თუ ძალიან პატარა გალია არ არის გაყავი რამენაირად (ფიცრით ან რამით)
ბავშვობაში ბევრჯერ მყოლია თუთიყუშები, ბოლოს დაახლოებით 6-7 წლის წინ მამაჩემმა იპოვა გარეთ და მოიყვანა სახლში, მარტო რო არ ყოფილიყო წავედი და ზოო მაღაზიიდან ვიყიდე კიდევ ერთი, კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს :დ ზოგჯერ ჩხუბობდნენ მარა ეგ არაფერი
ორ სართულიან კერძო სახლში ვცხოვრობდი და ზაფხულს აივანზე გავიყვანე და კედელზე ჩამოვკიდე გალია
ერთხელაც გავედი და რას ვხედავ, გარედან აზის გალიას, მეთქი ღია დამრჩა კარი და გამოფრინდა :დ დავიჭირე და შევაგდე გალიაში და რას ვხედავ სამნი არ არიან

ეს ახალი იმათ მაგრად ჩაგრავდა (სულ ორი ადგილი იყო საიდანაც ჭამა შეიძლებოდა და 1 წყლის დასალევი) და სანამ თვითონ არ ჭამდა იმათ ახლოს არ უშვებდა :დ მერე ერთხელაც რიგში ვიდექი მაღაზიაში და სქესზე ლაპარაკობდნენ და ვიკითხე როგორ გავარკვიო თქო თუთიყუშების სქესი და თურმე სამივე მამრობითი სქესის ყოფილა არადა სულ ან ზასაობდნენ ან ჩხუბობდნენ

ლგბტ პაპუგაიჩიკები
ბოლო (შემოფრენილი) 1 კვირის წინ მოკვდა

დანარჩენები 1-2 წლით ადრე)
როგორც გავიგე დიდხანს არ ცოცხლობენ ეგენი და ასაკიც არ ვიცოდი, ხო ვითომ არაფერი სულ გალიაში იყვნენ, ყურადღებასაც არ ვაქცევდი მარტო საჭმელს და წყალს ვუცვლიდი მარა მაინც მენატრება მაგათი ჭიკჭიკი

თუ ვიყიდე აწი პატარა უნდა ავარჩიო და ვასწავლო რაღაცეები თორე შემთხვევით რო გაფრინდებოდნენ ხოლმე კედლებს ეტაკებოდნენ
This post has been edited by Hotstreak on 19 Jun 2016, 18:34