებულია ისეთ მოშორებულ კუნძულებზე, როგორებიც არიან
პინის, ანის და ამის კუნძულები.
2006 წელს წამოყენებული იყო თეორია, რომლის თანახმად ორივე ცნობილი ქვესახეობა სინამდვილეში ერთი სახეობის სხვადასხვა მორფებს წარმოადგენს. მაგრამ თეორიამ დასტური ვერ ჰპოვა.


ახალი კალედონიის გიგანტური გეკონი ტერიტორიალური ხვლიკია, რომელიც დაუპატიჟებელ სტუმრებს დანახვისთანავე ბრძოლაში იწვევს. ხშირად ეს ბრძოლები ორივე მხარესთვის ლეტალურად მთავრდება. ძლიერი ყბებით ისინი ადვილად ამსხრევენ მოწინააღმეგეს თავის ქალას ან უბრალოდ სიცოცხლესთან შეუთავსებელ ჭრილობებს აყენებენ. აგრესიის დონე თავის პიკს გამრალების სეზონში აღწევს. ვნებიანი მამლები მარტოსული დედლების აქტიურ ძებნას იწყებენ. ლამაზმანის შენიშვნის შემდეგ მას დევნას და ხვეწნას უწყებენ, ხოლო უარის თქმის შემთხვევაში ყველანაირ რომანტიულ გრძნობებს კარგავენ და სიმწრისგან ტურფას კუდს აძრობენ, რომელიც რეგენრაციის შემდეგადაც კი თავის პირველანდელ სიმალაზეს ვერ დაიბრუნებს.

ერთი სიტყვით, შეწყვილების პროცესი საკმაოდ სასტიკად მიმდინარეობს და ხშირ შემთხვევაში დედალი დასაჩიხრებული რჩება, ყოველ შემთხვევაში პროცესის მიმდინარეობის დროს მამალი მას აქტიურად კბენს კისერის მიდამოში (თავისი ჭკუით ალბათ ნაზად კოცნის, მაგრამ ყველაფერი უფრო BDSM-ს წააგავს

). დაახლოებით 1 თვის გასვლის შემდეგ, დედალი ფუღუროებში ან მიტოვებულ ბუდეებში 2 საკმაოდ დიდი ზომის (30-35 მმ) კვერცხს დებს, საიდანაც 85-120 დღიანი ინკუბაციის პერიოდის შემდეგ გამოიჩეკებიან პატარა გეკონები, რომელთა მთლიანი სიგრძე 55-65 მმ-ს არ აღემატება. ცნობილი არის შემთხვევები, როდესაც ბუნებაში დედლები მრავალი წლების მანძილზე კვერცხებს ერთსა და იმავე ადგილას დებდნენ. ახალგამოჩეკილი გეკონები ძალიან ფარული ცხოვრების ნირს ეწევიან, მათ ხომ უამრავი მტერი ჰყავთ, მათ შორის მშობლები, რომლებიც სულაც არ იტყვიან უარს იოლი საკვების დაჭერაზე.
ახალშობილისაკმაოდ ნელი ზრდის ტემპების გამო, ზრდასრულობას ისინი როგორც წესი 3-4 წლის ასაკში აღწევენ. სამაგიეროდ ნამდვილი ხანგრძლივი სიცოცხლის პატრონები არიან - ცნობილია, რომ ტყვეობაში მცხვორები ეგზემპლარები 30 წლის ასაკს აღწევენ!
.....................................................................................
1869 წელს ბავაის მიერ აღწერილი
R. auriculatus არის საშუალო ზომის გეკონი (160-200 მმ), რომელიც ახალი კალედონიის გიგანტური გეკონის მსგავსად გავრცელებულია გრანდ ტერეს სამხრეთი და ცენტრალური ნაწილების გაუკაფავ და ასევე მეორად ტროპიკულ ტყეებში.
თავისი ინგლისურენოვანი დასახელება - Gargoyle Gecko, ამ სახეობამ თავზე თვალებს ზემოთ და კეფას არეში არსებული ძვლოვანი წანაზარების გამო მიიღო, რომლებიც მას მითოლოგიურ ურჩხულთან მსგავსებას სძენენ. მრგვალი, გვერდებიდან ოდნავ შებრტყელებული სხეული მონაცრისფრო ან ყავისფერ ტონალობის არის და დაფარულია ხალიჩისებრი ქაოტური მოხატულობით, რომელიც შესდგება შავი ზოლებისა, შტრიხებისა და მოყვითალო წინწკლებისგან. საკმაოდ ხშირად სხეულის შუაში, თავიდან კუდის ძირამდე გადის 2 განიერი ან ვიწრო ზოლი, რომლის ფერი ვარიირებს შავისგან მკვეთრ წითლამდე. არსებობენ ინდივიდები, რომელთან სხეულს განივად გადაჰკვეთს რამოდენიმე ჰორიზონტალური ნარინჯისფერი ან წითელი ზოლი. სხეულის ქვედა მხარე მოყვითალო ფერის არის. გვარის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, მათ შედარებით მოკლედ თათები და სუსტი მისაკრობი ფირფიტები აქვთ.

