გამარჯობა!
ჩემი თუთიყუში გაცივდა

(სამზარეულოში გვყავდა და ფანჯარა იყო ღია...)
გუშინწინ დილით ცემინება აუტყდა. მთელი დღე სუსტად იყო...
გუშინ კიდევ უფრო სუსტად გრძნობდა თავს, მთელი დღე ეძინა და ჩუმად იჯდა, მეგონა უძილობის ბრალი იყო...
დღეს კი იმდენად სუსტად იყო, რომ ჯოხზე ძლივს იჯდა, თვალები ეხუჭა და კანკალებდა. თან კუჭი აქვს აშლილი ძალიან.
>>>>>>>>>>>>>>>>>>
რა გავაკეთე:
1) პერიოდულად ვათბობ ნათურით (ეს ცოტა მოუხდა, ჯოხიდან აღარ ვარდება და ცოტა ამოძრავდა);
2) წყლის ნაცვლად ჩავუსხი გვირილის ნახარში თაფლით (ძაან ცოტა მოსვა, თითქმის არ სვავს);
3) გავუკეთე გვირილის ინგალაცია (ესეც ესიამოვნა).
>>>>>>>>>>>
მიუხედავად ამისა მაინც არ ჭამს. დღეს საერთოდ არ უჭამია.
ასევე არის გაღიზიანებული, კარს რომ ვაღებ ძალიან ეშინია, ჭიჭყინებს და დახტის (ადრე ასეთი პანიკური შიშები არ ჰქონია, ეს 2 დღეა ასე...).
მეშინია უმადობისგან და ფაღარათისგან არ მოკვდეს...

მირჩიეთ რა რამე

რაც გავაკეთე ძალიან ცოტაა და კიდევ რა უნდა ვქნა რომ გამოჯანმრთელდეს და ჭამა დაიწყოს?
(თუთიყუში პატარაა, ე.წ. "ვალნისტი")
This post has been edited by Tatra on 6 Mar 2016, 03:11