ეს აქტიური მტაცებლები სანადიროდ ჩაბნელებისთანავე გამოდიან. იკვებებიან მწერებით და ასევე მცირე ზომის ხვლიკებით. საფხრთის შემთხვევაში მათ საკმაოდ დიდ მანძილებზე გადახტომა შეუძლიათ. თუმცა, როდესაც უკან დასახევი გზა არ რჩებათ, მოწინააღმდეგეს თამამად უტევენ ძლიერი ყბებით. ახალი კალედონიის გეკონების გვარის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით
R. auriculatus-ებს ყველაზე დიდი ზომის კბილები აქვთ. სხვებისგან განსხვავებით, ისინი მიწასთან ახლოს განლაგებულ იარუსებს ანიჭებენ უპირატესობას.



”wanna bite me?”გამრავლება იწყება ოქტომბრის თვეში, ანუ გაზაფხულის მოსვლასთან ერთად. შეწყვილებიდან 1-1,5 თვის გასვლის შემდეგ, დედლები მიწაზე ჩამოდიან, სადაც ამოთხრილ მცირე ზომის ორმოებში დებენ 1-2 კვერცხს. 90-140 დღიანი ინკუბაციის პერიოდის შემდეგ დედამიწაზე მოგვევლინებიან მინიატურული გარგულიები, სადაც მათ უამრავი რაოდენობის მცირე ზომის უხერხემლოები და ხილეული დახვდებათ, რაც სწრაფ განვითარებას ხელს უწყობს. 1,5-2 წლის ასაკში ისინი უკვე ზრდასრულობას აღწევენ და თავად შეუძლიათ ზრუნვა სახეობის გადარჩენაზე.
R. auriculatus-ის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-15 წელს შეადგენ.
.....................................................................................
აურიკულატუსების (R. auriculatus) აღწერიდან სულ რაღაც 4 წელი გავიდა და მეცნიერებმა მორიგი სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც
R. trachyrhynchus დაარქვეს. ეს დასახელება გეკონმა თავისი დამახასიათებელი თავისებურების გამო მიიღო - სახის ბოლოზე გადიდებული ზომის ქერცლები აქვს. გაარჩევენ ამ სახეობის 2 ქვესახეობას:
-
R. t. trachyrhynchus – 1973 წელს აღწერილი ქვესახეობა, რომელიც გრანდ ტერეს სამხრეთი ნაწილის გაუკაფავ ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს და აღწევს 280-320 მმ-ს სიგრძეს;
-
R. t. trachycephalus – 1878 წელს ცნობილი ნატურალისტი ბულანჟეს მიერ აღწერილი ქვესახეობა, რომელიც გავრცელებული არის კუნძულ პინის და კოუტომას ტროპიკულ ტყეებში. ნომინატიურ ქვესახეობასთან შედარებით მომცრო ზომებს აღწევს - 260-270 მმ.
ორივესთვის დამახასიათებელია განიერი კისერი და თავი, საშუალო სიგრძის კიდურები, საკმაოდ გრძელი კუდი, რომელიც რეგენერაციის შემდეგ თავდაპირველზე ბევრად უფრო მოკლე და სქელია. ზუგრის, კუდის და საერთოდ ზედა მხარეს შეფერილობა მომწვანო ან ზეთისხილისფერია. კისერის. ზურგის და ასევე კუდის ზედაპირი ხშირ შემთხვევაში დაფარულია წვრილი ღია ფერის ლაქებით. სხეულის ქვედა მხარე სუფთა ყვითელი ან კრემისფერი არის.



გაზაფხულის მოსვლასთან ერთად გამრავლების სეზონი იწყება. აღსანიშნავი, რომ ამ დროს
R. trachyrhynchus მონოგამურ წყვილებს ჰქმნის. გვარის ყველა სხვა წარმომადგენლისგან განსხვავებით,
R. trachyrhynchus ცოცხლადშობი გეკონია და შეწყვილებიდან 8-9 თვიანი მაკეობის შემდეგ, დედალი ფუღუროში შობს 2 (იშვიათად 1) პატარას, რომელსაც თავისი სხეულით მთლიანად გადაეფარება და მტაცებლებისგან იცავს. ასე დაახლოებით 1 თვის მანძილზე გრძელდება. საერთოდ ამ გეკონებს ძალიან ფარული ცხოვრების ნირი ახასიათებთ, იმდენად ფარული, რომ დღის სინათლეზე მზის აბაზანების მისაღებადაც კი არ გამოდიან. ჰენკელი აღნიშნავს, რომ მცირე საფრთხის შემთხვევაში, პატარები ისარივით მიიფანტებიან და წყლით სავსე ბრომელიებში ყვინთავენ, საიდანაც გარემოს დაზვერვისთვის მხოლოდ თავს გამოყოფენ. ახალშობილები საკმაოდ სწრაფი ზრდის ტემპებით გამოირჩევიან და 1-1,5 წლისთვის მშობლების 60-75% სიგრძეს აღწევენ, თუმცა გამრავლება მხოლოდ 3-4 წლის ასაკიდან შეუძლიათ.
.....................................................................................
1969 წელს
R. auriculatus-თან ერთად ბავაიმ აღწერა ჩემი აზრით გვარის ყველაზე სიმპატიური სახეობა, რომელსაც
R. chahouaდაარქვა. ეს საშუალო ზომის გეკონი სწორედ თავისი შეფერილობის გამო, რომელიც მთელ სხეულზე მიფანტული თეთრი, ვარდისფერი, ყვითელი, ყავისფერი და მწვანე არასწორი ფორმის ლაქების გამო ასევე ცნობილი არის ”ხავსიანი გეკონი”-ს სახელით, ყოველ შემთხვევაში ინგსლიურენოვან ქვეყენბში (და არა მარტო მანდ) მას “mossy gecko”-ს სახელით იცნობენ. სხეულის ქვედა ნაწილის ყვითელი ან ღია სალათისფერია. იდეალური მასკირებისთვის სხეულის მთლიან სიგრძეზე მას ძლიერად განვითარებული კანის ნაოჭები აქვს.
ცნობილი არის
R. chahoua-ს ორი მორფა: პირველი, რომელიც გრანდ ტერეს გაუკაფავ, მთიან და მდინარეების პირას გაზრდილ ტყეებში ბინადრობს, აღწევს 200-220 მმ-ის სიგრძეს, ხოლო კუნძულ პინზე ბინადარი მორფა გამოირჩევა მოდიდო ზომებით და 230-240 მმ-ის სიგრძეს აღწევს.
Rhacodactylus-ის გვარის სხვა წარმომადგენლისგან განსხვავებით, მას აქვს შედარებით ვიწრო თავი, გრძელი სხეული, დიდი თვალები და ყველაზე გრძელი და ელასტიური კუდი.

გამრავლება
R. auriculatus-ის გამრავლების ანალოგიურია, ერთი განსხვავებით -
R. chahoua-ს მამლები დედლების მიმართ ნაკლები აგრესიით გამოირჩევიან. შეწყვილებიდან 1-1,5 თვის შემდეგ, ფუღუროებში, ხის ქერქის ქვეშ ან რბილ მიწაში ამოთხრილ ორმოებში დედალი 2 კვერცხს დებს, საიდანაც 80-110 დღის შემდეგ იჩეკებიან 70-85 მმ-ის სიგრძის პატარა გეკონები.
ახალშობილი12-24 საათის განმავლობაში ისინი პირველად ცვლიან კანს და მწერებზე ნადირობას იწყებენ, ხოლო 6-7 დღეში ხილისადმი ინტერესს იჩენენ. მათ ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპები ახასიათებთ და 1-1,5 წლის შემდეგ ზრდასრულობას აღწევენ. მეცნიერების ვარაუდით, სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 20 წელს შეადგენს.
.....................................................................................
საფრანგეთი. პარიზი. გარეთ 1866 წელია. ალფონ გიშენო - ცნობილი ადგილობრივი ზოოლოგი, ჟურნალში აქვეყნებს სტატიას, რომელშიც მოჰყავს ახალი კალედონიის გეკონის ახალი სახეობის აღწერა და ესკიზი, რომელსაც აღფრთოვანებაში მოჰყავს ბუნებისმოყვარულთა წრე. ყველას უნდა მისი ცოცხლად ნახვა და ყოლა, ამიტომ ბარგით და საჭირო ზოოლოგიური აღჭურვილობით გატენილი გემები ახალი კალედონიის სანაპიროებისკენ იღებენ გეზს. ჩამოსულ ენტუზიასტებს რამოდენიმე კვირაში იმედები ემსხრევათ - 5 წელიწადში მათ მხოლოდ 1 ეგზემპლარის აღმოჩენა და დაჭერა შესძლეს, ხოლო მომდევნო 50 წლის განმავლობაში საერთო ჯამში დაჭერილი იყო 16 ხვლიკი და ყველა ერთსა და იმავე ადგილას, რაც ნამდვილად არ იყო კარგი ნიშანი. გულდაწყვეტილმა ნატურალისტებმა საოცარი გეკონი გადაშენებულად გამოაცხადეს, მაგრამ მისი პოვნის იმედი არ დაკარგეს. ყოველ წელს გრანდ ტერეს კუნძულზე ახალი ექსპედიცია მიემგზარებოდა, მაგრამ ყოველთვის ხელცარიელი ბრუნდებოდა. 1990 წ. პროფესორ აარონ ბაუერმა ივარაუდა, რომ ასე ნანატრ გეკონს არასწორ ადგილებში ეძებდნენ. მისი თეორია 1994 წ. გამართლდა, როდესაც კუნძულ პინზე ავარდნილი ძლიერი ქარიშხალის დროს დოქტორ კრისტინ პულაბერმა (ქალი ჰერპეტოლოგი

) კვლევითი სადგურის ტერიტორიაზე იპოვა და დაიჭირა ”ფანტომი”, რომელიც აბაზანაში იყო მიმალული და უთვალთვალებდა. ამ ამბავმა დიდი ღელვარება გამოიწვია ჰერპეტოლოგთა წრეებში და მომდევნო 2 წელიდაში დაჭერილი იყო 200 ეგზემპლარი და რეპტილიამ მალე მოიპოვა პოპულარობა შესაბამის წრეებში.
რა თქმა უნდა, არსება, რომელმაც ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია იყო დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კარგად შესწავლილი ხვლიკი -
R. ciliatus, რომელიც გავრცელებული არის გრანდ ტერეს სამხრეთი ნაწილის და კუნძულ პინის გაუკაფავ ტროპიკული ტყეებში. ამ საშუალო ზომის (190-220 მმ) გეკონებს სხეულთან შედარებით განსაკუთრებით განიერი და მასიური თავი აქვთ, რომელიც თვალებს ზემო არედან კეფამდე რქებისმსგავსი კანოვანი წანაზარდებით მორთულია, რის გამოც მათ ”crested gecko”-ს სახეულით იცნობენ. სხეულის ძირითადი შეფერილობა ღია ყავისფერია, თუმცა შეიძლება იყოს ყვითელი, ნარინჯისფერი ან სულაც წითელი ფერის. კანოვანი წანაზარდების შუაში მოქცეული ნაწილი სხეულის ძირითადი ფონისგან ყოველთვის უფრო ღია ფერით გამოირჩევა. ხშირად სხეული დაფარული არის მუქი ფერის წვრილი წინწკლებით. თათებზე და კუდზე ძლიერად განვითარებული მისაკრობი ფირფიტები აქვთ. აუტომომიის შემთხვევაში
R. ciliatus კუდის რეგენერაციას ვერ ახდენს



სხვა რაკოდაქტილუსებისგან განსხვავებით, ცილიატუსი არ გამოირჩევა აგრესიის მაღალი დონით. გამრავლების სეზონის დროს, რომელიც თებერვალში იწყება და მთავრდება ნოემბერში, რბილ მიწაში ამოთხრილ ორმოში 3-7 სანტიმეტრის სიღრმეზე დედალი 2 კვერცხს დებს (საერთო ჯამში გამრავლების სეზონის განმავლობაში დედალი სხვადასხვა ადგილებში 20-24 კვერცხს დებს), საიდანაც 65-80 დღის შემდეგ გამოიჩეკებიან 60-75 მმ-ანი ეშმაკუნები, რომლებიც ზრდასრული გეკონებისგან უფრო მკვეთრი შეფერილობით გამოირჩევიან. ბუნებაში (და არა მარტო) პატარებს მიდრეკილობა აქვთ ერთმანეთის კუდების ჭამისკენ, რაც კუნძულ პინზე ცოცხალი საკვების სიმცირით აიხსნება. სხვებთან შედარებით, ეს სახეობა უფრო დიდი რაოდენობით ხილს მიირთმევს და ძალიან სწრაფად იზრდება - ზრდასრულობას 1,5-2 წლის ასაკში აღწევს.
This post has been edited by Jaguar paw on 12 Sep 2013, 13:52